ალოფონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალოფონები (ძვ. ბერძნ. ἄλλος „სხვა, სხვანაირი“ და φωνή „ხმა“) — ფართე გაგებით რომელიმე ქვეყნის მოსახლეობა, რომლისთვისაც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშობლიურ ენად ითვლება არასახელმწიფოებრივი (არაოფიციალური) ენა. როგორც წესი, მოსახლეობის ასეთი ჯგუფები ყალიბდება უახლოესი მასობრივი იმიგრაციის დროს ქვეყანაში.

კანადური კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადური საზოგადოების უფრო ვიწრო კონტექსტში მოიხმარება, როგორც დემოგრაფიული ტერმინი ქვეყნის იმ მაცხოვრებლების აღსანიშნავად (რომლებიც 2001 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენდნენ მოსახლეობის 17,1 %-ს), რომლებისთვისაც არც ინგლისური და არც ფრანგული ენა არ არის მშობლიური (ეს ორი ენა ოფიციალურია კანადაში). ტერმინი გამოიყენება ინგლისურ ენაზე (ანგლოფონები) (59,2 %) და ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე (ფრანკოფონები) — 23,7 % მოლაპარაკე ჯგუფების საწინააღმდეგოდ. ტერმინი ფართედ გამოიყენება კანადის ორივე ოფიციალურ ენაში, განსაკუთრებით ფრანგულში, ასევე მთელ მსოფლიოში (მაგალითად, „hollandophone“, „lusophone“ და ა. შ).

ასიმილაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროთა განმავლობაში კანადის ალოფონების დიდი ნაწილი გადადის ქვეყნის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ზოგიერთ შემთხვევაში ორივეზე). ოფიციალურად ფრანგულენოვანი კვებეკის პროვინციის ფარგლებს გარეთ ალოფონების 97,0 %-მდე დროთა განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის ინგლისურ ენაზე. ესენია ეგრეთ წოდებული ანგლოტროპები, ანუ ალოფონები, რომლებიც უპირატესობას აძლევენ ინგლისურ ენას. მათ როგორც წესი მიეკუთვნება აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებიდან ჩამოსულები (ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები).

იშვიათ გამონაკლისს (3,0 %) შეადგენენ ზოგიერთი უახლოეს პერიოდში ჩამოსული აფრიკული, ფრანკო-ანტილური და ლათინოამერიკული წარმოშობის ალოფონები ორენოვან ქალაქებში — ონტარიოს პროვინციის ოტავაში და ნიუ-ბრანსუიკის პროვინციის მონქტონში, ანუ იქ, სადაც არსებობენ ფრანგულენოვანი უნივერსიტეტები. თვითონ კვებეკის პროვინციაში, სადაც ერთადერთი ოფიციალური ენა 1977 წლიდან არის ფრანგული, ალოფონების ენობრივი პრეფერენცია უფრო მრავალფეროვანია; ისინი თანდათანობით იხრებიან ფრანგული ენისკენ. თუ 1970-იანი წლების დასაწყისში ფრანკოტროპები შეადგენდნენ ალოფონების მხოლოდ დაახლოებით 20 %-ს, ხოლო ანგლოტროპების წილი აღწევდა 80 %-ს, 2006 წლის აღწერის მონაცემებით, ახალი ემიგრანტების 75 %-მდე ირჩევს ფრანგულ ენაზე გადასვლას, ხოლო ინგლისურს უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 25 % და ეს წილი კიდევ უფრო ეცემა.[1] ასეთი ცვლილება კარგად აიხსნება უნიკალური კვებეკ-კანადის საიმიგრაციო შეთანხმებით, რომელიც პროვინციამ დადო ფედერალურ მთავრობასთან 1991 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო დემოგრაფიაში, ისტორიოგრაფიაში და ეთნოგრაფიაში ასევე არსებობს ამ ტერმინის ანალოგიური ტერმინები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]