ალმირა სკრიპჩენკო
ალმირა სკრიპჩენკო, 2010 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) |
საფრანგეთი, |
---|---|
ეროვნება | უნგრელი |
დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1976 |
დაბადების ადგილი | კიშინიოვი, მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (1998) |
ფიდე რეიტინგი | 2418 (თებერვალი 2021) [1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2501 (იანვარი 2003) |
ალმირა სკრიპჩენკო(ფრანგ. | Almira Skripchenko)დ. 17 თებერვალი, 1976, კიშინიოვი, მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა)-ფრანგი, მანამდე მოლდაველი მოჭადრაკე, ევროპის ჩემპიონი (2001). მოლდავეთის და საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი. 1998 წელს საერთაშორისო ოსტატოს წოდება მიიღო, ხოლო 1995-ში ქალთა შორის დიდოსტატი გახდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალმირა კიშინიოვში მოჭადრაკეთა ოჯახში დაიბადა. წარმოშობით უკრაინელი მამა ფედორ სკრიპჩენკო არბიტრი იყო, ხოლო დედა წარმოშობით სომეხი ნაირა აგაბანიანი, მოლდავეთის დამსახურებული მწვრთნელი და 8-გზის ჩემპიონი ქალთა შორის. ალმირამ ჭადრაკის თამაში 6 წლისამ ისწავლა[2]. 1991 წელს მოლდოვამ სსრკს-გან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ალმირას შესაძლებლობა მიეცა ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსულიყო. 1992 წელს დუისბურგში 16 წლადელ გოგნათა მსოფლიოზე ოქრო მოიგო[3] და მოლდავეთის ნაკრებშიც მიიწვიეს. მომდევნო წელს 18 წლამდელ გოგონებში მსოფლიოს ბრინჯაო მოიგო. 1997-ში კი ფრანგ დიდოსტატს ჯოელ ლოტიეს გაჰყვა და პარიზში გადაბარგდა. 2001 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, 2002-ში კი ქმარს გაშორდა. მიუხედავად ამისა საფრანგეთი არ დაუტოვებია მისი სახელით გაგრძელა გამოსვლა. 2007 წლის იანვარში ასევე ფრანგ დიდოსტატზე ლორან ფრენსისზე დაქორწინდა და გოგო შეეძინათ. ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე 1995 წლიდან გამოდის და სამჯერ მეოთხედფინალამდე მივიდა (2000, 2001, 2010). 2001 წელს ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო და ევროპის გუნდურზე მოლდავეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლი მოიპოვა. ამ წელს ასეთი წარმატებისთვისთვის მოლდოვეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს და ქვეყნის წარმოჩენისთვის ორდენი „ხალხის სამსახურისთვის“ გადასცეს. მოლდოვეთის ნაკრებში ისპარეზა ოლიმპიადაზეც, სადაც პირველ დაფაზე იჯდა, თუმც წარმატებას ვერ მიაღწია.
საფრანგეთის მოქალაქეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს ალმირა საფრანგეთის სახელით გამოდის. 2004 წელს კრასნოტურინსკში ჩრდილო ურალის თასი მოიგო, სადაც პლანეტის უძლიერესი ქალები მონაწილეობდნენ. სკრიპჩენკომ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს ნახევარი ქულით გაუსწრო. 2005-ში ბილის Accentus Ladies Tournament-ზეც იმარჯვა. საფრანგეთში ორჯერ 2002 და 2003 წლებში მამაკაცთა ჩემპიონატში გამოვიდა. მანდილოსნებში კი ქვეყნის 6-გზის ჩემპიონია (2004, 2005, 2006, 2010, 2012 და 2015). კლუბის NAO Chess Club-ის შემადგენლობაში საფრანგეთის საჭადრაკო ლიგა (French National Chess League), 2003 და 2004 წლებში მოიგო. შემდეგ Clichy Echecs-ის კლუბში გადავიდა და 6-გზის იჩემპიონა (2007, 2008, 2012, 2013, 2014 და 2016). ასევე არის გერმანიის საჭადრაკო ბუნდესლიგის ჩემპიონი 2005 წელს, ვერდერის „ბრემენის შემადგენლობაში“. 5-ჯერ მოიგო აქვს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი Cercle d'échecs de Monte-Carlo-ის შემადგენლობაში. ოლიმპიადებზე საფრანგეთის სახელით პირველ დაფაზე გამოდიოდა. ყველაზე დიდი წარმატება 2004 წელში ჰქონდა, როცა ნაკრები ქალთა შორის მეხუთეზე გაიყვანა. ნაკრები მისი მონაწილეობით ათეულში კიდევ ერთხელ 2012 წელსაც მოხვდა. მაშინ საფრანგეთი მეშვიდეზე გავიდა. იგი ასევე წევრია ACP საბჭოსი.
მსოფლიოს ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიოს ჩემპიონატის 1999 წლის შესარჩევ ციკლში ჩაება და 1995 წელს კიშინოვში საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, თუმც 52-ე ადგილზე გავიდა და ბრძოლას გამოეთიშა
2000
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წელს ფიდემ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის წესები შეცვალა და ჩემპიონის გამოსავლენად 64 ქალიანი ტურნირი დაგეგმა, სადაც შეჯიბრი ნოკაუტ-სისემით მიმდინარეობდა. სკრიპჩენკო ნიუ-დელიში მეცამეტე ნომერი იყო. პირველ წრეში ბელორუსიის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველი ჰენრიეტა ლაგვილავა დაამაარცხა 2:0, მეორეში მარან მეიერი 1,5:0,5, თუმც მესამეში რუს ალისა გალიამოვასთან დამარცხდა 1,5:2,5.
2001
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეოთხედფინალიდან ალეკსანდრ კოსტენიუკმა გამოაგდო მოსკოვში, სადაც მე-4 ნომრად იყო განთესილი.მანამდე მიყოლებით სამი მოჭადრაკე ჩამოიცილა, ნგარ პან-კოშნიცკი 2:0, მარტა ზიელინსკა 3:1, კორინა-საბელა პეპტანი 1,5:0,5.
2004
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ წელს ელისტაში საფრანგეთის სახელით გამოვიდა და პირველივე წრეში ჩეხ იანა იაცკოვასთან დამარცხდა 0,5:1,5.
2006-ში ეკატერინბურგშიც პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა ბრიტანელ იოვანკა ჰოუსკასთან 0,5:1,5. ალმირა მე-18 ნომრად იყო განთესილი.
27-ე ნომრად იყო განთესილი ანთაქიაში და მეოთხედფინალამდე მივიდა. პირველ წრეში რუმინელ კრისტინა ადელა ფოისორს სძლია 3,5:2,5, შემდეგ ქართველ ნანა ძაგნიძეს 3:1, ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს 4:2 და ჩინელ ჩაო სიუსთან დამარცხდა 0,5:1,5.
პირველივე წრეში დაასრულა შეჯიბრი ხანტი-მანსიისკში. იგი 33-ე ნომრად იყო წარდგენილი და პოლონელ მონიკა სოცკოსთან დამარცხდა 0,5:1,5.
ჭადრაკის გარდა სკრიპჩენკო გატაცებულია შოგითაც (იაპონური ჭადრაკი ან გენერალთა თამაში) და ლოტიესთან ერთად თამაშობს. 1999 წელს მოლდავეთი წარადგინა შოგის საერთაშორისო ფორუმზე[4]. 2011-ში შოგის საერთაშორისო მე-5 ფორუმზე ალმირამ „ორი ფიგურის ფორით“ სამუდამო მეიძინს ტოსიუკი მორიუტის მოუგო, რომელით ერთდროულ სეანსებს უტარებდა[5].
პოკერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკრიპჩენკო ასევე გატაცებულია პოკერით და მთავარ ტურნირებშიც მონაწილეობს. 2009 ტეხასში წელს მსოფლიოს პოკერების სერიაში მეშვიდე იყო და $78,664 მოიგო[6],[7]. 2011 პოკერის მსოფლიო ტურში $50,000 გამოიმუშავა. საერთოდ კი პოკერის ტუნირებში $250,000-ზე მეტი აქვს მოგებული.[8]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს ალმირა ცოლად გაჰყვა ფრანგ დიდოსტატ ჟოელ ლოტიეს, მაგრამ 2002-ში გაშორდა.
ამ წლებში იგი ორ გვარს სკრიპჩენკო-ლოტიეს ატარებდა.
2006 წელს მეორედ გათხოვდა, ასევე ფრანგ დიდოსტატზე ლორან ფრენსისზე. 2007 წელს მათ შეეძინათ გოგონა[9].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1]. February 2021.
- ↑ [2]. Skripchenko.
- ↑ [3]. 10° World Championship u16 (girls).
- ↑ [4]. The 1st International Shogi Forum.
- ↑ [5]. 5-й Международный фестиваль сёги.
- ↑ [6]. 2009 40th Annual World Series of Poker.
- ↑ [7]. skripchenko.
- ↑ [8]. Almira Skripchenko.
- ↑ [9]. An Unusual Double: Husband and Wife Win French Chess Championships.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.olimpbase.org/playersu/rh1tlhdj.html
- https://web.archive.org/web/20070927185306/http://www.bielchessfestival.ch/cms/index.php?option=com_content&task=view&id=73&Itemid=110
- https://ratings.fide.com/profile/13900145
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=22051
- https://www.365chess.com/players/Almira_Skripchenko
- ttps://web.archive.org/web/20131205064837/
- http://lib.sportedu.ru/mirrors/www.64.ru/1998/11/27-1.html
- http://www.olimpbase.org/playersw/rh1tlhdj.html
- https://web.archive.org/web/20080822232833/http://www.nm.md/daily/article/2008/03/07/0906.html