ალმასხან გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალმასხან შოთას გუგუშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1937, თბილისი, — გ. 10 დეკემბერი, 2003, იქვე) — ქართველი ინჟინერ-ელექტრიკოსი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1991).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1960). 1960–1963 მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1967 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტი, 1977 წლიდან — ამავე კათედრის გამგე. გუგუშვილის სამეცნიერო და მეთოლოგიური შრომები ეხება არაწრფივი სისტემების იდენტიფიკაციას, ოპტიმალური და ადაპტური მართვის თეორიას, გამოსახულების ციფრული დამუშავებისა და კომპიუტერული გრაფიკის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის თეორიის გამოყენებას მართვის თეორიაში. 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩატარდა სამუშაოები ხელოვნური კლიმატის მართვის სისტემის შესაქმნელად. 2004 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოპტიმალური და ადაპტური სისტემები, ტ. 1–3, თბ., 1997;
  • მართვის თეორია. წრფივი და არაწრფივი სისტემები, წგ. 1–2, თბ., 1999;
  • სინერგეტიკა, თბ., 2000;
  • ოპტიმიზაციის მეთოდები, თბ., 2002;
  • Принцип симметрии в идентификации нелинейных объектов управления, Тб., 1998.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]