შინაარსზე გადასვლა

ალმანონი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
ალმანონი
ლათ. Almanon
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.1 კმ (2015)[1]
დიამეტრი 47.76 კმ[2]
მოცულობა 1799.76 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.31 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ალ-მამუნი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
16.85° ს. გ. 15.14° ა. გ. / 16.85° ს. გ. 15.14° ა. გ. / -16.85; 15.14
ციური სხეული მთვარე
ალმანონი (მთვარის კრატერი) — მთვარე
ალმანონი (მთვარის კრატერი)
ალმანონი ვიკისაწყობში

კრატერი ალმანონი (ლათ. Almanon) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა აბასიანთა დინასტიის ხალიფის, ალ-მამუნის პატივსაცემად, რომელმაც 829 წელს ბაღდადში ააშენა ასტრონომიული ობსერვატორია (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — ალ-მამუნის (ინგლ. al-Ma'mun) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „ალმანონი“ (ლათ. Almanon). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „ალმანონი“ და არა „ალ-მამუნი“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Аль-Мамун).[3]

კრატერის უახლოესი მეზობლები არიან აბუ ალ-ფიდა ჩრდილო-დასავლეთით; დეკარტი ჩრდილოეთით; ტაციტუსი აღმოსავლეთით და გებერი სამხრეთ-დასავლეთით. კრატერის აღმოსავლეთით მდებარეობს აბუ ალ-ფიდას კრატერების ჯაჭვი.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 16°51′S 15°08′E / 16.85° ს. გ. 15.14° ა. გ. / -16.85; 15.14, დიამეტრი — 47.76 კმ-ია,[2] სიღრმე — 2.31 კმ.[1]

კრატერს აქვს მრავალკუთხა ფორმა ჩრდილოეთით და სამხრეთ-დასავლეთით გამონაზარდებით, კრატერის კიდემ განიცადა მცირე დაზიანება, აქვს ოდნავ ტერასული სტრუქტურა. თანამგზავრული კრატერების წყვილი, ალ-მამუნ A და ალ-მამუნ B, ესაზღვრება კიდეს სამხრეთ ნაწილს. კიდეს შიდა დახრილობა მნიშვნელოვნად უფრო ფართოა აღმოსავლეთ ნაწილში, რაც კრატერის ფსკერზე დაკბილულ ჩრდილებს ქმნის. მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ გალავნის სიმაღლე 1.1 კმ-ია,[1] კრატერის მოცულობა 1799.76 კმ³.[1] კრატერის თასის ფსკერი შედარებით ბრტყელია, რამდენიმე პატარა კრატერით არის აღნიშნული. ცენტრალური მწვერვალი არ არის, ცენტრში სამი პატარა ბორცვია.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალმანონი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 17°47′S 15°19′E / 17.79° ს. გ. 15.32° ა. გ. / -17.79; 15.32 (Аль-Мамун A) 9.8
B 18°20′S 15°16′E / 18.33° ს. გ. 15.26° ა. გ. / -18.33; 15.26 (Аль-Мамун B) 23.6
C 16°10′S 15°59′E / 16.16° ს. გ. 15.98° ა. გ. / -16.16; 15.98 (Аль-Мамун C) 15.6
D 18°36′S 15°32′E / 18.60° ს. გ. 15.54° ა. გ. / -18.60; 15.54 (Аль-Мамун D) 5.3
E 17°55′S 13°38′E / 17.91° ს. გ. 13.63° ა. გ. / -17.91; 13.63 (Аль-Мамун E) 5.4
F 15°55′S 14°16′E / 15.92° ს. გ. 14.27° ა. გ. / -15.92; 14.27 (Аль-Мамун F) 5.2
G 17°56′S 14°37′E / 17.93° ს. გ. 14.61° ა. გ. / -17.93; 14.61 (Аль-Мамун G) 4.5
H 19°02′S 15°13′E / 19.03° ს. გ. 15.22° ა. გ. / -19.03; 15.22 (Аль-Мамун H) 6.0
K 15°50′S 15°26′E / 15.84° ს. გ. 15.43° ა. გ. / -15.84; 15.43 (Аль-Мамун K) 6.5
L 19°00′S 16°35′E / 19.00° ს. გ. 16.58° ა. გ. / -19.00; 16.58 (Аль-Мамун L) 5.9
P 18°33′S 17°00′E / 18.55° ს. გ. 17.00° ა. გ. / -18.55; 17.00 (Аль-Мамун P) 19.4
Q 18°05′S 17°00′E / 18.08° ს. გ. 17.00° ა. გ. / -18.08; 17.00 (Аль-Мамун Q) 4.6
R 18°10′S 15°53′E / 18.17° ს. გ. 15.88° ა. გ. / -18.17; 15.88 (Аль-Мамун R) 3.5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1. 
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Almanon
  3. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  4. Кратер Аль-Мамун на карте LAC-96.. ციტირების თარიღი: 2019-12-02