ალმათის დეკლარაცია (1991)
ალმათის დეკლარაცია — დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამფუძნებელი დეკლარაციები და პრინციპები.
1991 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტების შეხვედრაზე ალმათიში მეგობრობის სახლში ხელი მოეწერა[1].
რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერები 1991 წლის 8 დეკემბერს შეთანხმდნენ ბელოვეჟის შეთანხმებაზე, რითაც საბჭოთა კავშირის დაშლა და დსთ-ს შექმნა გამოცხადდა. 1991 წლის 21 დეკემბერს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეთანხმდნენ ალმათის დეკლარაციაზე, რითაც ოფიციალურად დსთ შეიქმნა. საქართველო იყო ერთადერთი ყოფილი რესპუბლიკა, რომელიც არ მონაწილეობდა, ხოლო ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უარი განაცხადეს[2].
ოქმები შედგებოდა დეკლარაციის, სამი შეთანხმებისა და ცალკეული დანართებისგან[1].
დეკლარაციის ხელმომწერებმა წინასწარ მიიღეს საბჭოთა პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის გადადგომა. გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა 25 დეკემბერს.
1991 წლის 30 დეკემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებს შორის დაიდო დროებითი შეთანხმება სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა საბჭოების წევრობისა და ქცევის შესახებ.