ალკოჰოლი რუსეთში

ალკოჰოლი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ჯანმრთელობის პრობლემას რუსეთში, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებისთვის. ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ მრავალი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.[1] ავტორთა ნაწილი რუსეთში ალკოჰოლიზმის გავრცელებას ეროვნული კატასტროფის დონეს უტოლებს[2][3] და ჰუმანიტარულ კატასტროფად მიიჩნევს.[4]
XXI საუკუნის დასაწყისიდან რუსეთმა მრავალი ანტიალკოჰოლური ღონისძიება გაატარა: აკრძალა ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვა, გაზარდა გადასახადები და აკრძალა ალკოჰოლის რეკლამა. ამ პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეამცირა ალკოჰოლის მოხმარება — ის დაეშვა იმ დონემდე, რომელიც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს შეესაბამება.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალკოჰოლიზმი რუსეთის ისტორიის განმავლობაში მწვავე პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დალევა საზოგადოებრივად მიღებულ და გავრცელებულ პრაქტიკად ითვლებოდა.ასწლეულების მანძილზე ალკოჰოლი ასევე ერთ-ერთ ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.[6]
ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის თანახმად, X საუკუნის კიევის რუსეთის მთავარმა ვლადიმერ დიდმა ისლამზე უარი სწორედ იმ მიზეზით თქვა, რომ ისლამი კრძალავდა ალკოჰოლის მიღებას.[7] გადმოცემის თანახმად, მას ეკუთვნის სიტყვები:
დალევა ყველა რუსის სიხარულია. ვერ ვარსებობთ მისი სიამოვნის გარეშე.[8]
XVI საუკუნის 1540-იან წლებში, ივანე მრისხანემ წამოიწყო პირველი სახელმწიფო ტავერნების — კაბაკების (რუს. кабак) გახსნა დიდ ქალაქებში, რათა შეევსო სახელმწიფო ხაზინა.[6][9] უკვე 1648 წლისთვის, რუსი მამაკაცების დაახლოებით მესამედი ვალებში იყო კაბაკების მიმართ.[9] 1859 წლისთვის არაყი, როგორც ეროვნული სასმელი, მთავრობის ბიუჯეტის 40%-ზე მეტს შეადგენდა.[10][9][11]
1909 წელს რუსეთის ერთ მოსახლეზე საშუალოდ დაახლოებით 11 ბოთლი ალკოჰოლი მოდიოდა წელიწადში. 1913 წლის მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგის მოსახლეობის დაახლოებით 4% ალკოჰოლიკად ითვლებოდა.[12]
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას რუსეთის იმპერიაში დაწესდა მშრალი კანონი, რომელიც კრძალავდა ძლიერი ალკოჰოლის გაყიდვას რესტორნების გარეთ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბოლშევიკური პარტია მოვიდა, საბჭოთა კავშირში ალკოჰოლის მოხმარების შემცირების არაერთი მცდელობა განხორციელდა.[6] თუმცა 1925 წლისთვის არაყი კვლავ გამოჩნდა სახელმწიფო მაღაზიებში.[9] იოსებ სტალინიმ ხელახლა დააწესა სახელმწიფოს მონოპოლია ალკოჰოლის გაყიდვაზე, რაც სოლიდური საბიუჯეტო შემოსავლის წყარო გახდა.[6][11] 1970-იან წლებში ალკოჰოლთან დაკავშირებული გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედს შეადგენდა.[11][6]
ალკოჰოლიკებისა და მეძავებისთვის განკუთვნილი სამკურნალო დაწესებულებები — პროფილაქტორიუმები — დაარსდა 1925 წელს. 1929 წლისთვის მოსკოვში უკვე ხუთი ასეთი დაწესებულება ფუნქციონირებდა.[12] ქრონიკული ალკოჰოლიკები, რომლებიც მკურნალობას თავს არიდებდნენ, ორ წლამდე ვადით იძულებით მკურნალობაში გადაჰყავდათ.[13]
1930-იანი და 1940-იანი წლებიდან დაწყებული, 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე, ალკოჰოლიზმის ძირითადი სამკურნალო მეთოდი იყო პასუხობითი რეაქციის თერაპია (conditioned response therapy), თუმცა მოგვიანებით მასზე უარი თქვეს.
1980-იანების დასაწყისში, შეფასებით, მკვლელობებისა და ძალადობრივი დანაშაულების ორი მესამედი მთვრალი ადამიანების მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 14 000 შემთხვევა სატრანსპორტო შემთხვევებში სიკვდილით და 60 000 სერიოზული დაშავებით მთვრალ მძღოლებს უკავშირდებოდა.[14] ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები ჰქონდათ ნიკიტა ხრუშჩოვს,[14] ლეონიდ ბრეჟნევს, იური ანდროპოვს და კონსტანტინე ჩერნენკოს.[6]
1985 წელს შეფასდა, რომ ალკოჰოლიზმს 8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის წარმოების ზარალი მოჰქონდა.[15] მიხეილ გორბაჩოვი ცდილობდა ნაწილობრივი მშრალი კანონის შემოღებას — დაიწყო ფართომასშტაბიანი ანტიალკოჰოლური კამპანია, დაწესდა მკაცრი სასჯელები საზოგადოებრივ სიმთვრალეზე და ალკოჰოლის მოხმარებაზე, ხოლო ალკოჰოლის გაყიდვა მკაცრად შეიზღუდა. კამპანიამ დროებით შეამცირა ალკოჰოლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ასევე გაუმჯობესდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირდა დანაშაულის მაჩვენებელი, თუმცა იგი ძალზე არაპოპულარული აღმოჩნდა და საბოლოოდ კრახით დასრულდა.[16]
1995 წლისთვის, მკვლელობისთვის დაკავებულთა დაახლოებით 75% ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობა ალკოჰოლიკების ან მთვრალი წევრების მხრიდან ხდებოდა.[17] 1997 წლის კვლევამ, რომელიც ჟურნალში Journal of Family Violence გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მეუღლის მკვლელობაში მხილებულ მამაკაცებს შორის 60–75% დამნაშავეები შემთხვევამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.[17]
1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლის მომხმარებელი ქვეყანა იყო. რუსი, ბრიტანელი და ფრანგი მკვლევრების მიერ ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებულმა კვლევამ შეისწავლა 1990–2001 წლებში სიბირის სამ ინდუსტრიულ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზები და დაადგინა, რომ 15-დან 54 წლამდე ასაკის ადამიანების სიკვდილიანობის 52% დაკავშირებული იყო ალკოჰოლის მოხმარების გართულებებთან.[18] კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი დევიდ ზარიძე, აფასებდა, რომ 1987 წლის შემდეგ ალკოჰოლის მოხმარების ზრდამ რუსეთში დამატებით 3 მილიონი სიკვდილი გამოიწვია.[18] განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა მდგომარეობა მამაკაცებზე: გაეროს ადამიანის განვითარების ეროვნული ანგარიშის მიხედვით, 2006 წელს დაბადებული რუსი მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მხოლოდ 60 წელს აღემატებოდა, რაც დასავლეთ ევროპის მონაცემებზე 17 წლით ნაკლები იყო; ხოლო ქალებისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 13 წლით აღემატებოდა მამაკაცებისას.[19]
2003 წლის შემდეგ, ალკოჰოლის მოხმარება რუსეთში შემცირებას იწყებს, რაც საზოგადოებრივ დამოკიდებულებასა და სახელმწიფო პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, 2007 წელს, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ღიად საუბრობდა იმაზე, რომ გასული 16 წლის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარება სამმაგად გაიზარდა.[16] 2003–2018 წლებში ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა მამაკაცებში 39%-ით, ხოლო ქალებში 36%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობამ 2018 წელს მამაკაცებისთვის თითქმის 68 წლამდე, ხოლო ქალებისთვის 78 წლამდე მოიმატა.[1]
2010 წელს დიმიტრი მედვედევი, იმჟამინდელი რუსეთის პრეზიდენტი, თითქმის ორჯერ ზრდის არაყის მინიმალურ ფასს პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.[20]
2012 წელს რუსეთში შემოიღეს ალკოჰოლური სასმელების ეროვნული აკრძალვა ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, რაც რეგიონული აკრძალვების გაგრძელება იყო.[21]
ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ წამოაყენა წინადადება შეემცირებინა არაყის სახელმწიფო მინიმალური ფასი.[22]
2016 წლის დეკემბერის თვეში ირკუტსკში მეთანოლით მასობრივი მოწამვლისას 78 ადამიანი დაიღუპა.[23] ამ ფაქტზე მედვედევმა განაცხადა, რომ საჭირო იყო მსგავსი არატრადიციული ალკოჰოლური სითხეების — მათ შორის კოსმეტიკური დანიშნულების ლოსიონის — გაყიდვის აკრძალვა და დასძინა: „ეს სირცხვილია, და უნდა დავასრულოთ ეს უმსგავსობა.“
2020 წელს განიხილებოდა კანონპროექტი, რომლის მიზანი იყო ლეგალური სასმელი ალკოჰოლის მიღების ასაკის გაზრდა 18-დან 21 წლამდე.[24]
ალკოჰოლის კონტროლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში ალკოჰოლის მოხმარების ძირითადი პრობლემა ძლიერი ალკოჰოლური სასმელების, განსაკუთრებით არაყის, ჭარბი მოხმარება იყო.[25][26] ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება უარყოფითად აისახებოდა რუსეთის სოციალურ სტრუქტურაზე და იწვევდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებს. ის არაერთხელ დასახელდა, როგორც ეროვნული მასშტაბის კრიზისი.[27] კვლევების მიხედვით, ალკოჰოლი იყო სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების ნახევარი ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით იღუპებოდა.[1]
პრობლემის დასაძლევად, რუსეთმა გაზარდა გადასახადები ალკოჰოლზე, განსაკუთრებით არაყზე, და დანერგა მინიმალური ერთეულის გადასახადი. ასევე მიიღეს კანონები, რომლებიც არეგულირებდა ალკოჰოლის გაყიდვის დროსა და ადგილს.[1] აღნიშნულმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობა.[5] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ერთ მოსახლეზე წლიურად მოდიოდა საშუალოდ 15.76 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი, რაც ევროპაში მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.[28] ეს მაჩვენებელი 2013 წელს შემცირდა 13.5 ლიტრამდე,[5] 2016 წელს — 11.7 ლიტრამდე,[29] ხოლო 2019 წლისთვის — დაახლოებით 10.5 ლიტრამდე.[30] ამავე პერიოდში ღვინო და ლუდი არაყზე მეტად გავრცელებული ალკოჰოლური სასმელები გახდა. აღნიშნული მაჩვენებლები შედარებადია ევროკავშირის საშუალო დონესთან.[5] ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობა რუსეთში მკვეთრად შემცირდა: 2006 წელს 28 386 შემთხვევიდან 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაეცა 6 789 შემთხვევამდე, ხოლო შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2018 წელშიც.[31] მიუხედავად ამისა, ერთჯერადი გადამეტებული მოხმარების დონე კვლავ მაღალი რჩება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით.[1]:9
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა იყო მეურნეობრივი და არალეგალური ალკოჰოლი. ლეგალური მოხმარების კლების პარალელურად, იზრდებოდა არალეგალურად წარმოებული სასმელების გაყიდვები.[32] 2006 წელს რუსეთმა დანერგა ახალი აქციზური მარკა, ე.წ. ЕГАИС, რომელიც ცენტრალიზებული მონაცემთა სისტემის მეშვეობით იძლევა ყველა ბოთლის თვალის დევნების საშუალებას.[33]
რუსეთის მთავრობა სისტემატურად აკონტროლებდა ალკოჰოლთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტელევიზიაში, რადიოში და სხვა საჯარო სივრცეებში აიკრძალა ალკოჰოლის რეკლამა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სახელმწიფო პროგრამები ადამიანებს მოუწოდებდა ზომიერებისკენ და ცხოვრების ჯანსაღი სტილისკენ. ექიმებს სპეციალურად ამზადებდნენ, რათა დახმარება გაეწიათ ალკოჰოლზე დამოკიდებული პაციენტებისთვის.[1]
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალკოჰოლიზმის თანამედროვე მკურნალობა ინდივიდუალური ანალიზით იწყება და, საჭიროებისამებრ, მოიცავს ფარმაკოთერაპიას, მედიკამენტოზურ ჩარევას, ფსიქოთერაპიას, სოციოთერაპიას და სხვა მხარდამჭერ მექანიზმებს.[34]
ანონიმური ალკოჰოლიკები მოქმედებს რუსეთშიც, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მას სკეპტიკურად უყურებს და იშვიათად მიმართავს.[35] ასევე ფართოდ გამოიყენება დისულფირამი, რომელიც ამცირებს ალკოჰოლის მიმართ ფიზიოლოგიურ ლტოლვას.[36]
ალტერნატიული თერაპიების ერთ-ერთ ფორმად რუსეთში გავრცელებულია ე. წ. „კოდირება“ — პროცედურა, რომლის დროსაც თერაპევტი პაციენტს არწმუნებს, რომ მისი ტვინი სპეციალური "კოდით" დაიმუხტა და მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც კი ექსტრემალურად საზიანო ან ლეტალური შედეგით დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული რუსულ კლინიკურ სახელმძღვანელოებში, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო წლებში მისი გამოყენება შემცირდა, რადგან მოსახლეობაში მეტად გავრცელდა ინფორმაცია მისი არაეფექტიანობის შესახებ.[37][38]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (2004). „ქვეყნის პროფილი – რუსეთის ფედერაცია“, WHO Global Status Report on Alcohol.
- ჯარგინი, ს. ვ. (2010). „ალკოჰოლიზმის მიზეზების შესახებ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში“. Alcohol and Alcoholism. 45 (1): 104–105. doi:10.1093/alcalc/agp082. PMID 19951961. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=-ში (დახმარება)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 (2019) Alcohol policy impact case study. The effects of alcohol control measures on mortality and life expectancy in the Russian Federation. კოპენჰაგენი: WHO Regional Office for Europe. ISBN 9789289054379.
- ↑ ზაგრაევი გ. გ., ალკოჰოლიზმი და სმა რუსეთში. კრიზისიდან გამოსვლის გზები // სოციოლოგიური კვლევები, № 8, აგვისტო 2009, გვ. 74–84
- ↑ ალკოჰოლიზმი რუსეთის მომავალზე უარს ნიშნავს // „უტრო“, 5 ოქტომბერი 2009, მასალებზე დაყრდნობით: გაეროს პროექტი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. : რუსეთი დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დაარქივებული 2014-12-01 საიტზე Wayback Machine. — მოსკოვი, ПРООН, 2009, 208 გვ.
- ↑ ხალტურინა დ. ა., კоротაევი ა. ვ. ალკოჰოლის კატასტროფა და სახელმწიფო პოლიტიკის შესაძლებლობები ალკოჰოლით გამოწვეული ჭარბი სიკვდილიანობის დაძლევაში რუსეთში დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine. — მოსკოვი, „ლენანდი“, 2008, 376 გვ. ISBN 978-5-9710-0195-9თარგი:Pn
- 1 2 3 4 Россияне стали меньше пить (17 ოქტომბერი 2013). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2016
- 1 2 3 4 5 6 McKee, Martin (1999). „Alcohol in Russia“. Alcohol and Alcoholism. Oxford Journals. 34 (6): 824–829. doi:10.1093/alcalc/34.6.824. PMID 10659717. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=-ში (დახმარება) - ↑ Primary Chronicle, წელი 6494 (986)
- ↑ Herlihy, Patricia (1997). „Stephen White, Russia goes dry: Alcohol, state and society. Cambridge University Press, 1996. xi, 250 გვ“. The Social History of Alcohol Review (წიგნის მიმოხილვა). 34–35: 31–34. doi:10.1086/SHAREVv34-35n1p31. ISSN 0887-2783. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - 1 2 3 4 Suddath, Claire (5 იანვარი 2010). „A Brief History of Russians and Vodka“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2010. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ Christian, David (1987). „Vodka and Corruption in Russia on the Eve of Emancipation“. Slavic Review. 46 (3/4): 471–488. doi:10.2307/2498098. JSTOR 2498098. S2CID 163858376. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=-ში (დახმარება) - 1 2 3 Fedun, Stan. (25 სექტემბერი 2013) How Alcohol Conquered Russia.
- 1 2 Khwaja, Barbara (26 May 2017). „Health Reform in Revolutionary Russia“. Socialist Health Association. ციტირების თარიღი: 26 May 2017.
- ↑ Jargin, Sergei (27 July 2006). „Learning from the Russians“. British Medical Journal. ციტირების თარიღი: 29 May 2017.
- 1 2 Dorman, Nancy D.; Towle, Leland H. (1991). „Initiatives to curb alcohol abuse and alcoholism in the former Soviet Union“. Alcohol Health & Research World. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=-ში (დახმარება) - ↑ John Moody; James O. Jackson; Nancy Traver (October 21, 1985). „Soviet Union Fighting the Battle of the Bottle“. Time magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 10, 2008. ციტირების თარიღი: May 12, 2010.
- 1 2 Tony Halpin (April 13, 2007). „Health alert as Russia's alcohol consumption triples“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 6, 2008.
- 1 2 Interpersonal Violence and Alcohol in the Russian Federation. Violence and Injury Prevention Programme - WHO Regional Office for Europe (2006). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2016
- 1 2 Zaridze, David (2009). „Alcohol and cause-specific mortality in Russia: a retrospective case—control study of 48 557 adult deaths“. The Lancet. 373 (9682): 2201–2214. doi:10.1016/S0140-6736(09)61034-5. PMC 2715218. PMID 19560602. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=-ში (დახმარება) - ↑ „Alcohol blamed for half of '90s Russian deaths“. Associated Press. June 25, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2016. ციტირების თარიღი: May 10, 2010.
- ↑ Transchel, Kate (January 18, 2010). „Opinion: Why a $3 bottle of vodka won't cut it“. Global Post. ციტირების თარიღი: May 10, 2010.
- ↑ Khaltourina, D.; Korotayev, A. (2015). „Effects of Specific Alcohol Control Policy Measures on Alcohol-Related Mortality in Russia from 1998 to 2013“. Alcohol and Alcoholism. Oxford, Oxfordshire. 50 (5): 588–601. doi:10.1093/alcalc/agv042. PMID 25964243.
- ↑ Petroff, Alanna. (December 31, 2014) Russia slashing vodka prices as economy reels. CNN. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Nechepurenko, Ivan (19 December 2016). „In Russia, Dozens Dies After Drinking Alcohol Substitute“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
- ↑ Hancock, Edith. (14 May 2020) Russia's health minister wants to raise legal drinking age to 21 en-US. The Drinks Business. ციტირების თარიღი: 2020-11-27
- ↑ Korotayev, Andrey; Khalturina, Darya (2008) „Russian Demographic Crisis in Cross-National Perspective“, Russia and Globalization: Identity, Security, and Society in an Era of Change. Baltimore: Johns Hopkins University Press. DOI:10.13140/2.1.1452.9600.
- ↑ Khaltourina, D. A.; Korotayev, A. V. (2008). „Potential for alcohol policy to decrease the mortality crisis in Russia“. Evaluation & the Health Professions. 31 (3): 272–281. doi:10.1177/0163278708320160. PMID 18662923. S2CID 21990994. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=-ში (დახმარება) - ↑ „Each of 7 million Russian alcoholics drinks 27 liters of alcohol a year“. პრავდა. 9 ნოემბერი 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Global stat (2011). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2016
- ↑ Россияне и алкоголь. Journal.tinkoff.ru (21 ოქტომბერი 2019). ციტირების თარიღი: 2022-04-13
- ↑ Alcohol, total per capita (15+) consumption (in litres of pure alcohol) (SDG Indicator 3.5.2) (20 სექტემბერი 2021). ციტირების თარიღი: November 30, 2022
- ↑ დაარქივებული ასლი ru. რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-26. ციტირების თარიღი: 2018-11-27
- ↑ Анализ алкогольного рынка в 2013 году - рост и падение. RosInvest (19 მარტი 2014). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2016
- ↑ „Russia may soon be booze free“. Fin24. 2006-07-27. ციტირების თარიღი: 4 September 2017.
- ↑ (2010) Treatment systems overview. Strasbourg: Council of Europe Publishing, გვ. 127–128. ISBN 978-92-871-6930-3.
- ↑ Neyfakh, Leon (3 ნოემბერი 2013). „Why Russia's drinkers resist AA“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ The killer cure for alcoholism in Russia. marketplace.org (3 მარტი 2011). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2022
- ↑ Mosher, Clayton (2007). Drugs and Drug Policy. Thousand Oaks: Sage, გვ. 269. ISBN 978-0-7619-3007-5.
- ↑ Finn, Peter (2 ოქტომბერი 2005). „Russia's 1-Step Program: Scaring Alcoholics Dry“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება)