ალკორკონი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალკორკონი
სრული სახელი Agrupación Deportiva Alcorcón SAD
მეტსახელი მექოთნეები (ესპ. Los Alfareros)
დაარსდა 1971; 53 წლის წინ (1971)
სტადიონი სანტო-დომინგო
ალკორკონი, ესპანეთი
(ტევადობა: 6,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა იგნასიო ლეხიდო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხულიო ველასკესი
კაპიტანი ესპანეთის დროშა ოსკარ პლანო
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2018/19 მე-13 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ალკორკონი“ (ესპ. Agrupación Deportiva Alcorcón) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1971 წელს, მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ალკორკონში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სანტო-დომინგოზე, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1971 წელს, დიონისიო მუნიოს ხერესის მიერ. „ალკონკონმ“ პირველი 30 წელი გაატარა დონით მე-4 ჩემპიონატსა და რეგიონალურ ლიგებში. 2000-01 წლების სეზონში პირველად აღზევდა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში, რომელიც დონით მე-3 ჩემპიონატია. მომავალ სეზონებში ჩემპიონატში დაიკავა ცხრილის შუა ადგილები.

2008-09 წლების სეზონში დაიკავა მე-3 ადგილი და ითამაშა აღსაზევებელ პლეი-ოფში, ისტორიაში პირველად. „სანტ ანდრეუს“ და „ალკოიანოს“ დამარცხების შემდეგ, „ალკორკონი“ „რეალ უნიონთან“ დამარცხდა, ჯამში 3-1 ანგარიშით.

ესპანეთის თასი 2009-10[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 27 ოქტომბერს, „ალკორკონმა“ აღნიშნა ყველაზე სახელგანთქმული გამარჯვება კლუბის ისტორიაში, საშნაო არენაზე, ესპანეთის თასის 1/32 ფინალში დაამარცხა მადრიდის „რეალი“.[1] ეს იყო პირველი მატჩი კლუბის ისტორიაში, რომელიც გაიმართა პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე კლუბის წინააღდეგ, „რეალის“ ღირსებას იცავდა ეროვნული ნაკრების არაერთი მოთამაშე, იერჟი დუდეკი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი, კრისტოფ მეცელდერი, როისტონ დრენტე, მამადუ დიარა, გუტი, ესტებან გრანერო, რაული, რაფაელ ვან დერ ვარტი და ქარიმ ბენზემა. შეცვლაზე შემოვიდნენ რუდ ვან ნისტელროი, ფერნანდო გაგო და მარსელო.[2]

10 ნოემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ განმეორებით მატჩში „რეალმა“ 1-0 გაიმარჯვა, 2 მატჩის ჯამში კი გამარჯვებული „ალკორკონი“ გამოვიდა (4-1) და გავიდა 1/16 ეტაპზე,[3] სადაც სანტადერის „რასინგთან“ დამარცხდა, 2 მატჩის ჯამში ანგარიშით 2-3.

2010–[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალ სეზონში კლუბმა საბოლოოდ შეძლო სეგუნდა დივიზიონში აღზევება. აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „პონტევედრა“ (2 მატჩის ჯამში 3-0) და „ონტინიენტი“ (2 მატჩის ჯამში 4-3). სეგუნდა დივიზიონში აღზევების შემდგ „ალკორკონი“ 2-ჯერ მონაწილეობდა პრიმერა დივიზიონში აღსაზევებელ პლეი-ოფში, 2012 წლის პლეი-ოფის ფინალში დამარცხდა „რეალ ვალიადოლიდთან“, ხოლო 2013 წლის პლეი-ოფის ნახევარფინალში „ჟირონასთან“.

2017 წელს, ისტორიაში პირველად „ალკორკონმა“ შეძლო ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გასვლა, „ესპანიოლთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ დამარცხდა „ალავესთან“, 2 მატჩის ჯამში 2-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lowe, Sid (27 ოქტომბერი, 2009). „Real Madrid thrashed by lowly Alcorcón in Copa del Rey“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. El ridículo del Madrid en Alcorcón, 1 por 1 (Real Madrid's travesty in Alcorcón, 1 by 1) (ესპანური)
  3. Real Madrid 1–0 Alcorcon: Segunda B minnows hold on for historic aggregate win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-01. ციტირების თარიღი: 2017-05-13.