ალკობენდასი
ქალაქი და მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ალკობენდასი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ავტონომიური გაერთიანება | მადრიდის ავტონომიური გაერთიანება | ||||
კომარკა | არეა-მეტროპოლიტანის კომარკა | ||||
კოორდინატები | 40°32′00″ ჩ. გ. 3°38′00″ დ. გ. / 40.53333° ჩ. გ. 3.63333° დ. გ. | ||||
მმართველი | Rafael Sánchez Acera | ||||
ფართობი | 44.98 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 700±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 121 373 (2024)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 916 | ||||
საფოსტო ინდექსი | 28100, 28108 და 28109 | ||||
საავტომობილო კოდი | M | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.alcobendas.org | ||||
ალკობენდასი (ესპ. Alcobendas) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, შედის მადრიდის ავტონომიური გაერთიანების არეა-მეტროპოლიტანის კომარკის შემადგენლობაში. ფართობი — 44,98 კმ². მოსახლეობა — 117040 კაცი (2019 წ.).
ის ქმნის ურბანულ გაგრძელერბას მეზობელ სან-სებასტიან-დე-ლოს-რეიესის მუნიციპალიტეტთან. მდიდრული საცხოვრებელი უბანი ლა-მორალეხა მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მთავარი ურბანული ბირთვისგან გამოყოფილია A-1 ავტომაგისტრალით. მუნიციპალიტეტში მდებარეობს ვალდელატასის ბუნების ნაკრძალი და მსუბუქი სამრეწველო ზონა. აქ ასევე არის კალათბურთის მუზეუმი, რომელიც მოწყობილია პედრო ფერანდისის ფონდის მიერ, სადაც მდებარეობს FIBA-ს დიდების დარბაზი.
ერთ დროს მუშათა კლასის რაიონი, ალკობენდასი გადაიქცა მადრიდის მეტროპოლიტანის ერთ-ერთ ეკონომიკურად ყველაზე მდიდარ მუნიციპალიტეტად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ტერიტორიაზე დასახლება პირველად დაფიქსირდა 1208 წელს სეგოვიასა და მადრიდის მიწებს შორის საზღვრის დადგენის დოკუმენტში.[2] 1369 წელს კასტილიის სამეფომ სოფელი საჩუქრად გადასცა მენდოსების გვარს, შემდგომში კი ის არიას დავილას ოჯახის კონტროლის ქვეშ გადავიდა.[3] მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა 1960 წლის შემდეგ.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2024 — 2024.
- ↑ Alcobendas tras la tormenta (30 April 2020).
- ↑ 3.0 3.1 Cruz Plaza, Ángel; García Lledó, Fátima; Martín-Serrano García, Pilar (1991). „Alcobendas“, Arquitectura y Desarrollo Urbano. Comunidad de Madrid, გვ. 18; 24. ISBN 84-451-0297-4.