ალკიმედე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალკიმედე (ბერძნ. Άλκιμέδη) — იასონის დედა. ერთი მითის მიხედვით, როდესაც იასონის მამა კვდებოდა, მოიხმო ძმა პელიასი. სახელმწიფო და შვილის მეურვეობა ჩააბარა იმ პირობით, რომ შემდეგ სამეფოს იასონს დაუბრუნებდა. მაგრამ პელიასს არ უნდოდა ტახტის დაკარგვა და ჩვილი იასონის მოკვლა განიზრახა. როდესაც ალკიმედემ მაზლის ბოროტი ზრახვები გაიგო განრიდების მიზნით, იასონი აღსაზრდელად მისცა კენტავრ ქირონს.