ალი სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი სმითი
ინგლ. Ali Smith

ალი სმითი ედინბურგის საერთაშორისო წიგნების ფესტივალზე
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1962 (1962-08-24) (61 წლის)
დაბადების ადგილი ინვერნესი, შოტლანდია
საქმიანობა
  • მწერალი
  • დრამატურგი
  • აკადემიკოსი
  • ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი აბერდინის უნივერსიტეტი, ნიუნჰემის კოლეჯი და ინვერნესის საშუალო სკოლა
პერიოდი 1986-დღემდე
ჟანრი რომანი[1] და მოთხრობა
ჯილდოები კოსტას პრემია, გოლდსმითსის პრემია, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, Hawthornden Prize, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[2] , Orwell Prize for Political Fiction[3] და Saltire Awards
მეუღლე Sarah Wood

ალი სმითი (დ. 24 აგვისტო, 1962) — შოტლანდიელი ავტორი, დრამატურგი, აკადემიკოსი და ჟურნალისტი. 2016 წელს სებასტიან ბერიმ მას „შოტლანდიის მომავალი ნობელიანტი“ უწოდა.[4]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმითი შოტლანდიის ქალაქ ინვერნესში მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა.[5] 1967-1974 წლებში იგი წმინდა იოსების დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ხოლო 1980 წელს ინვერნესის საშუალო სკოლა დაამთავრა.[6][7]

1980-1985 წლებში სმითი აბერდინის უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა, სადაც 1984 წელს უნივერსიტეტის მემორიალური პრემია პოეზიაში მიიღო.[6]

1985 წელს სმითმა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ნიუნჰემის კოლეჯში, ჩააბარა, სადაც ამერიკულ და ირლანდიულ მოდერნიზმს სწავლობდა. ამ პერიოდში მან პიესების წერა დაიწყო, რის გამოც დოქტორანტურაზე სწავლის დასრულება ვერ მოახერხა.[6][8]

1990 წელს სმითი კემბრიჯიდან ედუნბურგში გადავიდა და სტრატკლაიდის უნივერსიტეტში შოტლანდიური, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სწავლება დაიწყო.[7] 1992 წელს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამო უნივერსიტეტში მუშაობა შეწყვიტა და გამოსაჯანმრთელებლად კემბრიჯში დაბრუნდა.[6][8]

ახალგაზრდა სმითი სხვადასხვა ნახევარგანაკვეთიან სამსახურებში მუშაობდა, მათ შორის იყო მიმტანი, მწმენდავი, ტურისტული გიდი და სარეკლამო კომპანიის ქოფირაითერი.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კემბრიჯში დოქტურანტურაზე სწავლის პერიოდში სმითმა რამდენიმე პიესა დაწერა, რომლებიც ედინბურგის ფესტივალზე და კემბრიჯის უნივერსიტეტის დრამის კლუბში დაიდგა. შოტლანდიიდან კემბრიჯში დაბრუნების შემდეგ სმითი სამწერლობო საქმიანობაზე იყო ფოკუსირებული, მოკლე მოთხრობებს წერდა და გაზეთში The Scotsman მხატვრული ლიტერატურის რეცენზენტი იყო.[6] 1995 წელს მწერალმა პირველი წიგნი, „თავისუფალი სიყვარული და სხვა მოთხრობები“ გამოაქვეყნა, რომელიც 12 მოთხრობისაგან შედგება. კრებულმა შოტლანდიის ხელოვნების საბჭოს ჯილდო დაიმსახურა.[9]

სმითის 2005 წლის რომანმა, „შემთხვევითი“, უაითბრედის ჯილდო მოიპოვა. წიგნი ასევე ბუკერისა და ორანჯის პრემიების ფინალისტი იყო.

წარმატებული იყო მწერლის მომდევნო რომანიც, „გოგო ხვდება ბიჭს“, რომელიც 2008 წელს ჟურნალის Diva მკითხველთა რჩეული წიგნი გახდა,[10] ასევე წლის საუკეთესო რომანად დასახელდა შოტლანდიის ხელოვნების საბჭოს მიერ.[11]

მწერლის რომანებს შორის გამორჩეულია „სეზონების ტეტრალოგია“, რომლის პირველი ნაწილი, „შემოდგომა“, 2017 წელს ბუკერის პრემიის ფინალისტი გახდა,[12][13] ხოლო The New York Times-ის მიერ წლის 10 საუკეთესო რომანს შორის დასახელდა.[14] 2017 წელს გამოიცა „ზამთარი“, ხოლო 2019 წელს „გაზაფხული“. ტეტრალოგიის ბოლო რომანი, „ზაფხული“, 2020 წელს გამოქვეყნდა.

სმითი წერს სტატიებს შემდეგი ჟურნალებისთვის: The Guardian, New Statesman, Times Literary Supplement და The Scotsman.[15]

ჯილდოები და საპატიო წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს სმითი ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი გახდა.[16]

2015 წელს მწერალს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის წოდება მიენიჭა.

სმითი აღმოსავლეთ ანგლიისა და ნიუქასლის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის ხარისხებს ფლობს.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #130581313 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. https://www.bmkoes.gv.at/Kunst-und-Kultur/Neuigkeiten/Ali-Smith-erhaelt-den-Oesterreichischen-Staatspreis-fuer-Europaeische-Literatur-2022.html
  3. https://web.archive.org/web/20230304104430/https://www.orwellfoundation.com/the-orwell-foundation/news-events/news-events/news/the-orwell-prize-winners-of-political-writing-and-political-fiction-2021-announced/
  4. „Best books of 2016 – part two“. The Observer. ციტატა: „She is, of course, Scotland's Nobel laureate-in-waiting“
  5. Begley, Interviewed by Adam. Ali Smith, the Art of Fiction No. 236 (2017).
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 (2013) Ali Smith: Contemporary Critical Perspectives. London: Bloomsbury. ISBN 978-1-4411-5990-8. 
  7. 7.0 7.1 Smith, Ali 1962–.
  8. 8.0 8.1 Ali Smith - Honorary Award Holders, Anglia Ruskin University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-20. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  9. Ali Smith. guardian.co.uk. Guardian News and Media Limited (2008).
  10. Girl Meets Boy wins Diva Book Of The Year. The Myths (2014-04-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-03. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  11. Sundial Scottish Arts Council Book of the Year. Scottish Arts Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-05. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  12. Man Booker Prize announces 2017 shortlist.
  13. Man Booker prize 2017: shortlist makes room for debuts alongside big names.
  14. „The 10 Best Books of 2017“. New York Times. 30 November 2017.
  15. The First Person and Other Stories by Ali Smith. The Short Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  16. Royal Society of Literature All Fellows. Royal Society of Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-05. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  17. Honorary degrees celebrate excellence (2019).