შინაარსზე გადასვლა

ალი აბასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი აბასოვი

ალი მამად ოღლუ აბასოვი (აზერ. Əli Abbasov Məmməd oğlu; დ. 1 იანვარი, 1953, ნახიჩევანი) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი 2004-2015 წლებში.[1][2]

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი მამად ოღლუ აბასოვი დაიბადა 1953 წლის 1 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ნახიჩევანში. 1976 წელს დაამთავრა მოსკოვის მექანიკური ინჟინერიის ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის განყოფილება და სწავლა განაგრძო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიაში. 1981 წელს მან მიკროელექტრონიკის სფეროში თავისი თეზისი ჩამოაყალიბა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1994 წელს მან ამ თეზისს ინფორმაციის პროცესირებისა და სისტემების მენეჯმენტი უწოდა დატექნიკური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. 1996 წლიდან ის არის სრული პროფესორი, ხოლო 2001 წლიდან აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სრული წევრი.

დაქორწინებულია და ჰყავს ორი ბავშვი.

სამეცნიერო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982-1992 წლებში ალი აბასოვი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელების განვითარებისთვის სამეცნიერო კვლევებს ატარებდა.[3] 1992 წელს იგი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციების სამეცნიერო ცენტრის (ამჟამინდელი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი) დირექტორად დაინიშნა.[4] აბასოვი ამ პოზიციაზე 2000 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა „რესპუბლიკის ავტომატური მენეჯმენტის სისტემების“ პროექტსა და ეროვნულ დონეზე კომპიუტერული და ინფორმაციული სისტემების სპეციალურ დიზაინირებას. ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანში ინტერნეტის ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესს.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001-2004 წლებში პროფესორი აბასოვი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მინისტრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო. არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრული მოხსენების ავტორი თემაზე „სამხრეთ კავკასიის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“.

2004 წელს აბასოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრად დაინიშნა. მან დიდი წვილი შეიტანა აზერბაიჯანის ინფორმაციულ საზოგადოებად გარდაქმნის პროცესში, ციფრული ეკონომიკის შექმნაში, ახალი ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების განხროციელებასა და ქვეყანაში ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში ადამიანური რესურსებისა და ფართო ქსელის განვითარებაში. პროფესორი აბასოვი ხელმძღვანელობდა ეროვნულ და რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა: „ტრანს-ევრაზიული სუპერ ინფორმაციული მაგისტრალი“ (TASIM), „რეგიონული ინოვაციის ზონა“, „აზერბაიჯანული სივრცე“ - პირველი ეროვნული სატელიტი ოპერატორი და ა.შ. არის აზერბაიჯანის მეციერებათა ეროვნული აკადემიის, ინფორმაციზაციის საერთაშორისო აკადემიისა და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო აკადემიის სრული წევრი,ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დაქვემდებარებაში მყოფი ციფრული მდგრადი განვითარების კომისიის წევრი.[5]

2017 წლის 27 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანების საფუძველზე ქვეყანაში ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი ალი აბასოვი დიდების ორდენით (Şöhrət ordeni) დაჯილდოვდა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]