ალისტრო ვადაჭკორია
იერსახე
ალისტრო ავთანდილის ძე ვადაჭკორია (დ. 8 თებერვალი, 1886, სოფ. ჭანჭათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1963) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, პუბლიცისტი.
1900 წლიდან მუშაობდა მესტამბე-ასოთამწყობად, მ. შ. თბილისში მ. შარაძის სტამბაში. მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატთა რევოლუციურ მოძრაობაში, 1904 წლიდან აქვეყნებდა წერილებს მუშათა ცხოვრებაზე. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო მბეჭდავთა კავშირის აქტიური წევრი, თანამშრომლობდა ქართველი მენშევიკების გაზეთ „ერთობაში“. 1922 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალური იყო. 1925-1928 წლებში იყო ყოფილ მენშევიკთა ჟურნალ „ახალი გზის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, გამოცემის ხელმძღვანელი და აქტიური თანამშრომელი. 1931 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იმედაშვილი ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ, თბ., 2021. — გვ.112.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალისტრო ვადაჭკორია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალისტრო ვადაჭკორია — ფსევდონიმების ლექსიკონი.