ალისონ მილერი
ალისონ მილერი | |
---|---|
ალისონ მილერი | |
მშობლიური სახელი | Alisson Miller |
დაბადების თარიღი |
2 სექტემბერი, 1985 რომი, იტალია |
მოქალაქეობა | იტალია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2004-დან დღემდე |
ალისონ მილერი (ინგლ. Allison Miller; დ. 2 სექტემბერი, 1985) — ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია მიშელ ბენჟამინის როლით NBC-ის სერიალში სახელად – „Kings“, Skye Tate-ს როლით Fox-ის სერიალში – „Terra Nova“ და კერის როლით NBC-ს სერიალში – „Go On“. იგი ასევე თამაშობდა როგორც ლორა ლარსონი, Syfy-ს სატელევიზიო სერიალში – „Incorporated“. ის ამჟამად თამაშობს ABC-ს – „A Million Little Things“-ში.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილერი დაიბადა რომში, იტალიაში, [1] ამერიკელი მშობლების – მარგოსა და ჯონ ვინ მილერების ოჯახში. [2] მისი მამა გაზეთ – „The Olympian“-ის ყოფილი გამომცემელია ოლიმპიაში, ვაშინგტონი. [3]
ბავშვობაში მილერი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ძირითადად იზრდებოდა ლექსინგტონში, კენტუკიში, სანამ საშუალო სკოლას დაიწყებდა სახელმწიფო კოლეჯში, პენსილვანიაში და დაამთავრებდა მაკლეის სკოლაში ტალაჰასში, ფლორიდა.
მილერი როდოსის კოლეჯში სწავლის დაწყებამდე, პირველ კურსზე, ესწრებოდა ლექციებს ბოსტონის უნივერსიტეტში.[4]შემდეგ იგი გადავიდა ფლორიდის უნივერსიტეტში, გეინსვილში. [4] ის არის კაპა დელტას სოლო ჯგუფის წევრი და იქნა წარმოდგენილი კაპა დელტას საინფორმაციო ბიულეტენში, „The Angelos“.
2006 წელს მილერმა დაამთავრა კოლეჯი და გადავიდა ჰოლივუდში, სამსახიობო კარიერის სრულ განაკვეთზე გასაგრძელებლად. მან გაიარა ტრენინგები ვოკალის, ჯაზისა და თანამედროვე ცეკვების შესასწავლად. ის მეცო-სოპრანოა და უკრავს ფორტეპიანოსა და გიტარაზე. ფლობს ესპანურ და ფრანგულ ენებს.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილერმა კარიერა დაიწყო ახალგაზრდა მსახიობების თეატრის წევრად ტალაჰასში, ფლორიდა. ის ნორას როლში გამოჩნდა სპექტაკლში სახელად – „Brighton Beach Memoirs“.
მილერი ტელევიზიაში პირველად გამოჩნდა 2004 წელს. ის იყო რვა მსახიობიდან ერთადერთი, რომელიც აირჩიეს ფინალისტად, ლორის როლისთვის VH-1-ის რეალითი შოუში, „ახალი პარტრიჯის ოჯახის ძიებაში“. სხვა სატელევიზიო როლები მოიცავდა როლს „Lucy's Piano“-ში (2006) და ეპიზოდებს „General Hospital“, „CSI: NY“, „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ და „Boston Legal“.
მილერი რეგულარულად ჩანდა NBC-ს სატელევიზიო დრამატულ სერიალში – „Kings“, რომელიც გადაღებულია ბიბლიური პერსონაჟის, დავითის ისტორიაზე. მან განასახიერა პრინცესა, მიშელ ბენჟამინი, მიშელის (საულის ქალიშვილი და დავითის პირველი ცოლი) ანალოგი. სერიალი მხოლოდ ერთ სეზონს გაგრძელდა.
მილერი გამოჩნდა 2009 წლის ორ ფილმში: „Blood: The Last Vampire“-სა და „17 Again“-ში.
2011 წელს მილერმა ითამაშა Skye Tate-ის როლში სერიალის „Terra Nova“-ს ერთ სეზონში. 2012 წელს იგი გამოჩნდა NBC-ს კომედიაში სახელად: „Go On“, რომელიც ერთი სეზონის შემდეგ გაუქმდა.
2014 წელს მილერმა ითამაშა საშინელებათა ფილმში – „Devil's Due“.
მილერმა შეასრულა მთავარი როლი დრამატულ ფილმში „There's Always Woodstock“, რომელიც გამოვიდა 2014 წლის 19 მარტს, გასპარილას საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მილერს ასევე ჰქონდა განმეორებითი როლი, როგორც ჯულია ჰაუსერი ABC-ის სერიალში „Selfie“, რომელიც გაუქმდა მეექვსე ეპიზოდის შემდეგ.
მილერმა ითამაშა Syfy-ს სატელევიზიო სერიალში – „Incorporated“.
მან შეასრულა ადვოკატის, სონია სტრულის როლი, რომელიც იცავს საშუალო სკოლის თავისუფლებას, Netflix-ის სერიალის, „13 Reasons Why“-ს, მეორე სეზონში. მეორე სეზონი გამოვიდა 2018 წლის 18 მაისს.
მისი ბოლო როლი იყო ABC-ს დრამაში, „მილიონი პატარა რამ“, კერძოდ, მესამე სეზონში. მილერი თამაშობდა მეგი ბლუმს. დრამატული სერიალი მეხუთე სეზონით განახლდა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილერი დაქორწინდა კომიკოსსა და მსახიობზე – ადამ ნი-ზე 2012 წელს. 2019 წლის იანვარში წყვილმა გამოაცხადა, რომ ისინი განქორწინებას აპირებდნენ. მილერი ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელიწადი | სათაური | როლი |
---|---|---|
2006 | ლუსის პიანინო | ლუსი |
2006 | გენერალური საავადმყოფო | თინეიჯერი თრეისი |
2006 | ცივი საქმე | ვიოლეტ პოლი |
2006 | სასოწარკვეთილი დიასახლისები | ტანია |
2007 | წაღება | ფეხსაცმლის გამყიდველი გოგო |
2009 | სისხლი: უკანასკნელი ვამპირი | ალის მაკი |
2009 | მეფეები | მიშელ ბენჟამინი |
2011 | ტერა ნოვა | სქაი თეითი |
2012 | საიდუმლო ვარჯიში | დენისი |
2012–2013 | გააგრძელე | ქერი |
2014 | ცუდი მასწავლებელი | ჯანეტი |
2014 | სელფი | ჯულია |
2014 | აქ ყოველთვის ვუდსტოკია | კატერინა ბრაუნი |
2015 | ურთიერთობები | ბრიტნი |
2015 | უცხო ზარები | ქეითი |
2015 | გაქრობა | ჰოლი |
2016–2017 | ჩართული | ლარა |
2017 | სალამანდერი | ნორა |
2018 | 13 მიზეზი რატომ | სონია სტრული |
2018–დღემდე | ფსიქო 2: ლესი სახლში ბრუნდება | მეგი ბლუმი |
2020 | ჩვენს შესახებ | კლაუდია ნიუმენი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allison Miller Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-29. ციტირების თარიღი: 2012-12-30
- ↑ Making It in Hollywood.
- ↑ Well-wishers praise outgoing publisher. ციტირების თარიღი: 2009-03-22
- ↑ 4.0 4.1 BA #070: Allison Miller. the Box Angeles podcast.