შინაარსზე გადასვლა

ალისა რუბენიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისა რუბენიანი
ტორონის ქალბატონი
დაიბადა 1182
გარდაიცვალა 1234
საგვარეულო რუბენიანები
მეუღლე(ები) ჰეთუმი, სასუნის მთავარი
რაიმონ IV, ტრიპოლის გრაფი
ვაჰრამი, კორიკოსის მთავარი
შვილ(ებ)ი რაიმონ რუპენ ტრიპოლელი
მამა რუბენ III, სომხეთის მეფე
დედა ზაბელ ტორონელი

ალისა რუბენიანი (სომხ. Ալիծ Ռուբինյան), აგრეთვე ცნობილია, როგორც ალიქს სომეხი (ფრანგ. Alix d'Arménie; დ. 1182 ― გ. 1234) ― სომხეთის პრინცესა რუბენიანების დინასტიიდან. მეფე რუბენ III-ის უფროსი ქალიშვილი. ტრიპოლის გრაფ რაიმონ IV-ის მეუღლე და პრინც რაიმონ რუპენის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისა დაიბადა 1182 წელს. იგი იყო კილიკიის სომხეთის მმართველ რუბენ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ზაბელ ტორონელის უფროსი ასული. მომდევნო წელს დაიბადა მისი ერთადერთი და, პრინცესა ფილიპაც. 1187 წელს, როდესაც ალისა ხუთი წლის იყო, მამამისი გარიდაცვალა. ვინაიდან რუბენს ძე არ დარჩა, ტახტი მისმა ძმამ, ლევონ II-მ დაიკავა, რომელმაც ძმისწულები მემკვიდრეთა სიიდან ამოიღო.

დედამისი ზაბელი 1192-დან 1229 წლამდე გარდაიცვალა, ხოლო ალისა, როგორც მისი უფროსი ასული, ტორონის ქალბატონი გახდა. ამ დროისათვის ტორონის მხარე მამლუქების ხელში იყო, თუმცა ტიტულარული წოდება ნარჩუნდებოდა. 1193 წელს მეფე ლევონმა ალისა სასუნის მთავარ ჰეთუმზე დანიშნა, ხოლო ფილიპა მის ძმაზე.

1193 წელსვე ორივე და ჰეთუმიანთა ქვრივებად იხსენიება, რაც ცხადყოფს, რომ ქორწინებები ნიშნობიდან მალევე მოხდა და სულ მალევე ორივე ძმა გარდაიცვალა. ივარაუდება, რომ ისინი მეფე ლევონმა დაახოცინა[1]. ამ დროს ალისა 11 წლის იყო, ფილიპა კი 10-ის, რის გამოც მათი ქორწინებები არ ყოფილა კონსუმირებული, ამიტომაც მეორე ქორწინება პრობლემას არ წარმოადგენდა[2].

კილიკიის სომეხთა სამეფო (ცისფრად) და ანტიოქია-ტრიპოლი (მწვანედ)

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორედ ალისა ტრიპოლის გრაფ რაიმონ IV-ზე დანიშნეს, რათა სომხეთის სამეფო ოჯახსა და ანტიოქიის მმართველ რაიმონის ოჯახს შორის მშვიდობა დამყარებულიყო. ქორწინებისათვის ნებართვა მათ იერუსალიმის დედოფალ იზაბელა I-ის ქმრის, შამპანის გრაფ ანრი II-ისგან უნდა აეღოთ. მას შემდეგ, რაც ანტიოქიის მთავარი ბოემონდ III, ანუ რაიმონ IV-ის მამა მეფე ლევონმა ტყვეობიდან გაათავისუფლა, გრაფისაგან ქორწინების თანხმობაც მიიღეს. ალისა და რაიმონი 1195 წელს დაქორწინდნენ. ალისას ეს ქორწინებაც ერთობ ხანმოკლე აღმჩნდა, რამეთუ რაიმონი 1199 წელს გარდაიცვალა. ამ დროს ალისა ორსულად იყო[3], დაქვრივებიდან რამდენიმე წელში კი მან თავისი ერთადერთი ძე, პრინცი რაიმონ რუპენი გააჩინა[4].

შვილის გაჩენის შემდეგ, მისმა მამამთილმა ალისა უკან, სომხეთში დააბრუნა. თუმცა, ბოემონდ III-მ რაიმონ რუპენი თავისთან დაიტოვა და მემკვიდრედ გამოაცხადა. 1201 წელს იგი გარდაიცვალა, თუმცა თავისი სიტყვა უკან წაიღო და ანტიოქიის მთავარი მისი უმცროსი ძე, ბოემონდ IV გახდა.1216 წელს ბოემონდი მეფე ლევონის ჩარევით დაამხეს და ანტიოქიის ტახტზე ალისას ძე დასვეს. თუმცა, ეს მხოლოდ 1219 წლამდე გაგრძელდა, სანამ ბოემონდმა ტახტი არ დაიბრუნა.

მესამე ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1219 წლის 9 მაისს ლევონ II გარდაიცვალა და ტახტზე მისი ასული, დედოფალი ზაბელი ავიდა. ზაბელი ჯერ ადამ ბაღრასელის, მისი მკვლელობის შემდეგ კი კონსტანდინ ბაბერონელის რეგენტობით მართავდა. მალევე ზაბელის დედამ, სიბილა დე ლუზინიანმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა ტახტზე, თუმცა კონსტანდინმა იგი გადაასახლა. ლევონის უფროსმა ასულმა, პრინცესა სიბილამაც გამოთქვა პრეტენზია ტახტზე თავის უფროს შვილთან ერთად, თუმცა ისინიც მალევე გარდაიცვალნენ. 1219 წელსვე სომხეთის ტახტზე პრეტენზია გამოთქვა ალისამაც, რომელსაც თავისი ვაჟის გამეფება სურდა. თავისი პრეტენზიის გასამყარებლად იგი 1220 წელს კორიკოსის მთავარ ვაჰრამს მისთხოვდა.

1222 წელს მოხდა მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც კონსტანდინმა მოკლა ვაჰრამი, ტყვედ ჩავარდნილი რაიმონ რუპერი ციხეში გარდაიცვალა. ასევე ციხეში აღმოჩნდა ალისაც, თუმცა მოგვიანებით იგიც გადაასახლეს[5]. ალისას ძეს ერთადერთი ქალიშვილი დარჩა, პრინცესა მარია ანტიოქიელ-სომეხი, რომელიც შემდეგში ტორონის ქალბატონიც გახდა და აგრძელებდა ბებიის პრეტენზიას სომხეთის ტახტზე.

გათავისუფლების შემდეგ ალისამ პრეტენზიით მიმართა იერუსალიმის მონარქს და დახმარება სთხოვა. მართალია ალისა დედის მემკვიდრეობით ფლობდა ვრცელ მამულებსა და პროვინციებს იერუსალიმის სამეფოში, თუმცა იერუსალიმი 1187 წლიდან მუსლიმთა ხელში იყო, ამიტომაც მას არ შეეძლო იქ წასვლა. 1219 წლიდან თავად ტორონიც მამლუქთა ხელში იყო. ალ-მუაზამის გარდაცვალებიდან მალევე, 1229 წელს დადებული იაფას ხელშეკრულებით ტორონი აღდგა, რაც საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის ჩარევის შედეგი იყო. 1220 წლიდან ტორონი გაყიდული იყო ტევტონთა ორდენის რაინდებზე, რაც ალისამ იმპერატორ ფრიდრიხთან გააპროტესტა. მისმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და იმპერატორმა მას ქონება დაუბრუნა.

ალისა გარდაიცვალა დაახლოებით 1234 წელს. იგი მოესწრო სამივე ქმრის, დის, მშობლების, ვაჟისა და ბიძის გარდაცვალებას. მის შემდეგ ტორონი მის შვილიშვილ მარიას გადაეცა.

ოჯახური ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლევონ II, სომხეთის მეფე
 
 
 
რუბენ III, სომხეთის მეფე
 
 
 
ბოემონდ III, ანტიოქიის მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჟან დე ბრიენი
 
სტეფანია რუბენიანი
 
ზაბელი, სომხეთის დედოფალი
 
ალისა რუბენიანი
 
რაიმონ IV ტრიპოლელი
 
ბოემონდ IV
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რაიმონ რუპენი
 
 
 
 
 
 
 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sempad the Constable, Le Royaume Armenien de Cilicie.
  2. ARMENIA, Medieval Lands
  3. Sempad, 643 (1 Feb 1194/31 Jan 1195), p. 632.
  4. Sempad, 643 (1 Feb 1194/31 Jan 1195), p. 632.
  5. Armenia, Medieval Lands