ალისა ლიუ
| ალისა ლიუ | |
| ლიუ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ - ქალთა ერთეულთა შორის ოქროს მედალი | |
| პერსონალური მონაცემები | |
|---|---|
| წარმოადგენს | |
| დაბადების თარიღი | |
| დაბადების ადგილი | |
| სიმაღლე |
161 სმ |
| მწვრთნელი |
ფილიპ დიგუგლიელმო, |
| საცხოვრებელი ადგილი | |
ალისა ლიუ (დ. 8 აგვისტო, 2005) — ამერიკელი ფიგურული მოციგურავე. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი როგორც ქალთა ერთეულებში, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 2025–26 წლების გრან-პრის ფინალის ჩემპიონი, გრან-პრის ორგზის მედალოსანი, „ჩელენჯერის“ სერიის ოთხგზის ჩემპიონი და აშშ-ის ორგზის ეროვნული ჩემპიონი.
უმცროსთა დონეზე, ლიუ იყო 2020 წლის მსოფლიო უმცროსთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი, 2019–20 წლების უმცროსთა გრან-პრის ფინალის ვერცხლის მედალოსანი, უმცროსთა გრან-პრის ორგზის ჩემპიონი და 2018 წლის აშშ-ის უმცროსთა ეროვნული ჩემპიონი. 2019 წელს, 13 წლის ლიუ, გახდა აშშ-ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქალთა შორის. მომდევნო წელს, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე, რომელმაც მოიპოვა ორი უფროსთა ეროვნული ტიტული; პირველი ქალი, რომელმაც ზედიზედ მოიგო აშშ-ის ტიტულები ეშლი ვაგნერის (2012 და 2013 წწ.) შემდეგ და პირველი ქალი, რომელმაც უმცროსთა და უფროსთა ტიტულები მიყოლებით მოიგო მირაი ნაგასუს (2008 წ.) შემდეგ.
სპორტიდან წასვლის პერიოდის შემდეგ, ლიუმ მოიპოვა მსოფლიო ტიტული 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ეს შეძლო კიმი მაისნერის (2006 წ.) შემდეგ. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მოიპოვა ინდივიდუალური მედალი საშა კოენისა (2006 წ.) და პირველი ამერიკელი ოქროს მედალოსნის სარა ჰიუზის (2002 წ.) შემდეგ.
როგორც დახვეწილი მხტომელი, ლიუ იყო პირველი ქალი, რომელმაც ერთ პროგრამაში შეასრულა ოთხმაგი ნახტომი და სამმაგი აქსელი, და პირველი, ვინც მოკლე პროგრამაში შეასრულა სამმაგი აქსელისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია. ასევე იყო პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც შეასრულა ოთხმაგი ნახტომი და პირველი ამერიკელი უმცროსი ქალი, რომელმაც საერთაშორისო შეჯიბრებაზე შეასრულა სამმაგი აქსელი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალისა ლიუ დაიბადა 2005 წლის 8 აგვისტოს, კალიფორნიის შტატის ქალაქ კლოვისში და გაიზარდა სან-ფრანცისკოს ყურის რაიონში, ძირითადად ოკლენდში. ლიუმ სრიალი 5 წლის ასაკში დაიწყო, 7 წლის ასაკში კი უკვე ეროვნულ დონეზე ასპარეზობდა. მამა, არტურ ლიუ, ჩინელი დისიდენტია, რომელიც 1989 წელს „ოპერაცია ყვითელი ჩიტის“ მეშვეობით აშშ-ში გადასახლდა ტიანანმენის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დარბევის გამო; ასევე გუანჯოუში, ჩინეთში, მაგისტრანტი იყო. 25 წლის ასაკში არტური ოკლენდში ჩავიდა და თავდაპირველად ბერკლიში მდებარე ჩინურ რესტორანში მიმტანის დამხმარედ მუშაობდა.[1]მას შემდეგ, რაც ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ბეის კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის დოქტორის ხარისხი სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში მოიპოვა, ადვოკატი გახდა [2]
ლიუ ხუთი შვილიდან უფროსია, ჰყავს და-ძმა სელინა და ტყუპები ჯოშუა, ჯასტინი და ჯულია.[3]დედა, იან ცინქსინი „მერი“, არტურთან განქორწინების შემდეგაც მათი კანონიერი მეურვე იყო.
ლიუმ სამი წელი იარა ჩინურ სკოლაში, სანამ ოკლენდის ხელოვნების სკოლაში გადავიდოდა, რომელიც იმ პერიოდში ფიგურული სრიალის პროგრამას სთავაზობდა მოსწავლეებს. როდესაც ლიუმ შეჯიბრებების გამო ბევრი გაკვეთილი გააცდინა, სწავლა California Connections Academy-ში განაგრძო. ლიუმ საშუალო სკოლა 2021 წლის ივნისში, 15 წლის ასაკში დაამთავრა.[4] 2023 წლის შემოდგომაზე სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი) დაიწყო, სადაც ამჟამად ფსიქოლოგიას სწავლობს.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუმ სრიალი ხუთი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამისმა, მიშელ კვანის გულშემატკივარმა, ყინულის ცენტრში, ოკლენდში, კალიფორნიაში მიიყვანა. ლიუმ ჯგუფური გაკვეთილები დაიწყო მწვრთნელთან, ლორა ლიპეტსკისთან, ყოფილ მოციგურავესთან, რომელიც ფრენკ კეროლთან ვარჯიშობდა და მალევე ინდივიდუალურ სესიებზე გადავიდა. ლიპეტსკიმ ლიუს წვრთნა 5 წლიდან დაიწყო. 2015 წელს, უმცროსთა კატეგორიაში, ლიუმ ცენტრალური წყნარი ოკეანის რეგიონულ შეჯიბრზე მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2016 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე, 10 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მოციგურავე, რომელმაც შუალედური ოქროს მედალი მოიპოვა და ერთ ქულაზე ნაკლები სხვაობით გაიმარჯვა. მოკლე პროგრამის შემდეგ ლიუ პირველ ადგილზე იყო; თავისუფალ პროგრამაში შედიოდა ორი სამმაგი სალხოვი, რომელთაგან პირველი შესრულდა ორმაგ ტულუპთან ერთად, რამაც პროგრამისთვის მაქსიმალური 7.00 ქულა მოუტანა.
დამწყებთა კატეგორიაში მონაწილეობისას, ლიუმ 2017 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამის შემდეგ 1.22-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა. მოკლე პროგრამაში შედიოდა ნახტომი „სპლიტი“ სამმაგი ლუტცი ტულუპის კომბინაციაში და სამმაგი ფლიპი. ლიუმ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ხანგრძლივი თავისუფალი პროგრამის შემდეგ, რომელშიც ორი სამმაგი-სამმაგი კომბინაცია შეასრულა, თუმცა პროგრამის კომპონენტებში არასაკმარისი ქულები მიიღო მცირე უპირატესობის შესანარჩუნებლად.
უმცროსთა კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017–18 წლების სეზონი: უმცროსთა დებიუტი და ქვეყნის ჩემპიონობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუმ სეზონი ვერცხლის მედლით გახსნა 2017 წლის „Asian Open Trophy“-ზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა იაპონელ მანა კავაბეს შემდეგ. ლიუ ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე იყო, რომელიც 2018 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე, სან-ხოსეში (კალიფორნია), უმცროსთა დივიზიონში ასპარეზობდა. ლიუმ მოკლე პროგრამაში სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა და თითქმის შვიდქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მოკლე პროგრამა მოიცავდა მე-4 დონის სამ ბრუნს, სამმაგ ფლიპს, სამმაგი ტულუპის კომბინაციასა და სამმაგ ლუტცს, რამაც 63.83 ქულა მოუტანა. ხანგრძლივ პროგრამაში 120.33 ქულა მოიპოვა მას შემდეგ, რაც შეასრულა ორი ორმაგი აქსელი და შვიდი სამმაგი ნახტომი. ლიუმ ყველა ნახტომში დამატებითი ქულა მიიღო, გარდა სამმაგი ფლიპის, ერთმაგი რიტბერგერისა და სამმაგი სალხოვის კომბინაციისა. ჯამში 184.16 ქულა დააგროვა, რაც უმცროსთა დონეზე ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ასაკის გამო ლიუს 2018 წლის მსოფლიო უმცროსთა ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა. ამის ნაცვლად, ლიუ 2018 წლის „International Challenge Cup“-ზე გაგზავნეს, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა ნოვისთა (novice) კატეგორიაში, იაპონელ ჰანა იოშიდას შემდეგ.
2018-19 წლების სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის აგვისტოში ლიუ ნოვისის (novice) კატეგორიაში ასპარეზობდა „Asian Open Trophy“-ზე ბანგკოკში, ტაილანდში. ლიუმ ოქროს მედალი მოიპოვა და ვერცხლის მედალოსანს, იაპონელ სარა ჰონდას, ათზე მეტი ქულით გაუსწრო. თავისუფალ სრიალში ლიუმ შეასრულა სამმაგი აქსელი და გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე, რომელმაც შეჯიბრებაზე სუფთად შეასრულა სამმაგი აქსელი, ხოლო მეოთხე ამერიკელი ქალი მოციგურავე ტონია ჰარდინგის, კიმი მეისნერისა და მირაი ნაგასუს შემდეგ, ვინც ეს შეძლო.
2019–20 წლების სეზონი: მსოფლიო უმცროსთა ჩემპიონატის ბრინჯაო და უმცროსთა გრან-პრის ფინალის ვერცხლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიუს პირველი შეჯიბრი 2019–2020 წლების სეზონში შედგა „Aurora Games“-ზე, საერთაშორისო ქალთა ტურნირზე, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გაიმართა. ლიუმ უმაღლესი ქულები მოიპოვა და აშშ-ის გუნდს საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი მოუტანა. ლიუ გახდა პირველი ამერიკელი მოციგურავე ქალი, რომელმაც შეჯიბრზე წარმატებით შეასრულა ოთხმაგი ლუტცი, თუმცა არა ციგურაობის საერთაშორისო კავშირის მიერ აღიარებულ ღონისძიებაზე. ლიუს საერთაშორისო დებიუტი შედგა უმცროსთა გრან-პრიზე ლეიკ-პლასიდში 2019 წლის აგვისტოში. მოკლე პროგრამაში, რომელიც ბარბრა სტრეიზანდის „Don't Rain on My Parade“-ის თანხლებით შეასრულა, 69.30 ქულა დააგროვა და საკუთარი რეკორდი თითქმის 20 ქულით გააუმჯობესა. ლიუმ სუფთად შეასრულა ყველა ნახტომი, მათ შორის სამი სამმაგი, სამი მე-4 დონის ბრუნი და დადებითი შეფასებები (GOE) მიიღო შვიდივე ელემენტისთვის.
ხანგრძლივი პროგრამის განმავლობაში, ლიუ გახდა პირველი ამერიკელი მოციგურავე ქალი, რომელმაც შეჯიბრზე ოთხმაგი ლუტცი შეასრულა. ასევე გახდა პირველი მოციგურავე ქალი, რომელმაც ერთ პროგრამაში ოთხმაგი ნახტომი და სამმაგი აქსელი წარმატებით შეასრულა. ლიუმ თავისუფალი პროგრამა შეასრულა პიანისტ ჯენიფერ თომასის „New World Symphony“-ის ვერსიაზე, რომლის ქორეოგრაფიაც ლორი ნიკოლმა შექმნა. ლიუმ გამოსვლა სამმაგი აქსელისა და ორმაგი ტულუპის კომბინაციით დაიწყო, რასაც მოჰყვა ოთხმაგი ლუტცი, რისთვისაც 13.80 ქულა მოიპოვა. მეორე სამმაგ აქსელზე ლიუ დაეცა, თუმცა შემდგომი ექვსი სამმაგი ნახტომი წარმატებით შეასრულა. ასევე მიიღო მე-4 დონის ქულები სამივე ბრუნისთვის და უმაღლესი ქულები ნაბიჯების თანმიმდევრობისთვის, რამაც პროგრამის კომპონენტებში 59.66 ქულა მოუტანა. შეჯიბრი 21.52 ქულიანი უპირატესობით მოიგო ვერცხლის პრიზიორის, სამხრეთ კორეელ პარკ იონ-ჯონგის შემდეგ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 20 უმცროსთა გრან-პრის განმავლობაში, როდესაც არარუსმა მოციგურავემ გაიმარჯვა და პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როდესაც უმცროსთა გრან-პრიზე, პოლინა ედმუნდსის შემდეგ ამერიკელმა მოიპოვა ოქრო.
ლიუს მეორე ეტაპი უმცროსთა გრან-პრიზე პოლონეთში გაიმართა. მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო, თუმცა შეძლო და შეჯიბრი მაინც მოიგო. პროგრამის დასაწყისში შეასრულა სამმაგი აქსელისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია, რაც პირველი შემთხვევა იყო უმცროსთა გრან-პრის ისტორიაში. ლიუმ დაგეგმილი სამმაგი რიტბერგერის ნაცვლად ორმაგი შეასრულა, რის გამოც თავისუფალ პროგრამამდე ლიდერს ოთხ ქულაზე ოდნავ მეტით ჩამორჩა. თავისუფალ პროგრამაში ლიუმ „თითქმის დააფიქსირა“ პირველი ნახტომი, სამმაგი აქსელი, თუმცა შემდეგ გამოსვლა გააუმჯობესა და შეასრულა კომბინაცია ორმაგი ტულუპით. ამას მოჰყვა ოთხმაგი ლუტცი, სამმაგი აქსელი, სამმაგი რიტბერგერი და „ორი შესანიშნავი კომბინაცია — სამმაგი ლუტცი-სამმაგი ტულუპი და სამმაგი ლუტცი-ეილერი-სამმაგი სალხოვი“. პროგრამა სამმაგი ფლიპითა და სამი მე-4 დონის ბრუნით დაასრულა. თავისუფალ პროგრამაში სეზონის საუკეთესო შედეგი, 138.99 ქულა, ხოლო ჯამში 203.10 ქულა დააგროვა. ლიუ 30 ქულით, მეორე ადგილით კვალიფიცირდა უმცროსთა გრან-პრის ფინალში და გახდა პირველი ამერიკელი მოციგურავე ქალი 2013 წლის შემდეგ, ვინც ეს შეძლო კარენ ჩენისა და პოლინა ედმუნდსის შემდეგ

ლიუმ 2019–20 წლების უმცროსთა გრან-პრის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ადგილი რუს კამილა ვალიევასა და რუს დარია უსაჩოვას შორის დაიკავა. მოკლე პროგრამაში პირველ და მეოთხე ადგილზე გასულ მოციგურავეებს შორის სხვაობა ორ ქულაზე ოდნავ მეტი იყო. ლიუმ მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა სამმაგი აქსელისა და სამმაგი ტულუპის კომბინაციით, 71.09 ქულით, რითაც ერთქულიანზე ოდნავ მეტ უპირატესობას ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ პროგრამაში ლიუს ნახტომები ყველაზე რთული იყო და ექვსი სამმაგი ნახტომი წარმატებით შეასრულა, ორივე ოთხმაგი ლუტცი და ერთი სამმაგი აქსელი არასრულბრუნად შეფასდა; გარდა ამისა, ლიუ სამმაგი აქსელის შესრულებისას დაეცა, რის გამოც თავისუფალ პროგრამაშიც და საერთო ჩათვლაშიც მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობ, მხოლოდ ერთი ოთხმაგი უნდა შემესრულებინა, მაგრამ ძალიან მინდოდა მეცადა, უბრალოდ გართობის მიზნით“.
ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ლიუს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო უფროსთა დონის შეჯიბრებებში, თუმცა სტარ ენდრიუსთან და ლინდსი თორნგრენთან ერთად 2020 წლის მსოფლიო უმცროსთა ჩემპიონატის გუნდში მოხვდა. პირველ მსოფლიო უმცროსთა ჩემპიონატზე ლიუ უმცროსთა მსოფლიო რეიტინგში მესამე ნომრად წარსდგა; საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა ვალიევასა და უსაჩოვას შემდეგ. მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო; ESPN-ის თანახმად, ლიუმ „ბოლო ორ ეროვნულ ჩემპიონატზე ისე კარგად ვერ იასპარეზა“ და დაკარგა ქულები უარყოფითი შეფასების გამო, თუმცა წარმატებით შეასრულა სამმაგი აქსელისა და სამმაგი ტულუპის კომბინირებული ნახტომი და 67.52 ქულა დააგროვა. თავისუფალ პროგრამაში ლიუმ მეორე ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულა (137.31) მიიღო, თავისუფალ პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავა და ჯამურად 204.83 ქულა დააგროვა. ლიუმ საწყისი სამმაგი აქსელი არასრულბრუნით შეასრულა და ოთხმაგ ლუტცზე დაეცა, თუმცა წარმატებით შეასრულა კიდევ ერთი სამმაგი აქსელი და ექვსი სამმაგი ნახტომი, ბრუნებსა და ნაბიჯების თანმიმდევრობაში კი მეოთხე დონე დაიმსახურა.
სეზონის დასრულების შემდეგ, ლიუს მამამ მწვრთნელი ლორა ლიპეცკი ფილიპ დიგულიელმოთი და მასიმო სკალით ჩაანაცვლა, რომელთანაც მუშაობა 2019 წელს დაიწყო. ლიუმ ცვლილება 2020 წლის 22 ივნისს გამოაცხადა. ასევე განაცხადა, რომ დარჩებოდა ოკლენდში და კანადელ მწვრთნელებთან, ლორი ნიკოლთან და ლი ბარკელთან, ვიდეოკონფერენციების საშუალებითა და კანადაში, ტორონტოში პერიოდული მგზავრობით იმუშავებდა.
2020–21 წლების სეზონი: გარდამავალი წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეზღუდული ჰქონდა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიის გამო 2020–21 წლების ISU-ს უმცროსთა გრან-პრი გაუქმდა, უფროსთა გრან-პრის კი ასაკობრივი შეზღუდვა ჰქონდა. ლიუს ნახტომების შესრულება უჭირდა ზრდის პერიოდში (2020 წლისთვის ლიუს სიმაღლე 140 სმ-დან 152 სმ-მდე გაიზარდა, მოგვიანებით კი კიდევ 8 სმ მოიმატა) და შიდა ISP Points Challenge-ზე მეოთხე ადგილი დაიკავა მერაია ბელის, ბრედი ტენელისა და ამბერ გლენის შემდეგ.[5][6] ოქტომბერში ლიუ მიწვეული იყო 2020 წლის Las Vegas Invitational-ზე, აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შიდა შეჯიბრზე. ვარჯიშზე სამმაგი აქსელის შესრულებისას დაცემის გამო მიღებული თეძოს მარჯვენა სახსრის ტრავმის გამო ლიუმ სრული ძალებით ასპარეზობა ვერ შეძლო და ინდივიდუალურად მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა ტარას გუნდის შემდეგ.[7] 2020 წლის დეკემბერში ლიუმ გამოაცხადა, რომ სამწვრთნელო გუნდს აშშ-ის მამაკაცთა ყოფილი ოთხგზის ჩემპიონი ჯერემი ებოტი შეუერთდა.[8]
იანვარში ლიუმ ლას-ვეგასში გამართულ აშშ-ის 2021 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა.[9]თავისუფალ პროგრამაში ერთი ნახტომი ორმაგად შეასრულა, ორზე კი არასრულბრუნი დაუფიქსირდა, რის გამოც ამ სეგმენტში მეოთხე ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაშიც მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა და „კალის მედალი“ (pewter medal) მოიპოვა. მოგვიანებით ლიუმ თქვა, რომ 2020 წლის დეკემბრიდან უკვე განაახლა თავისი ერთ-ერთ ყველაზე რთული, „ულტრა-C“ ელემენტის, სამმაგი აქსელის ვარჯიში 2020 წლის დეკემბრიდან და შეეცდებოდა სხვა რთული ელემენტების ვარჯიშის აღდგენასაც მომდევნო სეზონისთვის.[10]
უფროსთა კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018–19 წლების სეზონი: დებიუტი დიდებში და პირველი ეროვნული ტიტული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ლიუ ძალიან ახალგაზრდა იყო საერთაშორისო დონეზე უმცროსთა ან უფროსთა შეჯიბრებებში საასპარზოდ, მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო 2019 წლის აშშ-ის ჩემპიონატში უფროსებს შორის, დეტროიტში, მიჩიგანში. 2019 წლის 25 იანვარს გააუმჯობესა ტარა ლიპინსკის ძველი რეკორდი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე, რომელმაც აშშ-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქალთა შორის მას შემდეგ, რაც მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის მოქმედ ჩემპიონ ბრედი ტენელის შემდეგ რეკორდული ქულით, ხოლო თავისუფალ პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდა. ლიუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე ქალი, რომელმაც აშშ-ის ეროვნულ ჩემპიონატზე სამმაგი აქსელი შეასრულა, ასევე იყო პირველი მოციგურავე ქალი, რომელმაც აშშ-ის შეჯიბრზე სამი სამმაგი აქსელი შეასრულა. მოკლე პროგრამაში 73.89 ქულა დააგროვა და 2.71 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ ტენელის შედეგს. თავისუფალ პროგრამაში ტენელმა და მერაია ბელმა, რომლებმაც მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავეს, შეცდომები დაუშვეს, რაც ლიუსთვის მომგებიანი გახდა. ხანგრძლივი პროგრამის კომპონენტების ქულა „ტენელისა და ბელის ქულასთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო“, თუმცა ტექნიკურმა ქულებმა სხვაობა აანაზღაურა და საერთო ქულამ 217.51 შეადგინა. თავისუფალ პროგრამაში ლიუმ ზედიზედ ორი სამმაგი აქსელი შეასრულა, მათგან პირველი კომბინაციაში, ხოლო ექვსი სამმაგი ნახტომიდან და მხოლოდ ფლიპი დაქვეითდა შეფასებისას.
ლიუს სეზონი იანვარში, აშშ-ის ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ დასრულდა. ლიუს მიეცა დრო, რათა რომში იტალიელ მოციგურავე კაროლინა კოსტნერთან ერთად ემუშავა სრიალის უნარებზე და ქორეოგრაფიაზე; შეთანხმება მწვრთნელმა, ლორა ლიპეცკიმ უზრუნველყო. 2019 წლის ბოლოს ლიუმ ასევე დაიწყო მუშაობა სრიალზე და ქორეოგრაფიაზე იტალიელ ქორეოგრაფთან და ოლიმპიურ მონაწილესთან მასიმო სკალისთან, ყინულზე ცეკვებში, რომელიც ამჟამად ოკლენდში მოღვაწეობს.[11]
2019–20 წლების სეზონი: მეორე ეროვნული ტიტული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუ 2020 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე ტიტულის დაცვის ფავორიტის სტატუსით წარსდგა. მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა მას შემდეგ, რაც სამმაგი აქსელის მცდელობისას წონასწორობა დაკარგა, თუმცა წარმატებით შეასრულა სამმაგი ფლიპი და სამმაგი ლუტცი-სამმაგი ტულუპის კომბინაცია, ასევე მე-4 დონის ბრუნები და ნაბიჯების თანმიმდევრობა. ლიუმ 75.40 ქულა დააგროვა, რაც 3.50 ქულით ნაკლები იყო ბრედი ტენელის შედეგზე; ასევე 16 ქულაზე მეტი უპირატესობა ჰქონდა როგორც ტენელთან, ისე ბელთან შედარებით. ლიუ ბოლო ნომრად გამოვიდა, ლეონარდ კოენის სიმღერის, „Hallelujah“-ს (k.d. lang-ის ვერსია) ფონზე, მერაია ბელის შემდეგ. თავისუფალი პროგრამა რვა ქულაზე მეტი უპირატესობით მოიგო, დააგროვა კარიერის საუკეთესო 160.12 ქულა, ჯამში 235.52 ქულა. საბოლოო ქულა 10-ით მეტი იყო მეორე ადგილზე გასულ ბელთან შედარებით და თითქმის 15-ით მეტი მესამე ადგილზე გასულ ტენელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლო გამხდარიყო პირველი ქალი აშშ-ის ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელიც წარმატებით შეასრულებდა ოთხმაგ ლუტცს (ნახტომი არასრულბრუნად შეფასდა და უარყოფითი ქულები მიიღო), ლიუს „სამმაგი აქსელები მყარი იყო, ხოლო ბოლო ორი ბრუნი — უმაღლესი ხარისხის“. პროგრამის პირველ 65 წამში ორი სამმაგი აქსელი შეასრულა, შემდეგ კიდევ ექვსი სამმაგი ნახტომი განახორციელა. 14 წლის ასაკში გამარჯვებით გახდა ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი აშშ-ის ქალთა შორის და პირველი ქალი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგო აშშ-ის ჩემპიონატი მას შემდეგ, რაც ეს ეშლი ვაგნერმა 2012-2013 წლებში შეძლო და მას შემდეგ, რაც მიშელ კვანმა ზედიზედ 8 ტიტული მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე ბელი და ტენელი ლიუს პოდიუმზე ასვლაში დაეხმარნენ, რითაც წინა წლის ჟესტი გაიმეორეს.
2021–22 წლების სეზონი: პეკინის ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო და კარიერის დასრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუმ მონაწილეობა მიიღო პეგი ფლემინგის მეოთხე ყოველწლიურ ტურნირზე, უფროსთა დონის შეჯიბრზე, სადაც სრიალის ელემენტები მხატვრულად ფასდება.[12]ლიუმ 118.61 ქულით მეორე ადგილი დაიკავა კარენ ჩენის შემდეგ.[13]ივნისის განმავლობაში იტალიაში, ეგნაში, იტალიელ მწვრთნელთან და ISU-ს ტექნიკურ სპეციალისტთან, ლორენცო მაგრისთან ვარჯიშობდა ნახტომის ტექნიკის გასაუმჯობესებლად. ლიუმ აღნიშნა ბანაკში ელიტური იტალიელი მოციგურავეების მატეო რიცოს, დანიელ გრასლისა და გაბრიელე ფრანჯიპანის ყოფნის მნიშვნელობა, განსხვავებით ოკლენდის სავარჯიშო ცენტრისაგან, სადაც არ იყვნენ მოციგურავეები, რომლებიც უფრო რთულ ელემენტებს ასრულებდნენ.[14]მოგვიანებით მაგრი სამწვრთნელო გუნდის მუდმივი წევრი გახდა.[15]

ლიუს საერთაშორისო დებიუტი უფროსთა დონეზე 2021 წლის აგვისტოში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორვუდში, ბოსტონის ფიგურული სრიალის კლუბში გამართულ უფროსთა B შეჯიბრზე, Cranberry Cup-ზე შედგა.[16]შეჯიბრი მოიგო მას შემდეგ, რაც პირველი ადგილი დაიკავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში. თავისუფალ პროგრამაში სამმაგი აქსელი სცადა, თუმცა დაეცა. ლიუმ ტურნირი ჯამური 205.74 ქულით მოიგო.[17]ISU-ს ჩელენჯერის სერიაში დებიუტისას, 2021 წლის CS Lombardia Trophy 32 ქულაზე მეტი უპირატესობით მოიგო, წარმატებით შეასრულა სამმაგი აქსელი და ახალი რეკორდები დაამყარა.[18]2021 წლის 30 აგვისტოს აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ლიუ შერჩეული იყო 2021 წლის Nebelhorn Trophy-ზე საასპარეზოდ, რომლის მიზანიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ამერიკელი ქალებისთვის მესამე ადგილის მოპოვება იყო. აშშ-ის ნაკრების წევრმა, კარენ ჩენმა, მესამე ადგილი არაოფიციალურად მოიპოვა სტოკჰოლმში გამართულ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლიუ კი მოპოვებული ადგილის დასაფიქსირებლად გაგზავნეს. ლიუმ შეჯიბრის ორივე სეგმენტში პირველი ადგილი დაიკავა, მოიპოვა ოქროს მედალი და ექვსი ხელმისაწვდომი ოლიმპიური ადგილიდან პირველი მოიპოვა.[19][20]2021–22 წლების ISU-ს ჩელენჯერის სერიაში კი საერთო გამარჯვებული გახდა ქალთა შორის.
ლიუს დებიუტი დიდების გრან-პრიზე 2021 წლის „Skate Canada International“-ზე შედგა, სადაც მოკლე პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში საწყისი სამმაგი აქსელის მცდელობისას დაეცა, ასევე არასრულად შეასრულა კიდევ სამი ნახტომი; შედეგად, ამ სეგმენტში მეშვიდე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლლა.[21]მეორე ეტაპზე, 2021 წლის „NHK Trophy“-ზე, მეოთხე ადგილი დაიკავა.[22]„NHK Trophy“-ზე გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ლიუს მამამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეთხოვა მწვრთნელები ფილიპ დიგულიელმო და მასიმო სკალი, რათა ლიუ კოლორადო-სპრინგზში გადასულიყო და მუშაობა კრისტი კრალთან, დრიუ მიკინსთან და ვიქტორ პფაიფერთან დაეწყო.[23]ნეშვილში გამართულ 2022 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე ლიუმ მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავა 71.42 ქულით, მიუხედავად სამმაგი აქსელის მცდელობის დროს დაცემისას. COVID-19-ზე დადებითი ტესტის შემდეგ, იძულებული გახდა, ღონისძიებაზე მონაწილეობა დაეტოვებინა. ამის მიუხედავად, წარმატებით გაიარა სააპელაციო პროცესი 2022 წლის აშშ-ის ზამთრის ოლიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად, მერაია ბელთან და კარენ ჩენთან ერთად. ლიუ ამერიკის ოლიმპიური გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ათლეტი იყო.[24][25]
ლიუ ჩინეთის „ნატურალიზაციის პროექტის“ ფარგლებში, რომელიც 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის უცხოეთში მოღვაწე ათლეტების მოზიდვას ისახავდა მიზნად, ქალთა შორის ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად მიიჩნეოდა,[26]თუმცა მამამ უარი თქვა შეთავაზებაზე და მიზეზად ჩინეთის მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის ძირითადი უფლებების დარღვევა დაასახელა. 2022 წლის მარტში ლიუს მამამ განაცხადა, რომ 2021 წლის ნოემბერში გახდნენ ჯაშუშების სამიზნე, რომლებიც სავარაუდოდ ჩინეთის მთავრობის დავალებით მოქმედებდნენ. ოპერაციის მიზანი აშშ-ში მცხოვრები ჩინელი პოლიტიკური დისიდენტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვება იყო. ერთ-ერთი ჯაშუში თავს ასაღებდა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პირად და პასპორტების ასლებს ითხოვდა. ლიუს მამამ ასევე მიიღო გარანტიები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ლიუს დასაცავად უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებდნენ.[27][28]

2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა შორის შეჯიბრში, ლიუმ მოკლე პროგრამაში მერვე ადგილი დაიკავა მას შემდეგ, რაც ფლიპის შესრულებისას ჯარიმა მიიღო, ხოლო ნახტომების კომბინაციის მეორე ნაწილში მცირე არასრული ბრუნი შეასრულა. ამ სეგმენტში სამმაგი აქსელი არ უცდია. მიუხედავად ამ შეცდომებისა, თქვა, რომ ბედნიერი იყო: „ჩემმა მთელმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, რადგან აქ ვასპარეზობ. მთელი ჩემი ცხოვრებისა და სპორტული კარიერის მიზანი ოლიმპიადაზე გამოსვლა იყო“.[29] თავისუფალ პროგრამაში ლიუმ მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ სამმაგი აქსელის მცდელობისას ნახტომი ბოლომდე ვერ შეასრულა.[30]მოგვიანებით ლიუ საჩვენებელ წარმოდგენაზე მიიწვიეს, თუმცა საჩვენებელი პროგრამა მომზადებული არ ჰქონდა, რადგან ამას არ ელოდა. K-pop გოგონათა ჯგუფ Itzy-ს სიმღერაზე „Loco“ პროგრამა, ადგილზე ამერიკელმა მოცეკვავემ, ჟან-ლუკ ბეიკერმა დადგა, ხოლო კაბა ესპანელმა მოცეკვავემ, ოლივია სმარტმა ათხოვა.[31]
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ღია შეჯიბრში, ლიუ პოდიუმის პრეტენდენტად მიიჩნეოდა.[32]მოკლე პროგრამაში სუფთა სრიალით მეხუთე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში სამმაგი აქსელი სცადა და არასრული ბრუნით შეასრულა. ლიუმ ასევე არასრული ბრუნი შეასრულა ნახტომების კომბინაციის მეორე ნაწილში, თუმცა ექვსი სუფთა სამმაგი ნახტომი შეასრულა, მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[33][34][35]ლიუ გახდა პირველი ამერიკელი ქალი ეშლი ვაგნერის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი აიღო.[36]
2022 წლის 9 აპრილს ლიუმ Instagram-ზე გამოაცხადა, რომ ფიგურულ სრიალს თავს ანებებდა. აღნიშნა, რომ კმაყოფილი იყო კარიერით, მიაღწია დასახულ მიზნებს და „ცხოვრებას აგრძელებდა“.[37]მოგვიანებით საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უფრო დეტალურად საუბრისას, თქვა: „მე იმდენად ვიყავი სრიალით გატაცებული, რომ სხვა არაფერი მიკეთებია. სრიალს თითქმის მთელი შენი ცხოვრება მიაქვს.“ ლიუმ ახსენა ისიც, რომ ასეთი ცხოვრებით სიამოვნებას ვეღარ იღებდა.
ლიუს ნაადრევი წასვლა სპორტიდან იმ დროისთვის ნიშნავდა, რომ გახდებოდა პირველი ამერიკელი ქალი მოციგურავე 2002 წლის ოქროს მედლის მფლობელ სარა ჰიუზის შემდეგ, რომელსაც მეორე ოლიმპიადაზე მოხვედრის მცდელობა არ ჰქონია.
2024–25 წლების სეზონი: დაბრუნება და მსოფლიო ჩემპიონობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2024 წლის 1 მარტს ლიუმ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო ტექსტით: „2024–25 წლების სეზონი“ და „დაბრუნება ყინულზე“.[38]აშშ-ის ფიგურულმა სრიალმა ლიუს დაბრუნება პრესრელიზით დაადასტურა.[39]გადაწყვიტა თავის ყოფილ მწვრთნელებს, ფილიპ დიგულიელმოსა და მასიმო სკალის დუბრუნდებოდა. ვინაიდან ლიუ კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) სტუდენტია, სავარჯიშო ბაზა ლეიკვუდში (კალიფორნია), „Lakewood Ice“-ში გადაიტანა. რადგანაც დიგულიელმო და სკალი სან-ფრანცისკოს ყურის არეალში იმყოფებიან, ლიუ მწვრთელებთან ძირითადად დისტანციურად მუშაობს, ასევე დაიწყო მუშაობა მწვრთნელებთან ემი ევიდენტესთან და ივან დინევთან, რომლებიც „Lakewood Ice“-ში მუშაობენ.[40]
2024 წლის ოქტომბერში ლიუმ მონაწილეობა მიიღო 2024 წლის CS Budapest Trophy-ზე, რაც პირველი შეჯიბრი იყო 2022 წლის მარტის შემდეგ. მოკლე პროგრამაში სამმაგი-სამმაგი კომბინაციის მეორე ნახტომი არასრულად, თუმცა დანარჩენი პროგრამა სუფთად შეასრულა, 68.83 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. თავისუფალ პროგრამაში სამი ნახტომი არასრულად შეასრულა, თუმცა ამ სეგმენტში მეორე ადგილი, ხოლო საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. 2024-25 წლების გრან-პრის სერიაზე გამოსვლისას, ლიუმ 2024 წლის Skate Canada International-ის მოკლე პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა, რადგან სამი ნახტომი არასრულ ბრუნად შეფასდა. საერთო ჯამში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამას მოჰყვა მეოთხე ადგილი 2024 წლის NHK Trophy-ზე.[41]

დეკემბრის დასაწყისში ლიუმ ოქროს მედალი მოიპოვა 2024 წლის CS Golden Spin of Zagreb-ზე. მომდევნო თვეს მონაწილეობა მიიღო 2025 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე, სადაც მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა და გააუმჯობესა საუკეთესო პირადი მაჩვენებელი, 76.36 ქულა, რომელიც 2021 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე დააფიქსირა. თავისუფალ პროგრამაში და საერთო ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის მოქმედი ჩემპიონის, ამბერ გლენის შემდეგ.[42][43] 2025 წლის ოთხი კონტინენტის ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, სეულში გაიმართა, ლიუმ როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა და საბოლოო ჯამშიც მეოთხე ადგილზე გავიდა, ბრინჯაოს პრიზიორ სარა ევერჰარდტს 1.48 ქულით ჩამორჩა.[44]
2025 წლის 2 მარტს ლიუმ მონაწილეობა მიიღო ყინულის შოუში „Legacy on Ice“, რომელიც აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მიეძღვნა American Eagle-ის 5342 რეისის კატასტროფისას დაღუპულთა ხსოვნას.[45]მოგვიანებით, იმავე თვეში, ბოსტონში გამართულ 2025 წლის ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიუმ ოქროს მედალი მოიპოვა და როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა. ლიუმ ტიტული წაართვა მსოფლიოს სამგზის მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ კაორი საკამოტოს და გახდა პირველი ამერიკელი ქალი კიმ მეისნერის შემდეგ, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[46]ლიუ შერჩეულ იქნა აშშ-ის გუნდის შემადგენლობაში 2025 წლის მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც ქალთა შეჯიბრში მოკლე და თავისუფალი პროგრამების სეგმენტები მოიგო, ხოლო აშშ-ის ნაკრებმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.[47]
2025–26 წლების სეზონი: მილანი-კორტინას ოლიმპიური თამაშების ორი ოქროს მედალი და გრან-პრის ფინალის ოქრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ლიუმ სექტემბრის დასაწყისში, 2025 წლის CS Lombardia Trophy-ზე გამოსვლით დაიწყო. ტურნირზე მოკლე პროგრამა მოიგო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში მეხუთე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა[48]თავდაპირველად მოკლე პროგრამისთვის „This Is How It Feels“-ის გამოყენება დაგეგმა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა, მას შემდეგ, რაც მუსიკასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ არტისტზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ლიუმ გადაწყვიტა, წინა სეზონის მოკლე პროგრამა დაებრუნებინა. მოგვიანებით, Cup of China-მდე სულ რამდენიმე დღით ადრე, განაცხადა, რომ დროებით კვლავ გამოიყენებდა წინა სეზონის თავისუფალ პროგრამას „MacArthur Park“. Cup of China-ზე ლიუმ პირველი ზრდასრულთა გრან-პრის მედალი მოიპოვა თანაგუნდელ ამბერ გლენის შემდეგ.
მომდევნო თვეს ლიუმ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის Skate America-ზე, სადაც იაპონელი რინკა ვატანაბე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამაში მეორე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამასა და საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ლიუმ იასპარეზა 2025–26 წლების გრან-პრის ფინალში, რაც ტურნირზე ლიუს დებიუტი იყო და ოქროს მედალი მოიპოვა. იანვრის დასაწყისში ლიუმ და ქორეოგრაფმა დაასრულეს სეზონისთვის თავდაპირველად ჩაფიქრებული „ლედი გაგას“ თემატიკის თავისუფალი პროგრამის განახლება და განაცხადეს, რომ ახალი პროგრამის დებიუტი 2026 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე შედგებოდა.[49]აშშ-ის ჩემპიონატზე ლიუმ ვერცხლის მედალი მოიპოვა ამბერ გლენის შემდეგ. შემდგომში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების აშშ-ის ნაკრებში შეიყვანეს[50][51]და განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე კვლავ თავისუფალ პროგრამას, „MacArthur Park“-ს გამოიყენებდა.[52][53]

6 თებერვალს ლიუმ მონაწილეობა მიიღო გუნდურ შეჯიბრში, სადაც მოკლე პროგრამაში კაორი საკამოტოს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ლიუს შედეგმა, თანაგუნდელების მაჩვენებლებთან ერთად, აშშ-ის ნაკრებს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.[54]
17 თებერვალს ლიუმ იასპარეზა ქალთა ერთეულების მოკლე პროგრამაში, სადაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მესამე ადგილი დაიკავა ამი ნაკაისა და კაორი საკამოტოს შემდეგ.[55][56][57]ორი დღის შემდეგ ლიუმ თავისუფალი პროგრამა შეასრულა. გამოსვლით ლიუმ თავისუფალ პროგრამაში გაიმარჯვა, დააფიქსირა საუკეთესო საერთო ქულა და ოქროს მედალი მოიპოვა. გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც 2006 წლის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში მედალი მოიპოვა, საშა კოენის შემდეგ და პირველი, ვინც 2002 წლის შემდეგ ოქროს მედალი მოიპოვა სარა ჰიუზის შემდეგ.[58][59][60]ორი დღის შემდეგ გამართულ ფიგურული სრიალის გალაზე ლიუმ ახალი პროგრამა წარადგინა, სადაც „Stateside“-ის PinkPantheress/ზარა ლარსონის რემიქსზე ისრიალა. ლიუმ მრავალი დამსწრის, მათ შორის კოენისა და ჰიუზის, ქება დაიმსახურა.[61]
მარტის დასაწყისში ლიუმ უარი თქვა 2026 წლის ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე, მიზეზად კი ზედმეტად დატვირთული გრაფიკი და ოლიმპიური ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ მოსამზადებლად არასაკმარისი დრო დაასახელა.[62]მის ნაცვლად საასპარეზოდ მეორე სათადარიგო მოციგურავე, სარა ევერჰარდტი შეირჩა, რადგან აშშ-ის მოქმედმა პრიზიორმა და პირველმა სათადარიგო, ბრედი ტენელმა, ლიუს ჩანაცვლებაზე უარი თქვა.[63][64]
გამოჩენა მედიასა და პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიგურული სრიალის შოუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუ მონაწილეობდა „Sun Valley on Ice“-ის საზაფხულო შოუებში 2019[65]და 2021 წლებში.[66]სპორტიდან წასვლის შესახებ თავდაპირველი განცხადების შემდეგ 2022 წლის გაზაფხულზე, „Stars on Ice“-თან ერთად აშშ-ში ტური მოაწყო. 2025 წლის მაისში ლიუ კვლავ შეუერთდა „Stars on Ice“-ს ამერიკულ ეტაპზე.[67]ასევე დაუბრუნდა „Stars on Ice“-ს 2026 წლის სეზონისთვის და მონაწილეობა მიიღო როგორც აშშ-ის, ისე იაპონიის ტურებში. [68]
სპონსორები, რეკლამები და პარტნიორობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის დეკემბრის დასაწყისში Team Toyota-მ გამოაცხადა, რომ ლიუ მათ მიერ დაფინანსებულ ათლეტთა სიას დაემატა.[69]პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოლოდინში, ლიუმ ხელშეკრულება გააფორმა სათამაშოების მწარმოებელ კომპანია American Girl-თან,[70]ხოლო როდესაც მოდის დიზაინერმა რალფ ლორენმა აშშ-ის ნაკრებისთვის გახსნის ცერემონიის ფორმები წარადგინა, კოლექციის მოდელად ლიუ შეარჩია.[71]მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, ლიუ გახდა Nike-ისა[72]და Samsung Galaxy-ის პარტნიორი,[73]ასევე გამოჩნდა Gillette Venus-ის რეკლამაში.[74]ლიუს IMG-ში იუკი საეგუსა წარმოადგენს.[75]
ოლიმპიური წარმატების შემდეგ, ლიუმ ითანამშრომლა ბურღულეულის ბრენდთან, Lucky Charms-თან, რათა გამოეშვათ შეზღუდული რაოდენობის ყუთები ლიუს გამოსახულებით.[76]მალევე, 30 აპრილს, ლიუმ Nike-თან პარტნიორობით გამოუშვა ჰუდისა და მაისურისგან შემდგარი კოლექცია.[77]
ჟურნალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუ 2019 წლის დეკემბერში ჟურნალ „International Figure Skating Magazine“-ის გარეკანზე მოხვდა. ასევე არაერთ საინფორმაციო და მოდის ჟურნალში გააშუქეს, მათ შორის: Teen Vogue,[78][79]Time, Sports Illustrated[80]და Elle.[81]
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის აშშ-ის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ლიუ გამოჩნდა გადაცემებში Today და The Tonight Show with Jimmy Fallon, ასევე 2019 Kids' Choice Sports-ზე, სადაც შესაძლებლობა მიეცა, ჯილდო გადაეცა სამთო-მოთხილამურე ლინდსი ვონისთვის.[82]2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ლიუ კვლავ მიიწვიეს The Tonight Show with Jimmy Fallon-ში, ასევე წარსდგა გადაცემაში 60 Minutes.[83]2026 წლის 26 მარტს, iHeartRadio-ს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, ლიუმ „წლის არტისტის“ ჯილდო გადასცა მომღერალს ტეილორ სვიფტს.[84]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუმ საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტთა უფლებების მიმართ.[85][86] ასევე მანგასა და ანიმეს დიდი თაყვანისმცემელია.[87]
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუს „ჰალოს“ ვარცხნილობა არაერთხელ გამხდარა პრესის ყურადღების ცენტრში. თავად ლიუს თქმით, ყოველ წელს, როცა სრიალებს, თმაზე თითო რგოლს იკეთებს, რაც „ხის რგოლების“ მსგავს ეფექტს ქმნის. ასევე აქვს ტუჩის პირსინგი „სმაილი“, რომელიც თვითონ გაიკეთა.[88]
ჯანმრთელობა და სოციალური მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წელს დროებით შეზღუდა სოციალური მედიის გამოყენება. ლიუმ საჯაროდ ისაუბრა იმის შესახებ, რომ დაუდგინეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD). ინტერვიუებში აღნიშნა, რომ უჭირს ყურადღების შენარჩუნება ერთ კონკრეტულ თემაზე და თავისი კომუნიკაციის სტილს ახასიათებს, როგორც თემებს შორის სწრაფ გადასვლას.[89]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს ლიუ შეიყვანეს ჟურნალ Time-ის სიაში „100 Next“, რომელიც მომავალი თაობის ამომავალ ლიდერებს წარმოაჩენს. აღიარებითი სტატიის ავტორი მიშელ კვანი იყო. 2020 წლის მაისში ლიუ Gold House A100-ის საპატიო წევრი გახდა. A100-ის სიას Gold House ყოველწლიურად აქვეყნებს და მასში ხვდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 100 ყველაზე გავლენიანი ლიდერი სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა ბიზნესი, ტექნოლოგიები, მოდა და სილამაზე, გართობა, მუსიკა და სპორტი.[90]
2026 წლის მარტში, ოლიმპიური ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ, ლიუს გადაეცა ქალაქ ოკლენდის სიმბოლური გასაღები.[91]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kahler, Kalyn (May 16, 2019). „In Quads We Trust: 13-Year-Old Liu Is the Future of U.S. Ladies' Figure Skating“. Sports Illustrated. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2019. ციტირების თარიღი: February 21, 2026.
- ↑ Hersh, Philip (December 21, 2018). „Skating prodigy Alysa Liu, a senior national competitor at 13, is using the present to avoid future shock“. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 11, 2019. ციტირების თარიღი: December 30, 2018.
- ↑ Alysa Liu - National Team: Figure Skating. ციტირების თარიღი: March 31, 2026.
- ↑ Wilson, Angelica. (October 29, 2021) Alysa Liu Has Already Graduated High School en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 2, 2024. ციტირების თარიღი: March 2, 2024.
- ↑ McCarvel, Nick. (October 5, 2020) Alysa Liu: 5 things you didn't know about the 15-year-old figure skater. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 25, 2021.
- ↑ Led by Chen and Tennell, Team Tara wins Las Vegas Invitational (November 15, 2020).
- ↑ Almond, Elliott. (January 14, 2021) How East Bay figure skater Alysa Liu is transforming a year before the Beijing Olympics. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 28, 2021. ციტირების თარიღი: March 3, 2021.
- ↑ Hersh, Philip. (December 11, 2020) Serendipitous addition of Jeremy Abbott to Alysa Liu's coaching team helping her work through growth spurt. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 27, 2021. ციტირების თარიღი: December 11, 2020.
- ↑ Slater, Paula (January 15, 2021). „Bradie Tennell breaks Ladies' Short Program score at U.S. Nationals“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2021. ციტირების თარიღი: January 22, 2021.
- ↑ Slater, Paula (January 16, 2021). „Bradie Tennell reclaims title at US Nationals“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 28, 2021. ციტირების თარიღი: January 22, 2021.
- ↑ Hersh, Philip (January 20, 2020). „Alysa Liu, reigning national ice queen, has no pomp in her daily circumstances“. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2020. ციტირების თარიღი: June 23, 2020.
- ↑ 2021 Peggy Fleming Trophy. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2021. ციტირების თარიღი: September 1, 2021.
- ↑ 2021 Peggy Fleming Trophy Detailed Results (PDF) en. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 19, 2021. ციტირების თარიღი: September 2, 2021.
- ↑ Hersh, Phil (September 22, 2021). „A "new" Alysa Liu in a good place for a transformative season“. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2021. ციტირების თარიღი: September 28, 2021.
- ↑ Alysa Liu – Figure Skating. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2021. ციტირების თარიღი: September 2, 2021.
- ↑ August 10–15, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2021. ციტირების თარიღი: September 1, 2021.
- ↑ 2021 Cranberry Cup International. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 15, 2021. ციტირების თარიღი: September 2, 2021.
- ↑ Lombardia Trophy 2021. Federazione Italiana Sport del Ghiaccio. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 13, 2021. ციტირების თარიღი: September 15, 2021.
- ↑ United States to Send Liu, Zhou to Nebelhorn Trophy en (August 30, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 30, 2021. ციტირების თარიღი: September 2, 2021.
- ↑ Flade, Tatjana (September 25, 2021). „Liu pockets Nebelhorn gold; seals third spot for U.S. women“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 3, 2021. ციტირების თარიღი: September 26, 2021.
- ↑ Slater, Paula (October 31, 2021). „Russia's Kamila Valieva wins gold at Skate Canada in debut“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 31, 2021. ციტირების თარიღი: November 1, 2021.
- ↑ Slater, Paula (November 13, 2021). „Japan's Sakamoto delivers at 2021 NHK Trophy“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 15, 2021. ციტირების თარიღი: November 15, 2021.
- ↑ Hersh, Phillip (November 22, 2021). „Alysa Liu changes coaches, location a month and a half before Olympic figure skating team selected“. NBCSports. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 22, 2021. ციტირების თარიღი: November 22, 2021.
- ↑ Slater, Paula (January 8, 2022). „Mariah Bell takes first National title“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 9, 2022. ციტირების თარიღი: February 1, 2022.
- ↑ Levinsohn, Dan (January 12, 2022). „Meet the 2022 U.S. Figure Skating Olympic Team“. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 24, 2022. ციტირების თარიღი: February 1, 2022.
- ↑ Larmer, Brook (February 3, 2022). „Cold warrior: why Eileen Gu ditched Team USA to ski for China“. The Economist. ISSN 0013-0613. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 3, 2022. ციტირების თარიღი: May 21, 2022.
- ↑ Ho, Sally (March 17, 2022). „U.S. Olympian Alysa Liu, father targeted in Chinese spy case“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 17, 2022. ციტირების თარიღი: March 18, 2022.
- ↑ Five individuals charged variously with stalking, harassing and spying on U.S. residents on behalf of the PRC secret police (March 16, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 17, 2022. ციტატა: „According to the complaint, Liu and Ziburis have been operating under Sun's direction and control to discredit pro-democracy PRC dissidents residing in the United States – including in New York City, California and Indiana – by spying on them and disseminating negative information about them ... As part of their efforts, the defendants electronically allegedly spied on the pro-democracy activists ... The defendants made similar plans to install surveillance equipment at the residences and on the vehicles of two other dissidents. Liu and Ziburis planned to gain access to one such residence by posing as a member of an international sports committee.“ ციტირების თარიღი: March 18, 2022.
- ↑ Slater, Paula (February 15, 2022). „Kamila Valieva skates to lead in Beijing“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 16, 2022. ციტირების თარიღი: February 16, 2022.
- ↑ Slater, Paula (February 17, 2022). „Shcherbakova takes Olympic gold; Valieva falters“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 3, 2023. ციტირების თარიღი: February 18, 2022.
- ↑ OnHerTurf. (February 20, 2022) Alysa Liu was invited to the gala – an invite-only event to celebrate the conclusion of the Games. One problem: Liu didn't have a routine prepared. Enter @MadiHubbell, @chockolate02, @olivia_smart & @jeanlucbaker. Liu's fellow Olympians helped get them gala-ready 🥰.
- ↑ Campigotto, Jesse (March 22, 2022). „Get ready for a bizarre figure skating world championships“. CBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2022. ციტირების თარიღი: March 24, 2022.
- ↑ Slater, Paula (March 23, 2022). „Sakamoto tops Olympic score at Worlds“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2022. ციტირების თარიღი: March 24, 2022.
- ↑ Hersh, Philip (March 23, 2022). „With personal best in worlds short, Mariah Bell aging like a fine wine“. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2022. ციტირების თარიღი: March 24, 2022.
- ↑ Slater, Paula (March 25, 2022). „Japan's Kaori Sakamoto skates to World title“. Golden Skate. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2022. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
- ↑ Penny, Brandon (March 25, 2022). „Kaori Sakamoto is latest Japanese skating world champ; Alysa Liu puts U.S. back on podium“. NBC Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 26, 2022. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
- ↑ Alysa Liu Retires from Figure Skating at Age 16 en-US (April 9, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 10, 2022. ციტირების თარიღი: April 9, 2022.
- ↑ Zaccardi, Nick. (March 1, 2024) Alysa Liu plans figure skating comeback en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 1, 2024. ციტირების თარიღი: March 1, 2024.
- ↑ Alysa Liu Announces Return to Competitive Figure Skating | U.S. Figure Skating en (March 1, 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 1, 2024. ციტირების თარიღი: March 1, 2024.
- ↑ Gina Capellazzi and Daphne Backman (March 5, 2024). „This Week in Skating/March 5, 2024“. This Week In Skating (Podcast). Figure Skaters Online/IDC. https://www.audible.co.uk/podcast/This-Week-in-Skating-March-5-2024/B0CW9HZC16?ref_pageloadid=ZY5DzPAuy25NrK06&ref=a_podcast_T_c4_lAsin_0_1&pf_rd_p=a202f891-0d90-47a2-ac3f-8ebc4b2943db&pf_rd_r=Y7E7VVDJG2MR81VGGTQS&pageLoadId=fLlGhtkDRVl1enbq&creativeId=43463e8d-6f2b-4d01-a759-854a1034c4b8. წაკითხვის თარიღი: March 7, 2024.
- ↑ 2024 GP Skate Canada Women's Free Skate – Alysa Liu. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2025. ციტირების თარიღი: October 28, 2024.
- ↑ Zaccardi, Nick. (January 24, 2025) Alysa Liu tops Prevagen U.S. Championships short program in figure skating comeback. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 25, 2025. ციტირების თარიღი: January 26, 2025.
- ↑ Dowling, Tim (January 25, 2025). „Amber Glenn drills triple axel to retain US figure skating title over Alysa Liu“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 25, 2025. ციტირების თარიღი: January 26, 2025.
- ↑ 2025 Four Continents – Womens Final Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2025. ციტირების თარიღი: February 26, 2025.
- ↑ Legacy on Ice. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 26, 2025. ციტირების თარიღი: March 4, 2025.
- ↑ Alysa Liu delivers the US its first women's figure skating world championship in nearly 2 decades. AP News (March 28, 2025). ციტირების თარიღი: March 29, 2025.
- ↑ 2025 World Team Trophy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 18, 2025. ციტირების თარიღი: April 21, 2025.
- ↑ Skretta, Dave (September 24, 2025). „Olympic hopeful Alysa Liu scraps short program amid investigation involving artist behind its music“. AP News. ციტირების თარიღი: February 21, 2026.
- ↑ Alysa Liu: 2025–26 Roster. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2026. ციტირების თარიღი: January 12, 2026.
- ↑ U.S. Figure Skating Nominates 16 Athletes to 2026 U.S. Olympic Team. ციტირების თარიღი: January 12, 2026.
- ↑ 2026 U.S. Nationals – Womens Final Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2026. ციტირების თარიღი: January 12, 2026.
- ↑ Bregman, Scott. Alysa Liu says Lady Gaga free skate unlikely for Milano Cortina 2026. Milano Cortina 2026 Olympics. ციტირების თარიღი: January 12, 2026.
- ↑ Slater, Paula (February 6, 2026). „Sakamoto strengthens Japan standings at Olympic Team event“. Golden Skate.
- ↑ Bowers, Rachel G.; Mendoza, Jordan; Brennan, Christine; Henderson, Cydney. Team USA wins gold in figure skating at Olympics: Reactions, highlights. USA Today. ციტირების თარიღი: February 9, 2026.
- ↑ Treisman, Rachel (February 17, 2026). „The U.S. falters again in figure skating, but the women still have time to make it up“. NPR. ციტირების თარიღი: February 19, 2026.
- ↑ 2026 Olympic Winter Games – Womens Short Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2026. ციტირების თარიღი: February 19, 2026.
- ↑ Slater, Paula (February 17, 2026). „Japan's Ami Nakai grabs early Olympic lead“. Golden Skate.
- ↑ „Winter Olympics 2026 live updates: Team USA's Alysa Liu wins figure skating gold on Day 13“. The Athletic. February 19, 2026. ციტირების თარიღი: February 19, 2026.
- ↑ 2026 Olympic Winter Games – Womens Final Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2026. ციტირების თარიღი: February 19, 2026.
- ↑ Slater, Paula (February 19, 2026). „USA's Alysa Liu captures Olympic gold“. Golden Skate.
- ↑ Lindert, Hattie (February 22, 2026). „Alysa Liu Skates to PinkPantheress at Olympic Gala“. Pitchfork. ციტირების თარიღი: February 23, 2026.
- ↑ ISU Figure Skating World Championships 2026. ციტირების თარიღი: March 7, 2026.
- ↑ 🇺🇸 Alysa Liu has withdrawn from #WorldFigure, she is replaced by Sarah Everhardt. AnythingGOEs. ციტირების თარიღი: March 7, 2026.
- ↑ Skretta, Dave. (March 7, 2026) Olympic champion Alysa Liu withdraws from world figure skating championships.
- ↑ National champ Alysa Liu headlines July 4 ice show en (May 3, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2024. ციტირების თარიღი: February 28, 2024.
- ↑ Heaney, Melanie. (July 19, 2021) Photos – 2021 Sun Valley on Ice Show with Alysa Liu – Figure Skaters Online en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2021. ციტირების თარიღი: February 28, 2024.
- ↑ Rasilla, Azucena (May 16, 2025). „A pop playlist and a ski trip: How world champion Alysa Liu fell back in love with figure skating“. Richmondside. ციტირების თარიღი: July 1, 2025.
- ↑ Alysa Liu announces participation in the 2026 Stars on Ice tour. Meta Platforms, Inc. (2025). ციტირების თარიღი: February 22, 2026.
- ↑ Bruton, Michelle. (December 2, 2020) Four New Athletes Joining Team Toyota Winter Olympic And Paralympic Roster Ahead Of Beijing 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 25, 2021. ციტირების თარიღი: February 27, 2024.
- ↑ Admin. (February 8, 2022) American Girl In-Store Winter Olympics Giveaway en. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 26, 2023. ციტირების თარიღი: March 1, 2024.
- ↑ Palmieri, Jean E.. (January 20, 2022) Ralph Lauren's Innovative Opening Ceremony Uniforms for Team USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2022. ციტირების თარიღი: February 27, 2024.
- ↑ Liu, Alysa. (September 26, 2026) @nike. ციტირების თარიღი: January 11, 2026.
- ↑ Samsung Counts Down to Milano Cortina 2026 by Unveiling a New Team Samsung Galaxy Roster (January 11, 2026). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2026. ციტირების თარიღი: January 11, 2026.
- ↑ Venus TV Spot, 'Olympics: Smooth' Featuring Alysa Liu (January 5, 2026). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2026. ციტირების თარიღი: January 11, 2026.
- ↑ Schad, Tom. 16-year-old star Alysa Liu withdraws from U.S. Figure Skating Championships due to COVID en-US. ციტირების თარიღი: March 30, 2025.
- ↑ Alysa Liu, Lucky Charms collaborate for special edition cereal box (March 17, 2026). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2026. ციტირების თარიღი: March 19, 2026.
- ↑ Leung, Zoe. (March 19, 2026) Nike Teams With Gold Medalist Alysa Liu for First Clothing Drop. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 19, 2026. ციტირების თარიღი: March 19, 2026.
- ↑ „Cover“. International Figure Skating Magazine (ინგლისური). Laurea Media. ASIN B081WRDX7K. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 1, 2024. ციტირების თარიღი: March 1, 2024.
- ↑ Hardy, Alyssa. (March 4, 2026) Alysa Liu Says She’d 'Jeopardize' Her Career for Her Friends.
- ↑ Kahler, Kalyn (May 16, 2019). „13-year-old Alysa Liu is star of U.S. figure skating“. Sports Illustrated (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2021. ციტირების თარიღი: March 1, 2024.
- ↑ Lutkin, Aimée; Minutaglio, Rose. Alysa Liu Is the Figure Skater to Watch This Winter Olympics en-US (February 4, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 4, 2022. ციტირების თარიღი: March 1, 2024.
- ↑ McCarvel, Nick. (October 5, 2020) Alysa Liu: 5 things you didn't know about the 15-year-old figure skater. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 25, 2021. ციტირების თარიღი: February 27, 2024.
- ↑ Cantor, Brian. (December 16, 2025) First Look: Alysa Liu, "Stranger Things" Star Jake Connelly, More Appear On "Tonight Show Starring Jimmy Fallon" en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2026. ციტირების თარიღი: January 11, 2026.
- ↑ Taylor Swift & Alysa Liu Are All Smiles at iHeartRadio Music Awards (March 28, 2026).
- ↑ Alysa Liu's Trump Comments Resurface After She Called Out 'Faults' in the 'Government'—'Immigrants Deserve Rights' (February 24, 2026). ციტირების თარიღი: March 4, 2026.
- ↑ Hardy, Alyssa. (March 4, 2026) Alysa Liu Isn't Worried About What Comes After Gold. Condé Nast. ციტირების თარიღი: March 4, 2026.
- ↑ US Olympic Gold Medalist Figure Skater Alysa Liu Says She's a Manga Reader and Listed Her Favorite Anime. Animezonein. ციტირების თარიღი: February 26, 2026.
- ↑ Phelan, Chris. (February 18, 2026) Alysa Liu Explains How She Got Her "Smiley" Frenulum Piercing: "I Did It Myself". NBC. ციტირების თარიღი: February 21, 2026.
- ↑ Killion, Ann (February 15, 2026). „Bay Area Olympian Alysa Liu finds happiness leaving, then returning to figure skating“. San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2026. ციტირების თარიღი: February 25, 2026.
- ↑ Killion, Ann (February 15, 2026). „Bay Area Olympian Alysa Liu finds happiness leaving, then returning to figure skating“. San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2026. ციტირების თარიღი: February 25, 2026.
- ↑ Williams, Brianna. Olympic champion Alysa Liu receives key to Oakland in hometown rally. ESPN. ციტირების თარიღი: March 25, 2026.