ალისა დიაზი
| ალისა დიაზი | |
|---|---|
|
დიაზი 2018 წელს | |
| დაბადების სახელი | ალისა ელეინ დიაზი |
| დაბადების თარიღი |
7 სექტემბერი,1985 (40 წლის) ლოს-ანჯელესი,კალიფორნია,ა.შ.შ |
| განათლება | ბიშოპ ალემანის საშუალო სკოლა |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2001 - დღემდე |
| მეუღლე(ები) | გუსტავო გალინდო |
| შვილ(ებ)ი | 2 |
ალისა ელეინ დიაზი [1] (დ. 7 სექტემბერი,1985)[1] — ამერიკელი მსახიობი. დიაზი ცნობილია თავისი სატელევიზიო როლებით,მათ შორის : სელია ორტეგა „CBS“-ის დღის საპნის ოპერაში „As the World Turns“, ჯასმინი „ABC Family“-ის სერიალში „The Nine Lives of Chloe King“, გლორია კრუზი „Lifetime“-ის სერიალში „Army Wives“, ტერეზა „Showtime“-ის „Ray Donovan“, დარიელა მარზანი CBS-ის „Zoo“-ში და დეტექტივი ანჯელა ლოპესი ABC-ის „The Rookie“.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაზი დაიბადა ლოს-ანჯელესის ნორთრიჯის უბანში, კალიფორნიაში, 1985 წლის 7 სექტემბერს.[1] ალისა წარმომავლობით კოლუმბიიდან და მექსიკიდანაა.[2] მან მსახიობობა მეშვიდე კლასში დაიწყო, როდესაც გადაწყვიტა,რომ სკოლის სპექტაკლში მონაწილეობა მიეღო.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაზი მსახიობია, რომელიც ცნობილია რამდენიმე სერიალში განმეორებადი როლებით, მათ შორის : „Army Wives“ , „Ray Donovan“, და საპნის ოპერა „As The World Turns“. დიაზის კარიერული გარღვევა მოხდა ფილმში „Red Dawn“ შესრულებული როლით. დიაზს ასევე ჰქონდა სხვა გამოსვლებიც იგი თამაშობდა სტუმარ-როლებს სერიალებში „Southland“, „CSI:NY“ და „Lie to Me“. მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ How the Garcia Girls Spent Their Summer “, ასევე სატელევიზიო ფილმებში : „ Ben 10: Alien Swarm “ [4] და „The Jensen Project“.[5]
2011 წელს მას მიეცა ჯასმინის როლი „ABC Family“-ის სერიალ „The Nine Lives of Chloe King“.[6] 2012 წელს მან მოიპოვა განმეორებადი როლი „Army Wives“-ში, როგორც გლორია კრუზი. იგი დააწინაურეს მეშვიდე სეზონში რომელიც 2013-ის მარტში დაიწყო და გადაიყვანეს ძირითად მსახიობად.[7] დიაზი ასევე გამოჩნდა სერიალში „ვამპირის დღიურები“.[8] 2016 წლის მარტში დიაზმა მიიღო დარიელას როლი „CBS“-ის დრამატულ სერიალში „Zoo“.[9] ამჟამად იგი თამაშობს მთავარ როლს ABC-ის დრამაში „The Rookie“, სადაც ასრულებს „LAPD“-ს ტრენინგ ოფიცერის ანჯელა ლოპესის როლს.[10]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაზი დაქორწინებულია მომღერალ / სიმღერების ავტორ გუსტავო გალინდოზე. 2020 წლის 28 დეკემბერს დიაზმა Instagram-ზე განაცხადა, რომ ის და გალინდო ბიჭის მშობლები გახდნენ.დიაზის ორსულობა აისახა მისი პერსონაჟის, ანჯელა ლოპესის სიუჟეტზე სერიალში , „The rookie“.[11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Alyssa Diaz. TV Guide. ციტირების თარიღი: August 10, 2016
- ↑ The Rookie: 10/10 baddie (October 18, 2018). ციტირების თარიღი: April 22, 2019
- ↑ Alyssa Diaz- My 100th Interview. 2020-04-17. https://www.youtube.com/watch?v=VF400_-4r6U.
- ↑ Lowry, Brian. (November 22, 2009) Review: 'Ben 10: Alien Swarm'. Variety. ციტირების თარიღი: September 8, 2016
- ↑ Lowry, Brian. (July 14, 2010) Review: 'The Jensen Project'. Variety. ციტირების თარიღი: September 7, 2016
- ↑ „ABC Family Announces Pick-Up of "Switched at Birth," "The Nine Lives of Chloe King" and "The Great State of Georgia"“ (პრეს-რელიზი). ABC Family. January 31, 2011. ციტირების თარიღი: September 8, 2016 – წარმოდგენილია The Futon Critic-ის მიერ.
- ↑ Ausiello, Michael. (November 17, 2012) Army Wives Exclusive: Major Character Getting Killed Off Amid Season 7 Shake-Up. TVLine. ციტირების თარიღი: April 6, 2012
- ↑ Jeffery, Morgan. (September 7, 2012) 'Vampire Diaries' casts '90210' star Blake Hood, Alyssa Diaz. Digital Spy. ციტირების თარიღი: April 6, 2013
- ↑ Petski, Denise. (March 1, 2016) 'Zoo': Josh Salatin & Alyssa Diaz Join Season 2 Cast Of CBS Summer Series. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: September 8, 2016
- ↑ ABC Press en-US. ციტირების თარიღი: 2025-11-28
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Elissa Bain. (2021-03-31) Is Alyssa Diaz pregnant? The Rookie star confuses fans!. ციტირების თარიღი: 2021-11-01