ალიო ქობალია
ალიო ქობალია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1927 ლექობალე, ჩხოროწყუს რაიონი |
გარდაცვალების თარიღი |
ზუგდიდი 2006 |
ალმა-მატერი | სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
საქმიანობა |
ფილოლოგია პოეზია |
ალიო ქობალია (დ. 1927, სოფელი ლექობალე, ჩხოროწყუს რაიონი, — გ. ზუგდიდი, 2006) — ქართველი ფილოლოგი, პოეტი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1992 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონული გაზეთის რედაქციაში. არის ავტორი სოხუმში გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებულისა და რიგი გამოუქვეყნებელი ნაშრომისა ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური, ფრაზეოლოგიური ლექსიკოგრაფიის და ეთნოგრაფიის სფეროში.
ალიო ქობალია არის 13 პოეტური კრებულის ავტორი („თეთრი ბილიკი“, „ნისლი ჭალაში“, „ველის ყვავილი“, „წყნარი თოვლი“, „ნაღვლიანი დღე“, „ცისფერი კვამლი“ და სხვა). რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ალიო ქობალიას 1600 გვერდიანი ლექსიკოგრაფიული ნაშრომი „მეგრულ-ქართული ლექსიკონი“ ორ ტომად, რომლის გამომცემელიც არის შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი ვოლფგანგ ფოიერშტაინი. ლექსიკონში შევიდა 97000 ლექსიკური ერთეული და სიტყვა-სტატია. გამოსაცემად არის გამზადებული ალიო ქობალიას ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური, ფრაზეოლოგიური ლერსიკონები და ეთნოგრაფიული ნაშრომები. მას ეკუთვნის სხვადასხვა ისტორიოგრაფიული, მითოლოგიური, კოსმოგონიური გამოკვლევები, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ასევე ნაშრომები ქართველური ენების შედარებითი ლექსიკოგრაფიის დარგში.
ქართულის გარდა, ლექსებს წერდა მეგრულ ენაზეც.
გარდაიცვალა 2006 წელს ქალაქ ზუგდიდში, დევნილობაში.