ალინ ვლასენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალინ ვლასენკო
უკრ. Аллін Власенко

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1938(1938-06-30)
დაბ. ადგილი ჩელიაბინსკი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 2021(2021-11-23)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი კიევი
საქმიანობა დირიჟორი

ალინ ვლასენკო (დ. 30 ივნისი, 1938, ქ. ჩელიაბინსკი — გ. 23 ნოემბერი, 2021, კიევი) — უკრაინელი დირიჟორი და პედაგოგი. პროფესორი (1992). უკრაინის სახალხო არტისტი (2000). 1961 წელს დაამთავრა ხარკივის კონსერვატორია (კლარნეტი, ო. კოზლოვას კლასი). 1966 წელს დაამთავრა კიევის კონსერვატორიის ასპირანტურა (დირიჟორობა, მ. კანარშტაინის კლასი). 1966–1971 წლებში იყო უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, 1971 წლიდან — უკრაინის ეროვნული ოპერისა (კიევი), ამავდროულად 1994–1998 წლებში — ხარკივის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1965 წლიდან შეთავსებით ასწავლიდა უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში (კიევი), 1992 წლიდან — კიევის რეინგოლდ გლიერის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მის მოსწავლეებს შორისაა — ვოლოდიმირ სირენკო, ვიქტორია ჟადკო, ნატალია პონომარჩუკი, ანდრი ივანიში. გასტროლებზე დადიოდა გერმანიაში, იაპონიაში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, კუბაზე და სხვ. აქვს 160 საფონდო ჩანაწერი უკრაინის რადიოში, ჩანაწერები ფირფიტაზე და 2 ვიდეოჩანაწერი. დადგმული აქვს სპექტაკლები: ჰერმან ლევენშოლდის „სილფიდა“ (1980), ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერა“ (1985), პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ (1986), ევჰენ სტანკოვიჩის „შობის ღამე“ (1992), მიხაილო სკორულსკის „ტყის სიმღერა“ (1994). პირველმა შეასრულა ვიტალი კირეიკოს მე-4 და მე-5 სიმფონიები, ნ. დრემლიუგას მე-5 სიმფონია (ყველა — 1968–1969) და სხვ. დირიჟორობდა სპექტაკლებს: შარლ გუნოს „ფაუსტი“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“, სემენ გულაკ-არტემოვსკის „ზაპორიჟიელი დუნაის გაღმა“, მიკოლა ლისენკოს „ნატალკა პოლტავკა“. ავტორია ნარკვევებისა დირიჟორების სტეფან ტურჩაკის, მიხაილო კანარშტაინის, ვენიამინ ტოლბას შესახებ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://life.pravda.com.ua/culture/2021/11/23/246605/
  2. Гамкало, І. Д.. Власенко Аллін Григорович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. Інститут енциклопедичних досліджень НАН України (2022). ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2023