ალინგ-განგრის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალინგ-განგრის ქედი
კოორდინატები: 32°49′ ჩ. გ. 81°00′ ა. გ. / 32.817° ჩ. გ. 81.000° ა. გ. / 32.817; 81.000
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ტიბეტის ავტონომიური რეგიონი
უმაღლესი წერტილი ალინგ-განგრი
სიმაღლე 6720 
სიგრძე 600 კმ
ალინგ-განგრის ქედი — ჩინეთი
ალინგ-განგრის ქედი

ალინგ-განგრის ქედი, ნაინ-სინგა — ქედი ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. მდებარეობს ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ნიენჩენ-ტანგლასთან და კაილასის ქედთან ერთად ქმნის განდისიშანის მთათა სისტემას. გადაჭიმულია დაახლოებით 600 კმ-ზე. გაბატონებული სიმაღლეებია 4500–5000 მ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 6720 მ (მთა ალინგ-განგრი).[1] ქედის თხემი ალპური ტიპისაა. ჭარბობს მაღალმთიანი უდაბნოების ლანდშაფტები. 4500 მ მაღლა მარადი თოვლი და მყინვარებია. სამხრეთ კალთებზე სათავეს იღებს ინდის სათავე — მდინარე სინგი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nganglong Kangri, China
  2. Алинг-Гангри | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-23. ციტირების თარიღი: 2020-06-23.