ალიმ ქასიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიმ ქასიმოვი
ალიმ ჰამზა ოღლუ ქასიმოვი
Pht-Vugar Ibadov eurovision (2).jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1957 (1957-08-14) (65 წლის)
დაბ. ადგილი ნაბური, შემახა, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
წარმოშობა აზერბაიჯანელები
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1977 – დღემდე
ჯილდოები ღირსების ორდენი, დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი, State Prize of the Republic of Azerbaijan, “Gizil Chinar” International Award და პრემია „ჰუმაი“
ალიმ ქასიმოვი ვიკისაწყობში

ალიმ ჰამზა ოღლუ ქასიმოვი (აზერ. Alim Həmzə oğlu Qasımov; დ. 14 აგვისტო, 1957 წელი, ნაბური, შემახა, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — აზერბაიჯანელი მუსიკოსი. მას 1999 წელს მიენიჭა საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს-იუნესკოს მუსიკალური პრიზი, მუსიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო.[1]

ქასიმოვს გამოშვებული აქვს ცხრა ალბომი, რომელთაგან სამი მუღამის ჟანრის ალბომია. The New York Times-ის თქმით, ,,ალიმ ქასიმოვი ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია მსოფლიოში, მძაფრი სპონტანურობით, რომელიც იწვევს ვნებას და ერთგულებას, ჭვრეტას და განგებას."[2]

ის გამოვიდა აზერბაიჯანელ საბინა ბაბაევასთან ერთად ბაქოში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გრანდიოზულ ფინალში.[3][4]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიმ ქასიმოვი დაიბადა 1957 წლის 14 აგვისტოს ნაბურიში, შემახა, აზერბაიჯანი.[5][6] მისი ოჯახი საბჭოთა კომუნაში მუშაობდა და ქასიმოვმაც პატარა ასაკიდანვე დაიწყო მუშაობა.[7][8] ქასიმოვის მამა მომღერალი იყო. მამის მსგავსად, ქასიმოვმა პატარა ასაკიდანვე დაიწყო სიმღერა. მას არ ჰქონდა ფული ინსტრუმენტის შესაძენად, ამიტომ მამამ მას პატარა დრამი გაუკეთა ხისგან.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქასიმოვმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და მუღამის ჟანრი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. ქასიმოვის მზარდ პოპულარობას თან სდევდა საბჭოთა გავლენის შემცირება და 1983 წელს მან გაიმარჯვა ჯაბარ გარიაღდიოღლუს სიმღერების ეროვნულ კონკურსში.

მან მოიგო ჯილდოები 1983 და 1987 წლებში იუნესკოს სიმპოზიუმებზე ცენტრალური აზიის და აზიის ქვეყნების ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებაზე. მისი ტურები წარმატებული გამოდგა როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან საბჭოთა კავშირის გარეთ ტურის გამართვა იმ დროისთვის იშვიათობა იყო მოქალაქეებისთვის, მისმა ტურებმა და კონცერტებმა მოიპოვა პოპულარობა და მრავალი სტატია გაზეთსა თუ ტელევიზიაში. ქასიმოვს და მის მეუღლეს, ტამილა ასლანოვას შეეძინათ პირველი შვილი 1980 წელს, ფერღანა ქასიმოვა, მოგვიანებით კი კიდევ ორი ​​შვილი: ვაჟი, გადირი და მეორე ქალიშვილი, დილრუბა.

ქასიმოვის დისკოგრაფია გაიზარდა და მოიცვა არა მხოლოდ ტრადიციული აზერბაიჯანული მუსიკა და მუღამი, არამედ აშიკიც. გარდა ამისა, ალიმზე დიდი გავლენა მოახდინა მომღერალმა ნუსრატ ფათეჰ ალმა, რომელზეც ალიმი საუბრობს: ,,როდესაც მე მას კონცერტზე მოვუსმინე ჩემთვის ბევრი კარი გაიღო და ბევრ კითხვას გაეცა პასუხი."

მისი პოპულარობა შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მან დაარღვია მუღამის ტრადიციული სტილი და თავისი ინტერპრეტაცია შეიტანა ჟანრში. ალიმის საშუალებით გახდა მუღამი აქტუალური ფართო აუდიტორიისათვისა და თანამედროვე საზოგადოებისთვის. მან თქვა: ,,სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველდღიურად იცვლება. მუსიკას უნდა მიეცეს ემოციური გამოხატულება ამ სიცოცხლისუნარიანობისთვის. გზები და ინტერპრეტაციები". ანალოგიურად მან მოახდინა რევოლუცია მუღამის ინსტრუმენტებში, შემოიღო საკუთარი იმპროვიზაცია და შეიტანა ახალი ბგერები, როგორიცაა ორმაგი ლერწამიანი ბალაბანი (ასევე ცნობილია როგორც დუდუკი), კლარნეტი და ნაღარა.

2009 წლის 21 ნოემბერს იგი შეიყვანეს მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიან მუსლიმთა წიგნში.[9][10][11] ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა შეაქო ქასიმოვი და მის საყვარელ მომღერლადაც დაასახელა.[12][13] 2009 წელს თურქულმა გაზეთმა Zaman ალიმ ქასიმოვს უწოდა ,,ცენტრალური აზიის უდიდესი ხმა".[14]

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიმი ახლა მუღამს ასწავლის ბაქოს ასაფ ზეინალის მუსიკალურ სკოლაში.[15] 2012 წელს მან კამპანია ჩაატარა ქალების მიმართ ძალადობის შესაჩერებლად.[16]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UNESCO and Azerbaijan დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
  2. Pareles, Jon (15 March 2010). „Classical Azeri Poetry in Song, From a Team of Father and Daughter“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 March 2011.
  3. Storvik-Green, Simon. (15 May 2012) Björk’s favourite singer Alim Qasimov to perform with Sabina. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 19 June 2012.
  4. Brey, Marco. (25 May 2012) Live Report: The first dress rehearsal of the Grand Final. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 19 June 2012.
  5. Betty Blair and Pirouz Khanlou. (Spring 2001) Master of Mugham გვ. 42–45. Azerbaijan International Magazine. ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  6. Assir, Serene (2008-05-08). „Alim and Fergana Qasimov: The Master and his Pearl“. Al-Ahram Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2008. ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  7. Hutcheon, David (2008-09-19). „Alim Qasimov: the living legend you’ve never heard of“. The Times. London. ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  8. Trouillet, Jean (2000). Alim Qasimov: Love's Deep Ocean - liner notes. 
  9. Azerbaijan’s president was named one of the most influential Muslim politicians in the world დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine.
  10. Опубликован список 500 самых авторитетных мусульман დაარქივებული 2017-02-03 საიტზე Wayback Machine. თარგი:In lang
  11. Alim Qasimov Ensemble. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  12. Needham, Alex (2011-07-04). „Björk: 'Manchester is the prototype'. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 July 2011. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  13. Бьорк: "Алим Гасымов - мой самый любимый исполнитель". 1news.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2012. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  14. Tokay, Murat. 500 most influential Muslims of world Turkish. Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2014. ციტირების თარიღი: 11 August 2014.
  15. Tokay, Murat. 500 most influential Muslims of world Turkish. Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2014. ციტირების თარიღი: 11 August 2014.
  16. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2014. ციტირების თარიღი: 11 August 2014.