ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია
St. Nino Church of Alibeglo.jpg
ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია (აზერბაიჯანი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°22′36″ ჩ. გ. 46°50′03″ ა. გ. / 41.37667° ჩ. გ. 46.83417° ა. გ. / 41.37667; 46.83417
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია — ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში, სოფელ ალიბეგლოში (ისტორიული სახელი – „ქათმისხევი“), კახის რაიონი, აზერბაიჯანი.

ტაძარი აშენდა 1877 წელს, კავკასიაში მართლმადიდებლობის გამავრცელებელი საზოგადოების სახსრებით. ძეგლი 1910 წლის აღწერის მიხედვით ქვით იყო ნაშენი, ედგა გუმბათი და იყო ხით გადახურული, საჭიროებდა რემონტს.

ეკლესიის მსახურები ცხოვრობდნენ ოთხოთახიან ქვის შენობაში, ხოლო იქვე მდგარი საზოგადოების სკოლა განთავსებული იყო სამოთახიან შენობაში.

მღვდელი ალექსანდრე ციცაგი მსახურობდა 1904 წლიდან, მედავითნე მიხეილ თაღოშვილი კი 1898 წლის 29 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 1903 წლიდან მოყოლებული[1].

საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი მინერალური სასუქებისა და სხვა, კოლექტივისთვის საჭირო ნედლეულის საწყობად გადაიქცა. XXI საუკუნის 10–იან წლებში ნინოობაზე აქ მრევლმა მისვლა და სანთლის ანთება დაიწყო.

ტაძრის აღდგენა დაიწყო 2010 წელს, კეთილმოეწყო შიდა ინტერიერი, შეკეთდა გარე ფასადი და მისასვლელი გზა. ალიბეგლოს დრამატული თეატრის წარმომადგენლის - კოტე ბარიხაშვილის ხელმძღვანელობით ტაძარს ფინანსური დახმარება სხვადასხვა პიროვნებებმა და ორგანიზაციებმა აღმოუჩინეს.

2011 წლის 27 იანვრისათვის, ნინოობის დღესასწაულისთვის ტაძრის აღდგენის პირველი ეტაპი დასრულდა. ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიაში პარაკლისი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბასილი გოგილაშვილმა გადაიხადა. მართლმადიდებელი მრევლი მოვიდა კახიდან, აგრეთვე სხვა ქართული სოფლებიდან: ქოთოქლოდან, მეშაბაშიდან, ალათემურიდან. სტუმრები იყვნენ თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა რაიონიდან. გადაწყდა, რომ ამიერიდან ალიბეგლოში ნინოობის დღესასწაული უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს და აღინიშნება როგორც 27 იანვარს, აგრეთვე 1 ივნისს. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ ტაძარში წირვა-ლოცვის შესაძლებლობაც იქნება და წინამძღვარიც ეყოლება, მანამდე კი ქართველებს მოუწოდებენ, ამ მხარის მოსანახულებლად როგორც რელიგიურ დღესასწაულებზე, ასევე კულტურული ტურებითაც ხშირად ჩავიდნენ.

მომავალში გეგმაშია ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით 2011 წლის 1 ივნისს, წმიდა ნინოს ხსენების დღეს, ეკლესია ოფიციალურად იკურთხება.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Общество Восстановления Православного Христианства на Кавказ», „списки членов общества, учителей школ, церковных служащих“, გვ. 10
  2. 150 წლის შემდეგ აზერბაიჯანში ქართული ეკლესია იხსნება / Presage.tv