შინაარსზე გადასვლა

ალიბარის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალიბარის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიბარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ეკლესიიდან შემორჩენილია აბსიდის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი. ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. სამხრეთით იკითხება აბსიდის მხარის ქვედა ქვა. დანარჩენი კედლები მიწის პირამდეა დანგრეული.

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004