შინაარსზე გადასვლა

ალია ბინტ ჰუსეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცესა ალია
იორდანიის დროშა იორდანიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 13 თებერვალი 1956
მმართ. დასასრული: ამჟამინდელი
მონარქი: ჰუსეინი
აბდულა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 თებერვალი, 1956 (1956-02-13) (68 წლის)
დაბ. ადგილი: ამანი, იორდანია
მეუღლე: ნასერ ვასფი მირზა
(1977-1988)
საიდ მოჰამედ ალ-სალეჰი
(1988-დღემდე)
შვილები: ჰუსეინ მირზა
თალალ ალ-სალეჰი
აბდულ ჰამიდ ალ-სალეჰი
დინასტია: ჰაშიმიდები
მამა: ჰუსეინი
დედა: დინა ბინტ აბდულ-ჰამიდი
რელიგია: ისლამი

პრინცესა ალია ბინტ ჰუსეინი (არაბ. عالية بنت الحسين; დ. 13 თებერვალი 1956, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე ჰუსეინის უფროსი შვილი მისი პირველი ცოლისგან, დინა ბინტ აბდულ-ჰამიდისგან.[1]

პრინცესა ალია თავისი დაწყებითი განათლება მიიღო ამანში, აჰლიიას გოგონათა სკოლისა და როზარის კოლეჯში. 1968 წლამდე დიდ ბრიტანეთში, ლიმინგში სიბტონ პარკის სკოლაში სწავლობდა და შემდეგ ბენენდენის სკოლაში (1969-70) განაგრძო სწავლა, ხოლო 1972 წელს სომერსეტის მილფილდის სკოლაში მოიპოვა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე „ა“ დონე. 1977 წელს, ალია დაამთავრა იორდანიის უნივერსიტეტი ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით.[2]

პრინცესა ალია 1977 წლის 12 აპრილს დაქორწინდა ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ნასერ ვასფი მირზაზე, რაღადანის სასახლეში და ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი:

  • ჰუსეინ მირზა (დ. 12 თებერვალი, 1981)[3]

ალია და მირზა 1988 წელს განქორწინდნენ.[4] ხელმეორედ ალია 1988 წლის 30 ივლისს ამანში სეიდ მოჰამედ ალ-სალეჰზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ:

  • თალალ ალ-სალეჰი (დ. 12 სექტემბერი, 1989)
  • აბდულ ჰამიდ ალ-სალეჰი (დ. 15 ნოემბერი, 1992)[4]
  • იორდანიის დროშა იორდანია: იორდანიის ვარსკვლავის ორდენი[5]
  • იორდანიის დროშა იორდანია : პირველი კლასის ალ-ჰუსეინის ორდენი გამორჩეული წვლილისთვის (5.2.2007) [5]
  • იაპონიის დროშა იაპონია: ძვირფასი გვირგვინის ორდენი (10.3.1976) [5]
  • ნორვეგიის დროშა ნორვეგია: ნორვეგიის სამეფოს ორდენი დამსახურებისთვის (4.4.2000) [5]
  • ესპანეთის დროშა ესპანეთი: კათოლიკე იზაბელას სამეფო ორდენი (18.3.1977) [5][6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Briefs“. Star-Times. April 1, 2001. ციტირების თარიღი: 2010-07-17. ციტატა: „Last year Princess Alia Bint Al Hussein Al Saleh daughter of the late King Hussein of Jordan...“[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული]
  2. King Hussein, Princess Dina and Princess Alia
  3. Royal Ark
  4. 4.0 4.1 http://www.royalark.net/Jordan/jordan3.htm jordan3
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Royal Ark, Jordanian genealogy details
  6. Boletín Oficial del Estado