ალიანსი საქართველოსთვის
| ალიანსი საქართველოსთვის | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | დაშლილი |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| ლიდერი | ირაკლი ალასანია |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 23 თებერვალი, 2009 |
| დაიშალა | 15 ივნისი, 2010 |
ალიანსი საქართველოსთვის — პოლიტიკური კოალიცია საქართველოში 2009-2010 წლებში. კოალიციის ლიდერი იყო ირაკლი ალასანია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 16 თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ირაკლი ალასანიამ გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური გუნდი წარადგინა. მისი გუნდის წევრები იყვნენ:„ტეტის პეტროლიუმ ლიმითედის“ ხელმძღვანელი ლევან მიქელაძე, ექიმი დიმიტრი ტვილდიანი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გიორგი ჩიქოვანი, საქართველოს ყოფილი ელჩი ავსტრიასა და ეუთო-ში ვიქტორ დოლიძე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი ნინო გოგუაძე, იურისტი ზურაბ აბაშიძე და თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი ალექსი პეტრიაშვილი.[1]
2009 წლის 23 თებერვალს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა, ახალმა მემარჯვენეებმა და საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიცია „ალიანსი საქართველოსთვის“ შექმნეს.[2] 2009 წლის 9 აპრილს „საქართველოს გზა“ კოალიციას შეუერთდა. „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება 9 აპრილის მემორიალთან გამოაცხადა.[3]
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციამ მიიღო 9.19% და მესამე ადგილზე გავიდა. თბილისში საარჩევნო ბლოკმა „ალიანსი საქართველოსთვის“ მიიღო 17.97% და თბილისის საკრებულოში შეიყვანა 5 დეპუტატი. კოალიციის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღო 19.05% და მეორე ადგილზე გავიდა.[4] 2010 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა.[5]
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 2010 | ადგილობრივი | 9.19% | გავიდა მესამე ადგილზე |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ირაკლი ალასანიას გუნდი ხელისუფლების შესაცვლელად აქტიურ კამპანიას იწყებს
- ↑ ალასანია, ახლები და რესპუბლიკელები ალიანსში ერთიანდებიან[მკვდარი ბმული]
- ↑ სალომე ზურაბიშვილი ”ალიანსს” შეუერთდა[მკვდარი ბმული]
- ↑ წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 11 ოპოზიციონერი დეპუტატი ეყოლება
- ↑ ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა[მკვდარი ბმული]