ალვანის ქუჩა
იერსახე
| ალვანის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
| წინა სახელები | როსლავლიოვის ქუჩა, ყაზარმის ქუჩა |
ალვანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი), მდებარეობდა მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩასა და კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მიხეილ როსლავლიოვის ქუჩა. 1902 წლის გეგმაზე, როგორც ყაზარმის ქუჩა დაერქვა, რადგან ამ ქუჩაზე მდებარეობდა გრენადერთა სამეგრელოს პოლკის პოკროვსკის ყაზარმა. 1923 წელს ალვანის ქუჩა ეწოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 17, ISBN 978-99928-20-35-3.