ალვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალვანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ალვანი (ალონი — ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით) — ველი კახეთში (ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტში). XVI საუკუნის შუა წლებში კახეთის მეფე ლევანმა ალვანის ველი თუშებს უწყალობა საზამთრო საძოვრებად. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ თუშებისათვის 1757 წელს ნაბოძები სიგელიდან ირკვევა, რომ იმხანად ველს მხოლოდ საძოვრებად იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იგი XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც (ახლანდელი ზემო ალვანი და ქვემო ალვანი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]