ალექს ბუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექს ბუდა

ალექს ბუდას ბიუსტი ტირანაში
დაბადების თარიღი 7 სექტემბერი 1910
ელბასანი
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი 1993 (82 წლის)
ტირანა ალბანეთი
მოქალაქეობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
ალბანეთის დროშა ალბანეთი
საქმიანობა ისტორიკოსი

ალექს ბუდა (Alb. Aleks Buda; დ. 7 სექტემბერი, 1910, ელბასანი — გ. 7 ივლისი, 1993, ტირანა) —ალბანელი ისტორიკოსი;  ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექს ბუდა დაიბადა 1910 წლის 7 სექტემბერს ოსმალეთის იმპერიის ქალაქ ელბასანში (ამჟამად ალბანეთი) ებრაული წარმოშობის ოჯახში.

დაწყებით სკოლაში სწავლობდა ლეჩეში (იტალია), ხოლო საშუალო სკოლა დაამთავრა ზალცბურგში (ავსტრია) 1930 წელს. ამის შემდეგ ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას, მაგრამ ალბანეთში ისე დაბრუნდა, რომ სწავლა არ დაუსრულებია.[1][2]

ალექს ბუდას სპეციალობა ლიტერატურა იყო, მაგრამ შემდგომ იგი ისტორიით დაინტერესდა.  ბუდა მიეკუთვნებოდა ალბანეთის სოციალისტური ეპოქის ყველაზე გამოჩენილ ისტორიკოსთა ჯგუფს.  ითვლებოდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიოგრაფად. იგი გახლდათ ერთადერთი ისტორიკოსი ალბანეთის ორთოგრაფიულ კონგრესზე, რომელიც გაიმართა ტირანაში 1972 წლის 20-დან 25 ნოემბრამდე. ზოგიერთ წყაროში მეცნიერი მოხსენიებულია, როგორც ენვერ ხოჯას ნდობით აღჭურვილი პირი. ალბანეთის ლეიბორისტული პარტიის დაარსების 35 წლისთავის აღსანიშნავად ბუდამ მონაწილეობა მიიღო 1976 წელს ეროვნულ ეთნოგრაფიულ კონფერენციაში.[3]

თანამედროვე ისტორიკოსები თვლიან, რომ ალექს ბუდას ნაშრომებში კარგადაა გაშუქებული ალბანელი ხალხის წარმოშობა. ის ასევე ითვლებოდა ილირიის ისტორიის წამყვან ალბანელ მეცნიერად და მიეკუთვნებოდა იმ ისტორიკოსთა ჯგუფს, რომლებიც თვლიდნენ, რომ როდესაც მე-11 საუკუნეში ალბანელების შესახებ პირველი დოკუმენტები გამოჩნდა,  მე-6 და მე-11 საუკუნეებს შორის ილირიელების არანაირი  კვალი არ არსებობდა. ალბანელთა ილირიული წარმოშობის ჰიპოთეზაზე დაყრდნობით ბუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალბანელები ბალკანეთისა და ევროპის უძველეს მკვიდრებს მიეკუთვნებიან.[4]

ბუდა ეკუთვნოდა ალბანელ ინტელექტუალთა მცირე ჯგუფს, რომლებსაც ალბანეთის კომუნისტური რეჟიმის დროს მიეცათ წვდომა უცხოურ ლიტერატურაზე, რათა გამოეყენებინათ ეს წყაროები სხვა აკადემიური კოლეგების მიერ გამოყენებული ნაწარმოებების მოსამზადებლად.

ალექს ბუდა გარდაიცვალა 1993 წლის 7 ივლისს ალბანეთში, ტირანაში. მის სახელს ატარებს ტირანის ერთ-ერთი გიმნაზია.

ალექს ბუდას გადაეცა არაერთი ჯილდო, მათ შორის უმაღლესი საპატიო წოდება „ხალხის მასწავლებელი“ , რომელიც ალბანეთში კომუნისტური პერიოდის განმავლობაში ენიჭებოდა პიროვნებას  განსაკუთრებული ღვაწლისთვის, 1-ლი ხარისხის „თავისუფლების ორდენი“; ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექს ბუდას  გადასცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული უმაღლესი ჯილდო. გარდაცვალების შემდეგ მეცნიერს მიენიჭა "ელბასანის საპატიო მოქალაქის" წოდება.

1972 წლის ოქტომბერში ალბანეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდიუმის განკარგულებით შეიქმნა ალბანეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია. მეცნიერებათა აკადემიის ასამბლეის პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართა 1973 წლის 25 იანვარს, პროფესორი ალექს ბუდა აირჩიეს ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად. მისი ბიუსტი დამონტაჟებულია მეცნიერებათა აკადემიის წინ მოედანზე (ტირანის ცნობილი საცალფეხო ქუჩის — Shëtitorja Murat Toptani ბოლოში).[5][6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

.

  1. Elsie, Robert (19 March 2010). Historical Dictionary of Albania. Scarecrow Press. p. 58. ISBN 978-0-8108-7380-3.
  2. Gjimnazi "Aleks Buda" (Tiranë). ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2016. დაარქივებულია 16 აპრილი 2016 .
  3. Kastriot Myftaraj (2012), Biografia e fshehur e delegatëve të Kongresit të Drejtshkrimit të vitit 1972 [The hidden biography of the delegates of the Congress of Orthography of 1972] (ალბან.), archived from the original on 2013-07-12, Aleks Buda, ndonëse kishte nisur studimet universitare në Vienë për filozofi dhe letërsi, ai nuk mundi që të diplomohet dhe u kthye në Shqipëri pa diplomë universitare... Aleks Buda ishte i vetmi historian që mori pjesë në Kongresin e Drejtshkrimit...
  4. Encounter, Martin Secker & Warburg. 1985. p. 65. The Albanians are among the oldest inhabitants of the Balkans and even Europe
  5. Socialist Thought and Practice. Jugoslavija. 1983. p. 62. ... Aleks Buda, scientist and President of the Academy of Sciences of Albania, ...
  6. Radio Free Europe Research Communist Area Albania Radio Free Europe. January 1971. p. 9. Aleks Buda, the country's leading historian and a personal confidant of Enver Hoxha.