ალექსი ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.

ალექსი სიმონის ძე ჯაფარიძე (დ. 5 იანვარი, 1900 [ძვ. სტ. 24 დეკემბერი, 1899] თბილისი, — გ. 13 მარტი, 1978, იქვე) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976). 1924 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1927–1932 წლებში იყო აჯამეთის საცდელი სადურის დირექტორი. 1934–1938 წლებში მარცვლეულის კულტურების სახელმწიფო ჯიშთგამოცდის ინსპექციის უფროსი. 1928–1939 წლებში საქართველოს მიწსახკომის კვლევითი სექტორის გამგე. 1939 წლიდან სასოფლო—სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის ასისტენტი,დოცენტი და პროფესორი. მუშაობდა სანაწვერალო კულტურების აგროტექნიკურ საკითხებზე. დაამუშავა სამარცვლე სიმინდის აგროტექნიკა დასავლეთ საქართველოს პირობებისთვის. ავტორია მემცენარეობისა და ტექნიკური კულტურების სახელმძღვანელოებისა, თანაავტორი — მეთამბაქოების სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]