ალექსი ჭიჭინაძე (ბალეტმაისტერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიჭინაძე.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსი ჭიჭინაძე.

ალექსი ჭიჭინაძე (დ. 26 დეკემბერი, 1917, ტფილისი ― გ. 3 ოქტომბერი, 1994) — ქართველი ბალეტის მოცეკვავე და რეჟისორი, საქართველოს სსრ–ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), რსფსრ–ის სახალხო არტისტი (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1941–1944 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. 1944–1966 წლებში იყო მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტი. 1953 წელს დაამტავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1955 წლიდან და 1966–1971 წლებში იყო ამავე თეატრის ბალეტმაისტერი, 1971–1984 წლებში მთავარი ბალეტმაისტერი; 1967–1970 წლებში ვარშავის "Театр Виельски"–ის მთავარი ბალეტმაისტერი; 1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]