ალექსი უხტომსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსი უხტომსკი
Ukhtomskiy.JPG
დაბ. თარიღი 13 ივნისი 1875(1875-06-13)
დაბ. ადგილი ვოსლომა (იაროსლავსკის ოლქი)
გარდ. თარიღი 31 აგვისტო 1942(1942-08-31)[1] (67 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სასულიერო აკადემია და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ჯილდოები ლენინური პრემია და ლენინის პრემიის ლაურეატები

ალექსი ალექსის ძე უხტომსკი (რუს. Алексей Алексеевич Ухтомский; დ. 25 ივნისი [ძვ. სტ. 13 ივნისი], 1875 — გ. 31 აგვისტო, 1942) — რუსი ფიზიოლოგი. 1924 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. იკვლევდა აღგზნებისა და შეკავების პროცესებს თავისა და ზურგის ტვინში, ადამიანის ქცევის ფიზიოლოგიურ საფუძვლებს. ჩამოაყალიბა შრომის ფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც სწავლობნენ დაღლას, შრომით მოძრაობას.

ალექსი უხტომსკი იყო ნიკოლოზ ვედენსკის მოწაფე. 1906 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და იქვე მუშაობდა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, რომელსაც 1922 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1937 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრო-ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორია. ივანე სეჩენოვის, ნიკოლოზ ვედენსკის და ჩარლზ სკოტ შერინგტონის დაყრდნობით უხტომსკიმ აღმოაჩინა ნერვული სისტემის მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელსაც მან დომინანტი უწოდა. მოძღვრებას დომინანტის შესახებ ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში. დომინანტის ცნებამ, აგრეთვე უხტომსკის მოძღვრებამ რიტმის შეთვისების შესახებ, რომლის მიხედვითაც ორგანოს მუშაობის რეჟიმი შეესაბამება გარეგანი გაღიზიანების რიტმს, მას შესაძლებლობა მისცა ახლებურად გაეშუქებინა დაღლის ბუნება.

1932 წელს უხტომსკის მიენიჭა ლენინის სახელობის პრემია. გარდაიცვალა ლენინგრადის ბლოკადის დროს.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Собр. соч., т. 1–6, Л., 1945-62.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: