ალექსი სევერცოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსი სევერცოვი (დ. 11 სექტემბერი, 1866 — გ. 19 დეკემბერი, 1936) — რუსი ბიოლოგი, ნიკოლოზ სევერცოვის შვილი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის (1920) და უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის (1925) აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1902 წლიდან იყო კიევის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1911-1930 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ევოლუციური მორფოლოგიის ლაბორატორია, რომელიც 1935 წელს გარდაიქმნა ინსტიტუტად.სევერცოვის ძირითადი შრომები ეხება ხერხემლიან ცხოველთა ტავის მეტამერიას, წყვილი კიდურების წარმოქმნას, უმდაბლესი ხერხემლიანების ევოლუციას. სევერცოვმა წამოაყენა თეორია ხუთთთა კიდურების წარმოშობაზე წინაპრების 7-10 სხივიანი კიდურებიდან, რაც თავის მხრივ წარმოიშვა თევზისმაგვარი ფორმების მრავალსხივიანი ფარფლიდან. შეიმუშავა ფილოემბრიოგენეზის თეორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]