ალექსი რობაქიძე (ეთნოგრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი რობაქიძე
დაბ. თარიღი 22 ნოემბერი, 1907
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1990
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ–ის დროშასაქართველოს სსრ
მუშაობის ადგილი ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957)
ჯილდოები საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983)

ალექსი რობაქიძე (დ. 22 ნოემბერი, 1907 ― გ. 1990) ― ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983)-1990), პროფესორი (1970).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი რობაქიძე 1907 წლის 22 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1943-1953 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო, 1961 წლიდან კი კავკასიის ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი. 1958 წლიდან ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ცხენბურთი: ქართული ნაციონალური სპორტის ერთი სახეობა“. თბილისი: სახელგამი. 1952.
  • „მეფუტკრეობის ისტორიისათვის“. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა. 1960.
  • „სვანეთის სოფელი ძველად“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1964.
  • „მთიულეთის სოფელი ძველად: ეთნოგრაფიული გამოკვლევა“. თბილისი: მეცნიერება. 1965.
  • „ტრადიცია და ცხოვრების წესი“. თბილისი: მეცნიერება. 1981.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]