ალექსი მაჭავარიანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი მაჭავარიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები არაგვის შესახვევი

ალექსი მაჭავარიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, ვარდისუბანში, დიმიტრი ბაქრაძისა და ვასილ ბარნოვის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც არაგვის შესახვევი. 20-იან წლებში ქუჩა გახდა. 2007 წელს ალექსი მაჭავარიანის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]