ალექსი ზორბასის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი ზორბასის ცხოვრება
ავტორი ნიკოს კაზანძაკისი
ენა ახალი ბერძნული ენა
გამოცემის თარიღი 1946
ISBN 978-84-7178-274-8

ალექსი ზორბასის ცხოვრება (ბერძ. Βίος και Πολιτεία του Αλέξη Ζορμπά) — ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანი, გამოქვეყნდა 1946 წელს. ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერლის შესახებ, რომელიც საკუთარი ინტელექტუალური ცხოვრებისგან გაქცევის მიზნით კრეტაზე მიემგზავრება და იქ მურა ნახშირის საბადოს ქირაობს. იგი გაიცნობს და დაუმეგობრდება ალექსი ზორბასს, რომელიც წარუშლელ კვალს დატოვებს მის პიროვნებაზე. 1964 წელს რომანის ეკრანიზაცია შედგა, რომელმაც სამი ოსკარის ჯილდო მოიპოვა. ნაწარმოების მიხედვით აგრეთვე დაიდგა სასცენო მიუზიკლი და BBC-ის რადიოპიესა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]