ალექსი ანტონოვი
| ალექსი ინოკენტის ძე ანტონოვი | |
|---|---|
| Алексе́й Инноке́нтьевич Анто́нов | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 15 (27) სექტემბერი, 1896 |
| დაბადების ადგილი | გროდნო, ლიტვის გენერალ-საგუბერნატორო, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1962 (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, სსრკ |
| კუთვნილება |
|
| ჯარის სახეობა | წითელი არმია და ქვეითი ჯარი |
| სამხედრო სამსახურის წლები |
|
| წოდება |
|
| მეთაურობდა |
გენშტაბის ოპერატიული სამმართველო მგწა გენერალური შტაბი ამიერკ. სამხ. ოლქი ვარშავის პაქტის გაერთ. შეიარაღ. ძალების შტაბი |
| ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი, დიდი სამამულო ომი, სსრკ-იაპონიის ომი |
| ჯილდოები |
რუსეთის იმპერია: |
ალექსი ინოკენტის ძე ანტონოვი (დ. 27 სექტემბერი [ძვ. სტ. 15 სექტემბერი], გროდნო — გ. 18 ივნისი, 1962, მოსკოვი, დაკრძ. წითელ მოედანზე) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, არმიის გენერალი (1943), უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის წევრი (1945), წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსი (1945–1946), ვარშავის პაქტის ქვეყნების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის პირველი უფროსი (1955–1962).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიცრის ოჯახიდან. 1916 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. დაამთავრა მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის სამეთაურო (1931) და ოპერატიული (1933) ფაკულტეტები, გენშტაბის სამხედრო აკადემია (1937). 1941 წლის ივნისიდან იყო კიევის საგანგებო სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. 1941 წლის აგვისტოდან — სამხრეთის ფრონტის შტაბის უფროსი (მონაწილეობდა გეგმის შემუშავებაში და 1941 წლის როსტოვის შეტევითი ოპერაციის განხორციელებაში), 1942 წელს — ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტისა, შემდეგ ამიერკავკასიის ფრონტის შავი ზღვის მეომართა ჯგუფისა და თავად ფრონტის უფროსი. 1942 წლის დეკემბრიდან ოპერატიული სამმართველოს უფროსი (1943 წლის მაისამდე) და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე (1943–1945, 1946–1948, 1954–1955). ფრონტის ხაზზე ა. მ. ვასილევსკის ხშირი მგზავრობების დროს ფაქტობრივად ასრულებდა მის მოვალეობას; აკეთებდა ყოველდღიურ მოხსენებებს ფრონტის ვითარებაზე უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში, იყო ი. ბ. სტალინის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი სამხედრო საკითხებში.
გენერალური შტაბის სათავეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გენშტაბის უფროსი (18 თებერვალი, 1945 – 25 მარტი, 1946), 1945 წლის 17 თებერვლიდან უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის წევრი. თავი გამოიჩინა როგორც ანალიტიკური აზროვნების მქონე მხედართმთავარმა, რომელსაც შეეძლო მოწინააღმდეგის განზრახვის განჭრეტვა (1944 წლის ზაფხულ-შემოდგომის კამპანიების დროს ისე დაგეგმა დარტყმების მიყენების თანმიმდევრობა, რომ საბჭოთა მებრძოლების შეტევა ყოველ ჯერზე იწყებოდა იმ სტრატეგიული მიმართულებით, საიდანაც გერმანულ სარდლობას მხოლოდ გადაჰყავდა თავისი რეზერვები). განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მოულოდნელი დარტყმების მონოპოვრებზე. ანტონოვის მონაწილეობით დაიგეგმა ყველა მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაცია, მათ შორის: ბელორუსიის ოპერაცია (1944), აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაცია (1945), ვისლა-ოდერის ოპერაცია (1945), ბერლინის ოპერაცია (1945). სსრ კავშირის სამხედრო წარმომადგენელი იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე.
1948–1949 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის პირველი მოადგილე, 1950–1954 წლებში — სარდალი. 1955–1962 წლებში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი.
სამხედრო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრაპორშჩიკი — 1917
- პოლკოვნიკი — 2 დეკემბერი, 1935
- ბრიგადის მეთაური — 16 ივლისი, 1937
- გენერალ-მაიორი — 4 ივნისი, 1940
- გენერალ-ლეიტენანტი — 27 დეკემბერი, 1941
- გენერალ-პოლკოვნიკი — 4 აპრილი, 1943
- არმიის გენერალი — 7 აგვისტო, 1943
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერიის ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი წარწერით „მამაცობისთვის“ (1917)
სსრ კავშირის ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გამარჯვების ორდენი (№ 12 — 04.06.1945)
- ლენინის ორდენის სამგზის კავალერი (21.02.1945, 14.09.1946, 22.09.1956)
- წითელი დროშის ორდენის ოთხგზის კავალერი (13.12.1941, 27.03.1942, 3.11.1944, 20.07.1949)
- სუვოროვის I ხარისხის ორდენის ორგზის კავალერი (22.02.1943, 29.07.1944)
- კუტუზოვის I ხარისხის ორდენი (22.02.1944)
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი (17.05.1943)
- მედალი „კავკასიის დაცვისთვის“ (1942)
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისთვის“ (1945)
- საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და საზღვაო ძალების 30 წელი“ (1948)
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 40 წელი“ (1958)
- რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს საპატიო იარაღი
უცხოური ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი ჯვრის კავალერი „სამხედრო მამაცობისთვის“ („Virtuti militari“, პოლონეთი)
- საპატიო ლეგიონის ორდენის მეთაურის ჯვარი (1944, საფრანგეთი)
- თეთრი ლომის პირველი ხარისხის ორდენის დიდი ჯვარი (1945, ჩეხოსლოვაკია)
- 1939 წლის სამხედრო ჯვარი (1945, ჩეხოსლოვაკია)
- პარტიზანული ვარსკვლავის პირველი ხარისხის ორდენი (იუგოსლავია)
- „ხალხის წინაშე დამსახურებისთვის“ პირველი ხარისხის ორდენი (იუგოსლავია)
- წითელი დროშის ორდენი (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა)
- მედალი „მონღოლეთის სახალხო რევოლუციის 50 წელი“ (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა)
- მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისთვის“ (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა)
- წმინდა ალექსანდრეს ორდენის დიდი ჯვარი ხმლებით (1946, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა)
- „კორეის განთავისუფლებისთვის“ (1948, ჩრდილოეთი კორეა)
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гаглов И. И. Генерал армии А. И. Антонов. 2-е изд. М., 1987;
- Вожжов Г. А. АНТОНОВ // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 76.
- Harold Shukman. Stalin’s Generals. — New York: Grove Press, 1993.
- Bonn, Keith E. Slaughterhouse: Handbook of the Eastern Front. — Aberjona Press, 2005.
- S. M. Shtemenko. The Soviet General Staff. Progress Publisher, Moskva.
- Bonn, Keith E. (2005). Slaughterhouse: Handbook of the Eastern Front. Aberjona Press.
- Seweryn Bialer. Stalin and His Generals: Soviet Military Memoirs of World War II (англ.). — Pegasus, 1983. — ISBN 978-0-672-53597-0.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გამარჯვების ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სუვოროვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- კუტუზოვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- იაპონიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წლის მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- დაბადებული 27 სექტემბერი
- დაბადებული 1896
- გარდაცვლილი 18 ივნისი
- გარდაცვლილი 1962
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსეთის იმპერიის პრაპორშჩიკები
- სსრკ-ის არმიის გენერლები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილეები
- შტაბის უფროსები გერმანია-საბჭოთა კავშირის ომში
- საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის უფროსები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XIX ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XX ყრილობის დელეგატები
- ფრუნზეს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები
- დაკრძალულები ნეკროპოლში კრემლის კედელთან