ალექსი ადაშევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსი თედორეს ძე ადაშევი (რუს. Алексе́й Фёдорович Ада́шев, გ. 1561) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე. ივანე IV-თან დაახლოებული პირი, რჩეული რადის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დიდი როლი ითამაშა XVI საუკუნის 50-იანი წლების რეფორმების მომზადებაში. აქტიურად მონაწილეობდა ივანე IV-ის ომებსა და დიპლომატიურ საქმიანობაში. ხელმძღვანელობდა ივანე IV-ის მეფობის ქრონიკის შედგენას, ასტრახანისა და ყაზანის სახანოთა შემოერთების, დიპლომატიურ მომზადებას. ლივონიის ომის (1558-1583 წწ.) პერიოდში ალექსმა ყირიმის სახანოს წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას დაუჭირა მხარი და ამით ივანე IV-ის პოლიტიკას დაუპირისპირდა. 1560 წელს რჩეული რადის რეფორმებითა და ლივონიასთან არახელსაყრელი დაზავებით უკმაყოფილო თავადაზნაურობის ნაწილმა ალექსის ზურგი შეაქცია. იგი თანდათან ჩამოაცილეს ხელისუფლებას. 1560 წელს ვოევოდად გაგზავნეს ლივონიაში, რაც საპატიო გადასახლებას ნიშნავდა. იმავე წელს ივანე IV-ის ბრძანებით იურიევში გადაიყვანეს და დააპატიმრეს. იქვე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]