ალექსანდრე ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსიძე, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსიძე.
ტერმინს „ალექსანდრე ალექსიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე ალექსიძე (ბიზანტინოლოგი).

ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძე (ნამდვილი გვარი სონღულაშვილი) (დ. 1874, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1934, იქვე) — პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯოლდოვეს. 1896–1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე. 1902 წელს თბილისში დააარსა ქართული ცეკვის პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა 1934 წლამდე. მისი მოწაფეები იყვნენ ილიკო სუხიშვილი, მიხეილ სულხანიშვილი, ანტონ ჩიხლაძე, რუბენ ჭოხონელიძე და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვარამაძე ლ., მთაწმინდელი მოცეკვავე, «საბჭოთა ხელოვნება», 1962, № 2