ოთარ ალექსიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსიშვილი, ოთარ)
Jump to navigation Jump to search

ოთარ იასონის ძე ალექსიშვილი (დ. 30 მარტი, 1914, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1974, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1970).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს დაამთავრა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1934–1940 წლებში მუშაობდა მოსკოვის მეიერხოლდის სახელობის და გორკის სახელობის სამხატვრო თეატრებში რეჟისორ-სტაჟიორად, 1940–1972 წლებში ― დამდგმელ რეჟისორად საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ხოლო 1972 წლიდან იყო თბილისის ტელესტუდიის რეჟისორი. ალექსიშვილის მნიშვნელოვანი დადგმებია: გ. ხუხაშვილის „ცხოვრება კაცისა“, ს. შალიკაშვილის „უნიადაგონი“, ბ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, ნ. ვირტას „თვალუწვდენელი სივრცეები“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]