შინაარსზე გადასვლა

ალექსეი შჩერბაკოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსეი სერგეის ძე შჩერბაკოვი[1] (დ. 15 დეკემბერი, 1988) — რუსი კომიკოსი, იუმორისტი და ვიდეობლოგერი. ტელეკომპანია „ТНТ“-ს პროექტ „Stand Up“-ისა და ინტერნეტ-შოუ „Что было дальше?“-ის მონაწილე.

დაიბადა 1988 წლის 15 დეკემბერს ზელენოგრადში.[2][3] იზრდებოდა დედისა და მამინაცვლის მიერ, ასევე ჰყავს და. დედამისი, იულია — დიასახლისია, მამინაცვალი ალექსანდრი — საგზაო პოლიციის (ГИБДД) თანამშრომელი იყო.[4] ალექსეის თქმით, მისი ღვიძლი მამა, სერგეი, მდინარეში დაიხრჩო, როდესაც ალექსეი პატარა იყო.[5]

სასკოლო წლებში გატაცებული იყო მუსიკითა და სპორტით: უკრავდა ადგილობრივ როკ-ჯგუფში, დაკავებული იყო აკრობატიკითა და პარკურით.[4] სკოლაში სწავლისას გაიცნო გოგონა, სახელად ელენა, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა.[5][6]

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ალექსეი ცდილობდა ჩაებარებინა იმავე უნივერსიტეტში, სადაც ელენა სწავლობდა, მაგრამ ვერ მოახერხა.[5] მოგვიანებით ის ჯარში წავიდა სატამბოვო 16-ე ცალკეულ გვარდიულ სპეცდანიშნულების ბრიგადაში. 2011 წელს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსეიმ ცოლად შეირთო ელენა,[6] რომელსაც 7 წლის განმავლობაში ეტრფოდა.[4] ქორწინებაში მათ შეეძინათ ვაჟი დანილა, მოგვიანებით კი მეორე ვაჟი — ეგორი. შჩერბაკოვმა მუშაობა დაიწყო მოსკოვის მეტროპოლიტენში მონტაჟორად,[5] სადაც 6 წელი იმუშავა.

2012—2015: პირველი ნაბიჯები, დებიუტი ტელევიზიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ალექსეი შჩერბაკოვმა მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „ТНТ“-ს იუმორისტული შოუ „Comedy Баттл“-ის მესამე სეზონში, რომლის მიზანიც „Comedy Club“-ის რეზიდენტობა და ოჯახის რჩენა იყო.[7] ჟიურის წევრებს მისი გამოსვლა არ მოეწონათ და შჩერბაკოვმა შოუ დატოვა. ერთი წლის შემდეგ მან კვლავ სცადა ძალები „Comedy Баттл“-ის მეოთხე სეზონში.[8] პირველ ტურში ალექსეი გამოვიდა მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც მისი მამინაცვალი[4][5] ინსულტით გარდაიცვალა. ჟიურის წევრ სერგეი სვეტლაკოვის წყალობით, რომელმაც მასში პოტენციალი დაინახა, ალექსეიმ მოახერხა სეზონის შემდეგ ეტაპზე გადასვლა,[9] თუმცა ამ სეზონში მან ვერ გაიარა იმპროვიზაციის ეტაპი და შოუ კვლავ დატოვა.

2013 წელს შჩერბაკოვმა შექმნა თავისი YouTube-არხი.[10] 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, მას 1,71 მლნ გამომწერი და 95 მლნ ნახვა ჰქონდა.

2015 წელს ალექსეი შჩერბაკოვი ხდება „ТНТ“-ს ტელეშოუ „Stand Up“-ის რუბრიკა „ღია მიკროფონის“ (Открытый микрофон) ხშირი მონაწილე, რაც სტენდაპ-კომიკოსების, არტურ ჩაპარიანისა და იდრაკ მირზალიზადეს მიერ შოუს ძირითად რეზიდენტ სლავა კომისარენკოსთან მისი წარდგენის დამსახურება იყო.[4] რამდენიმე გამოსვლის შემდეგ კომიკოსმა მიიღო შემოთავაზება გამხდარიყო შოუს ძირითადი რეზიდენტი, რომელშიც ის დღემდე მონაწილეობს.[4]

2016 წელს პერიოდულად ჩნდებოდა არტურ ჩაპარიანისა და იდრაკ მირზალიზადეს ინტერნეტ-შოუში „ВечерВечер“, სადაც მონაწილეობდა სკეტჩებსა და გათამაშებებში.[11]

2018 წელს მონაწილეობა მიიღო „ТНТ“-ს ახალ შოუში ნაკლებად ცნობილი დამწყები კომიკოსებისთვის — „ღია მიკროფონი“ (მესამე სეზონი).[12] ჟიურის წევრების აზრით, შჩერბაკოვი სხვებთან შედარებით უფრო გამოცდილი კომიკოსი იყო და ამ მიზეზით სეზონში მონაწილეობა აღარ გააგრძელა. 2018 წელს ხდება ტელეკომპანია „ТНТ4“-ის შოუ „Прожарка“-ს მონაწილე,[13] რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მასხრად იგდებენ მოწვეულ სტუმარსა და შოუს სხვა კოლეგებს. ამავე წელს შჩერბაკოვი გახდა YouTube-არხ „LabelCom“-ის რეზიდენტი,[14] სადაც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შოუში: „Созвон“, „Кто здесь комик“, „Что было дальше?“ და სხვა.

2019 წლის 18 დეკემბერს შჩერბაკოვი და შოუ „Что было дальше?“-ის გუნდი სტუმრად ეწვივნენ „პირველი არხის“ (Первый канал) შოუს „Вечерний Ургант“.[15][16]

2020 წლის 28 იანვარს იური დუდის ინტერნეტ-შოუ „вДудь“-ის სტუმარი გახდა ინტერვიუს ფორმატში.[5][17]

პანდემიის პერიოდში (2020 წლის აპრილი) მონაწილეობა მიიღო Esquire-ის პროექტში, რომლის გმირებიც გახდნენ რუსი სტენდაპ-კომიკოსები: ნურლან საბუროვი, ალექსეი შჩერბაკოვი, იულია ახმედოვა, ვანია უსოვიჩი, საშა მალოი, ვასილი მედვედევი, ევგენი ჩებატკოვი, რასულ ჩაბდაროვი, დენის ჩუჟოი და კირილ სელეგეი.[18]

  1. Алексей Щербаков დაარქივებული 2019-12-04 საიტზე Wayback Machine.  — Вокруг ТВ
  2. Алексей Щербаков: «Я злой, хороший, неприятный человек». Журнал Esquire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-09. ციტირების თარიღი: 2020-04-27.
  3. Виталий Халюков. (2019-12-26) Комик Алексей Щербаков ужасно переоценен – он просто слабый. За что его так любят?. Палач. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-23. ციტირების თარიღი: 2020-04-27.
  4. 1 2 3 4 5 6 Алексей Щербаков — в новом выпуске шоу «Интервью с комиком» დაარქივებული 2020-01-29 საიტზე Wayback Machine. — The Flow
  5. 1 2 3 4 5 6 Комик Алексей Щербаков — в гостях у Дудя დაარქივებული 2020-01-29 საიტზე Wayback Machine. — The Flow
  6. 1 2 Алексей Щербаков у Дудя: «Когда вижу жену, чувствую тот трепет, который был в школе» დაარქივებული 2020-02-04 საიტზე Wayback Machine. — Starhit
  7. Comedy Баттл. Новый сезон — Лёха (1 тур) — Comedy Баттл
  8. Comedy Баттл. Без границ — Леха (1 тур) 05.07.2013 — Comedy Баттл
  9. Comedy Баттл. Без границ — Леха (2 тур) 08.11.2013 — Comedy Баттл
  10. Алексей Щербаков. YouTube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-30. ციტირების თარიღი: 2020-04-27.
  11. вечервечер s01e07 (Денис Косяков, скандальный выпуск) დაარქივებული 2019-12-16 საიტზე Wayback Machine. — Stand Up Club #1
  12. Открытый микрофон: Алексей Щербаков — Про жирных — Открытый микрофон
  13. «Прожарка» Ольги Бузовой. Пилотный выпуск. Бой за эфир! დაარქივებული 2019-10-30 საიტზე Wayback Machine. — Прожарка
  14. LABELCOM დაარქივებული 2020-01-29 საიტზე Wayback Machine. — Medium Quality
  15. Команда шоу «Что было дальше?» «выбрала путь эксцентрики» на «Вечернем Урганте» დაარქივებული 2020-01-09 საიტზე Wayback Machine. Афиша Daily
  16. Резиденты YouTube шоу «Что было дальше?». Вечерний Ургант. 1219 выпуск от 18.12.2019 დაარქივებული 02-02-2020 საიტზე Wayback Machine. Первый канал
  17. Щербаков vs Долгополов, кто победит? Шоу Дудя заставило людей сравнить комиков, и симпатии в пользу первого. MediaLeaks (2020-01-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-03. ციტირების თარიღი: 2020-04-27.
  18. Смейтесь, сидя дома: Esquire запустили большой проект о российском стендапе. Harper’s Bazaar - модный женский журнал. ციტირების თარიღი: 2020-04-27.