ალექსეი ულიუკაევი
ალექსეი ულიუკაევი (რუს. Алексе́й Валенти́нович Улюка́ев; დ. 23 მარტი, 1956, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
2013 წლის 24 ივნისიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2000-2004 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის მოადგილე. 1990-იან წლებში იყო ეგორ გაიდარის აქტიური მომხრე, იყო მისი მრჩეველი ელცინის მთავრობაში, მონაწილეობდა 1990-იანი წლების ეკონომიკური რეფორმების გატარებაში.
2016 წლის 15 ნოემბრიდან ბრალი ედება „Роснефть“-ის დირექტორ იგორ სეჩინისთვის 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის გამოძალვაში.
2017 წლის 15 დეკემბერს სასამართლომ ულიუკაევს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და 130 მილიონი რუბლი ჯარიმა მიუსაჯა.
19 დეკემბერს მისმა ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა. აპელაციის განხილვის შემდეგ, 2018 წლის 12 აპრილს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა განაჩენი, თუმცა, გააუქმა მისი ის ნაწილი, რომლის თანახმადაც ულიუკაევს არ შეეძლო საჯარო სამსახური გათავისუფლებიდან რვა წლის განმავლობაში.
კორუფციული სკანდალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 14 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამართველოს ოპერატიული თანხლებით დააკავა ულიუკაევი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით.[1][2] მას ედავებოდნენ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევაში (სახელმწიფო მოღვაწეობით დაკავებული პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება).[3] უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ულიუკაევით მის დაპატიმრებამდე ერთი წლით ადრე იყო დაკავებული.[4]
2016 წლის 15 ნოემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გაათავისუფლა ულიუკაევი და ორი თვით საშინაო პატიმრობაში მოათავსა.[5][6] ამავე დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტმა იგი თანამდებობიდან „ნდობის დაკარგვის“ გამო გაათავისუფლა.[7][8] 2017 წლის იანვარში კუდრინის პატიმრობა 15 აპრილამდე გადაიდო, ხოლო მისი საქმის განხილვა 17 მაისამდე. სასამართლომ აგრეთვე ყადაღა დაადო ულიუკაევის ქონებას.[9].
2017 წლის 13 ივლისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გაახანგრძლივა ულიუკაევის საშინაო პატიმრობა 15 აგვისტომდე. ულიუკაევის დაცვამ სამი შუამდგომლობა შეიტანა, რის შემდეგაც საქმე სასამართლოს განხილვაში გადავიდა.[10][11]
8 აგვისტოს,[12] პირველად რუსეთის ისტორიაში დაიწყო კორუფციაში ბრალდებული მინისტრის ღია სასამართლო პროცესი.[13] 2017 წლის 16 აგვისტოს ზამოსკვერეცკის სასამართლომ უარი თქვა ულიუკაევის დაცვის თხოვნაზე, საქმე კვლავ პროკურატურაში დაებრუნებინა. სასამართლო აგრეთვე არ დაეთანხმა დაცვის აზრს, რომლის თანახმადაც ულიუკაევის განაჩენი წინააღმდეგობაში მოდიოდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან.[14][15]
სასამართლო პროცესის განმავლობაში გამოვიდა 15 მოწმე; აგრეთვე საჯარო გახდა ალექსეი ულიუკაევის და იგორ სეჩინის საუბრის ჩანაწერი. მეორე სხდომაზე, 1 სექტემბერს გამოვიდნენ „Роснефть“-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი ბარანოვი და ეკონომიკის განვითარების სამინისტროს კორპორატიული მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ოქსანა ტარასენკო.[16] მას შემდეგ, რაც ზამოსხვერეცკის რაიონულ სასამართლოში პროკურორმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რანაირად მისცა ულიუკაევს სეჩინმა ქრთამი, უკაკასკნელმა განაცხადა, რომ „ეს არის პროფესიონალური კრეტინიზმი“ და რომ ინფორმაციაში იყო „სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ცნობები“, რომელთა გასაჯაროებაც არ შეიძლებოდა.[17][18] ინფორმაციაში რამდენჯერმე ნახსენებია „კალათი ძეხვით“, მაგრამ, არ არის ნახსენები ფული.[19] ულიუკაევი თვლის, რომ არის პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც დაფუძნებული იყო სეჩინის და ოლეგ ფეოკტისტოვის „ყალბ დასმენაზე“.[20] 2017 წლის 4 დეკემბერს პროკურორმა გამოაცხადა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია: ულიუკაევის ბრალდებულად ცნობა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის 290-ე მუხლის 6-ე თავის დარღვევაში, მისთვის თავისუფლების აღკვეთა ათი წლით და 500 მილიონი რუბლის ჯარიმის დაკისრებას. საპასუხოდ, ულიუკაევმა მოითხოვნა სეჩინის და ფეოკტისტოვის პასუხისგებაში მიცემა „ყალბი დასმენისთვის“ და ოპერატიული თანამშრომლების დასჯა პროვოკაციის ორგანიზებისთვის. პირველი ინსტანციის სასამართლოში სეჩინი არ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ იყო იქ დაბარებული.[21].
7 დეკემბერს წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში ულიუკაევმა არ ცნო თავი დამნაშავედ და ჩამოთვალა კანონის დარღვევის არაერთი ფაქტი, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ წარმართული პროცესის დროს.[22] სასამართლომ ულიუკაევი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის მიღებაში ცნო დამნაშავედ; მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და 130 მილიონი რუბლის გადახდა მიესაჯა. იგი დააპატიმრეს სასამართლოს დარბაზში და მოათავსეს ლეფორტოვოს იზოლატორში.[23][24].
2018 წლის 12 აპრილს, ულიუკაევის აპელაციის განხილვის შემდეგ, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ძველი განაჩენი, თუმცა, მოხსნა აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გათავისუფლებიდან რვა წლის შემდეგ ულიუკაევი არ უნდა აეყვანატ საჯარო სამსახურზე. ამის შემდეგ, განაჩენი ძალაში შევიდა.[25] 2018 წლის 31 მაისს გადაიყვანეს ტვერსკის ოლქის №1 კოლონიაში, სადაც ულიუკაევი ბიბლიოთეკარად მუშაობს.[26].[27]
განაჩენი გააკრიტიკეს მიხეილ კასიანოვმა, ლიუდმილა ალექსეევამ, ალექსეი კუდრინმა,[28] ქსენია სობჩაკმა[29] და გრიგორი იავლინსკიმ.[30]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биография на сайте Центрального банка РФ
- Информация об А. В. Улюкаеве на образовательном портале «Экономика. Социология. Менеджмент» დაარქივებული 2010-03-18 საიტზე Wayback Machine. .(რუსული) — 07.01.2009.
- Улюкаев Алексей Валентинович. Издательство «Время»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Возбуждено уголовное дело в отношении министра экономического развития Алексея Улюкаева (HTML). Следственный комитет Российской Федерации (2016-11-15). ციტირების თარიღი: 2016-11-15.
- ↑ Министр экономического развития России Алексей Улюкаев, о задержании которого в ночь на 15 ноября сообщил Следственный комитет, больше года находился в разработке ФСБ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-06. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
- ↑ Алексею Улюкаеву предъявлено обвинение в получении взятки с вымогательством и в особо крупном размере — Следственный Комитет Российской Федерации
- ↑ Источник: Улюкаев находился в разработке ФСБ больше года
- ↑ Главные события — Interfax-Russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
- ↑ Суд поместил Улюкаева под домашний арест — Политика — МК
- ↑ Главные события — Interfax-Russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
- ↑ Кого могли взять в разработку, кроме Улюкаева, и что не так с историей задержания министра
- ↑ В СКР раскрыли размер арестованного имущества Улюкаева
- ↑ Суд оставил Улюкаева под домашним арестом (13.07.2017).
- ↑ Суд оставил Улюкаева под домашним арестом (13.07.2017).
- ↑ Суд начнет рассматривать дело Улюкаева 8 августа. runews24.ru. ციტირების თარიღი: 2017-08-02.
- ↑ Улюкаева приговорили к восьми годам. Что выяснилось за время процесса? Русская служба Би-би-си, 15.12.2017
- ↑ Суд отказался возвращать дело Улюкаева в прокуратуру (16.08.2017).
- ↑ Суд отказался вернуть дело Улюкаева в прокуратуру (16.08.2017).
- ↑ Сергей Горяшко. Дело Улюкаева: что рассказали первые свидетели Русская служба Би-би-си, 01.09.2017
- ↑ «Корзиночка Сечина»: всё хуже, чем мы думали, 8 сентября 2017
- ↑ Среди закупок «Роснефти» обнаружилась «корзина для фруктов плетёная» დაარქივებული 2018-11-06 საიტზე Wayback Machine. , 6 сентября 2017
- ↑ Сечин нашёл в деле Улюкаева «негодный объект», 10.09.2017
- ↑ Улюкаев ответил цитатой из Гоголя на слова Сечина про «профессиональный кретинизм» прокуроров დაარქივებული 2019-01-03 საიტზე Wayback Machine. , 11 сентября 2017
- ↑ Вера Челищева «Главному провокатору в суде просто нечего сказать» // Новая газета. — 2017. — № 136. — 06.12.2017 — С.4
- ↑ Вера Челищева «Я слишком часто шел на компромиссы…» // Новая газета. — 2017. — № 137. — 08.12.2017 — С. 2
- ↑ Росбизнесконсалтинг, 15 декабря 2017. Суд приговорил Улюкаева к 8 годам строгого режима
- ↑ Вера Челищева «А корзинку уничтожить» // Новая газета. — 2017. — № 141. — 18.12.2017 — С. 5-6
- ↑ Мосгорсуд оставил в силе приговор Улюкаеву, разрешив занимать госдолжности. NEWSru.com. ციტირების თარიღი: 2018-04-12.
- ↑ Экс-министра Алексея Улюкаева отправили в колонию. РБК. ციტირების თარიღი: 2018-05-31.
- ↑ ФСИН объяснила работу Улюкаева, Белых и Реймера библиотекарями в колониях. РБК (2018-08-02). ციტირების თარიღი: 2018-08-02.
- ↑ Кудрин назвал «ужасным» и «необоснованным» приговор Улюкаеву
- ↑ Собчак назвала приговор Улюкаеву негуманным
- ↑ Будут посадки: Касьянов и Явлинский поделились плохими предчувствиями