ალექსეი ტოლსტოის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსეი ტოლსტოის სახლ-მუზეუმი

ალექსეი ტოლსტოის სახლ-მუზეუმი
53°11′38″ ჩ. გ. 50°05′44″ ა. გ. / 53.1940889° ჩ. გ. 50.0957194° ა. გ. / 53.1940889; 50.0957194
დაარსდა 1881-1882
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა სამარა
სტატუსი მუზეუმი
Map

ალექსეი ტოლსტოის სახლ-მუზეუმი (რუს. Музей-усадьба Алексея Николаевича Толстого) — სახლ-მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში ფრუნზეს ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა 1881-1882 წლებში გადამდგარ შტაბსკაპიტან ა. ვერნერის დაკვეთით აიგო. 1899 წლის ბოლოს სახლის ალექსეი ტოლსტოის მამინაცვალ ალექსეი ბოსტრომის საკუთრება გახდა და 1918 წლამდე მას ეკუთვნოდა, სანამ შენობის ნაციონალიზაცია არ მოხდა და კომუნალურ საცხოვრებლად არ გადაკეთდა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარ-მიდამო ორი ერთნაირი დაგეგმარების ორსართულიანი სახლისგან, ფლიგელისგან და სამეურნეო ნაგებობებისგან შედგებოდა. შენობების წინა ნაწილში ხუთოთახიანი ბინები მდებარეობდა — თითოეულ სართულზე ორ-ორი. უკანა ნაწილში (მიშენებაში) მსახურთა სათავსოები, საწყობები და სამზარეულოები იყო განლაგებული. სახლის მეპატრონის, ალექსეი ბოსტრომის ოჯახი შენობის მარჯვენა მხარეს, მეორე სართულზე მდებარე ბინაში ცხოვრობდა. დანარჩენი ბინები ქირით გაიცემოდა. ფლიგელის პირველ სართულზე მდებარეობდა: მეეზოვის ოთახი, სამზარეულო, ხოლო სარდაფში სამრეცხაო. ეზოს ნაწილი ორ ფანჩატურიან ბაღს ეკავა, რომლებიც დიდებისა და პატარებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნებით იყო აღჭურვილი. კარ-მიდამოს ტერიტორია შემონახულია თავის ისტორიულ საზღვრებში, მასზე აღდგენილია საკარმიდამო ნაგებობები.

მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითად სამუზეუმო ექსპოზიციებს წარმოადგენს ალექსეი ტოლსტოისა და მისი დედის — მწერალ ალექსანდრა ბოსტრომის წერილები, დღიურები, ფოტოები, წიგნები და პირადი ნივთები. მუზეუმის ფონდებში დაცულია ალექსეი ტოლსტოის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული 10 ათასზე მეტი დოკუმენტი და მასალა. ექსპოზიციაში ცენტრალური ადგილი მემორიალურ ბინას უკავია, რომელშიც მომავალი ავტორი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. დარბაზების შინაური მდგომარეობა დამთვალიერებელს XIX-XX საუკუნეების პროვინციული ქალაქის ატმოსფეროში ამოგზაურებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]