ალექსეი ბერეგოვოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსეი ბერეგოვოი
სრული სახელი ალექსეი გრიგორის ძე ბერეგოვოი
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1947
დაბ. ადგილი ნოვოშახტინსკი, რსფსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
პერიოდი 1968-დღემდე
ჟანრი პროზა

ალექსეი ბერეგოვოი (რუს. Алексей Григорьевич Береговой; დ. 4 ივლისი, 1947, ნოვოშახტინსკი, რსფსრ, სსრკ) — რუსი და საბჭოთა მწერალი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი. რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი (1992), რუსეთის მწერალთა კავშირის როსტოვის რეგიონალური განყოფილების რამდენიმე მოწვევის მმართველობის წევრი (1993-2006), რუსეთის ლიტერატურული ფონდის როსტოვის რეგიონალური განყოფილების მმართველობის თავმჯდომარე, რუსეთის მწერალთა კავშირის როსტოვის რეგიონალური განყოფილების მმართველობის წარმომადგენელი (2011-დან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსეი ბერეგოვოი 1947 წლის 4 ივლისს როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში დაიბადა სამხედროს ოჯახში. მისი მამის სამსახურიდან გამომდინარე ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს მთელი სსრკ-ის მასშტაბით. 1957 წელს მამის დემობილიზაციის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად დონის როსტოვში გადავიდა.

1962 წელს ალექსეი ბერეგოვოიმ დონს როსტოვის № 83 სკოლის რვა კლასი დაამთავრა. მის შემდეგი სასწავლებელი იყო როსტოვის სამშენებლო ტექნიკუმი, რომელიც 1966 წელს დაამთავრა.

1966-დან 1968 წლამდე მსახურობდა ჯარში, სადაც სწავლობდა უმცროსი საავიაციო სპეციალისტების სკოლაში, შემდეგ ასტრახანის ოლქში (ავიაბაზა ტრუსოვო) მდებარე ვარშავის ხელშეკრულების საბრძოლო ავიაციის გამოყენების სასწავლო ცენტრში. დემობილიზაციის შემდეგ, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, დონის როსტოვის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციების განყოფილების ხელმძღვანელად.

ალექსეი ბერეგოვოი ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს დონის როსტოვში.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემულია მწერლის შემდეგი ნაწარმოებები:

ცალკეული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Свои и чужие. Повесть и рассказы. — Ростов н/Д: Рост. кн. изд-во. 1990
  • Красные огни. Повесть. — Ростов н/Д: РИО. 1991.
  • Переправа. Повести и рассказы. — Ростов н/Д: Икар. 2001.
  • Российские финансы и финансовый Ростов. — Ростов н/Д: Папирус, 2002.
  • Ведущие адвокаты Ростовской области. — Ростов н/Д: Папирус, 2002.
  • Подстава. Детективный роман. — Москва: АСТ-пресс, 2002.
  • Подстава-2 — Осиное гнездо Детективный роман. — Москва: АСТ-пресс, 2003.
  • Капкан. Психологиеский роман. — Москва: Книги искателя. 2005.
  • След рубина: Роман. – Ростов н/Д: Изд. „Ростовкнига“ 2006.
  • Охота на миражи: Роман. – Ростов н/Д: Изд. „Ростовкнига“ 2007..
  • Капкан для лохов: Роман. – Ростов н/Д: Изд. „Ростовкнига“ 2008.
  • Рубины сарматской короны: Повести и рассказы. – Таганрог: Изд. „НП «Центр развития личности“. 2008.

ჟურნალის პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Эх, Фаина!..“, Даданэ. Рассказы. – Литературно-художественный журнал „Дон“. №7 – 1089 г.
  • Колхоз – взгляд изнутри. Очерк. – Литературно-художественный журнал „Дон“. №9 – 1990 г.
  • Синие тени на стёртых камнях. Повесть. – Литературно-художественный журнал „Орфей“. №3 – 1993.
  • Дыханье океана на улицах Ростова. Очерк – Журнал „Транспорт юга России“. №12– 2001 г.
  • Нетрудовой доход. Повесть. – Литературно-художественный журнал „Дон“. № 1-2 – 2002 г.
  • Переправа. Рассказ. – Литературно-художественный журнал „Подъём“. №5 – 2008.
  • Синие тени на стёртых камнях. Повесть. – Литературно-художественный альманах „Дон и Кубань“. № 2 – 2009.
  • Капкан для лохов. Роман. Ч.I. – Литературно-художественный альманах „Дон и Кубань“. № 2 (8) – 2010.
  • Капкан для лохов. Роман. Ч.II. – Литературно-художественный альманах „Дон и Кубань“. № 3 (9) – 2010.
  • Капкан для лохов. Роман. Ч.III. – Литературно-художественный альманах „Дон и Кубань“. № 4 (10) – 2010.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Большая биографическая энциклопедия. 2009
  • Алексей Григорьевич Береговой. Газ. Донской писатель №2 2012.
  • Справочник. Ростовское региональное отделение Союза писателей России. 2011.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]