ალექსეევკის ტყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსეევკის ტყე (რუს. Алексеевский лес) — ტყის მასივი, რომელიც მდებარეობს მატვეევო-კურგანის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, იქ სადაც ერთდებიან მდინარეები კრინკა და მიუსი. ტყის ფართობია 1 000 ჰა. მნიშვნელოვანია, როგორც ნიადაგის დაცვის, ასევე წყლის დაცვის კუთხითაც, რის გამოც შეტანილია საოლქო მნიშვნელობის ბუნების ძეგლების სიაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსეევკის ტყის პირველი ნაწილი გააშენეს 1840 წელს დაახლოებით 33 დესეტინა მიწის ფართობზე. გადაწყვეტილება ტყის გაშენების შესახებ მიიღო ტაგანროგის ქალაქის თავმა. ტყის გაშენებაში მონაწილეობდა ადგილობრივი მემამულე ფურსოვი, რადგანაც ხეები დარგეს მისი ნაკვეთებიდან მოყოლებული ატამან ალექსი ილივაისკოს ადგილებამდე. ამ უკანასკნელის პატივისცემის ნიშნად სოფელსაც და ტყესაც უწოდეს ალექსეევკა, ალექსეი ილოვაისკი იყო ატამან ალექსეი ივანეს ძე ილოვაისკოს შვილიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 1775 წლიდან 1796 წლამდე. მისი შვილიშვილი ასევე ალექსეი, თავის დროზე ყურადღებას ამახვილებდა არა სამხედრო საქმეებზე, არამედ ცდილობდა დონის მხარეში სტაბილური ცხოვრებისათვის შეეწყო ხელი. ატამანი ალექსი ვასილის ძე ილოვაისკი ხელისუფლებაში იყო 1821 წლიდან 1826 წლამდე. სწორედ მან შეუწყო ხელი ტყის მელიორაციის საქმიანობას[1].

1992 წელს ალექსეევკის ტყის გამოკვლევის შედეგად, მონიშნეს ბევრი მუხა, რომელიც 150 წლის ასაკში იყვნენ. ისინი იმყოფებოდნენ კარგ მდგომარეობაში, სიმაღლით 25-30 მეტრი, რომელთა დიამეტრიც 20 მეტრს შეადგენდა. ალექსეევკის ტყე მდებარეობს ტაგანროგიდან სარკინიგზო გზით ერთი საათის სავალზე. ომის შემდეგ ტყე პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა ტურისტებისთვის[1].

ამჟამად ალექსეევკის ტყეში მიმდინარეობს უკანონო ჭრა და ხდება დანაგვიანება. ტურისტების რიცხვი, რომლებიც სტუმრობენ ალექსეევკის ტყეს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა, ძირითადად ტაგანროგისა და დონის როსტოვის მოსახლეობის ხარჯზე. შესაბამისი ორგანოები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ალექსეევკის ტყეს. ტერიტორია არ გაწმენდილა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშიც კი. ტყე სავსეა ხმელი და წაქცეული ხეებით, რის გამოც ტყეში გავრცელდა სოკოვანი დაავადება, რომელიც სპობს და ანადგურებს ასევე ჯანმრთელ მუხებსაც და კოპიტებსაც[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]