ალექსა ჩანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსა ჩანგი
ალექსა ჩანგი
ალექსა ჩანგი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი 1983
დაბ. ადგილი ჰემფშირი, დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 1.73 სმ
მკერდი 81 სმ
წელი 61 სმ
თეძო 91 სმ
თმის ფერო ყავისფერი
თვალები ცისფერი
ეროვნება ინგლისელი

ალექსა ჩანგი (ინგლ. Alexa Chung; დ. 5 ნოემბერი, 1983) — ინგლისელი ტელეწამყვანი, მოდელი და ბრიტანული Vogue-ის დამხმარე რედაქტორი. 16 წლიდან ეწევა სამოდელო საქმიანობას. კარიერის დასაწყისში მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან „ფანტა“, „სონი ერიქსონი“, „ტამპაქსი“. ოთხი წლის შემდეგ დაანება მოდელობას თავი და კურსი აიღო მოდის ჟურნალისტიკისკენ. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად მოდური გადაცემა მიჰყავდა 2009 წელს მიიღო ვივიენ ვესტვუდის კოლექციაში მონაწილეობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს გახდა DKNY jeans-ის სახე, 2010 წელს ასევე გახდა Lacoste-ის სახე. 2012 წელს მან მიიღო მონაწილეობა სტელა მაკარტნის შოუში ლონდონის ფეშენ ვიქზე. 2009 წელს ჩანგი Channel 4-დან გადავიდა MTV Rocks-ზე, სადაც მიჰყავდა საავტორო გადაცემა It's On with Alexa Chung, ჩანგი მუშაობდა 24 Hour Catwalk. 2012 წლიდან მიჰყავდა გაცემა Fuse news, რომელის მოულოდნელად დატოვა 2013 წლის დეკემბერში.

ჩანგი 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ივნისამდე წერდა ყოველთვიურ სვეტებს ბრიტანულ ვოგში. 2009 წლის ივნისში სტატიებს წერდა კვლავ ბრიტანულ ვოგში და იყო დამხმარე რედაქტორი. მან ამ პერიოდში ჩაწერა ინტერვიუები კარლ ლაგერფელდთან და კრისტოფერ კეინთან. ჩანგის პირველი წიგნი „It“ გამოიცა 2013 წლის 5 სექტემბერს.

ის მუდმივად ხვდება საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში, არის რეგულარული მოდელი ვოგისთვის, ელლისთვის, ჰარპერ ბაზარისთვის და ხშირად პირველ რიგებშია მოდის კვირეულების დროს. 2009 წლეს „მალბერის“ მოდის სახლმა გამოუშვა ჩანთების კოლექცია სახელად „Alexa“. 2010 წლის თებერვალში ჩანგმა ითანამშრომლა J.Crew's Madewell-თან და შექმნა ქალის ხაზი. მან Madewell-თან ერთად გამოუშვა მეორე კოლექციაც 2011 წლის სექტემბერში.

ანა ვინტურმა ალექსა დაახასიათა როგორც „ფენომენალური“ და „ახალი თაობის ქეით მოსი“, შანელის დიზაინერმა კარლ კაგერფელდი ჩანგს აღწერს როგორც „ლამაზი, ჭკვიანი და თანამედროვე გოგონა“. ბრიტანულ მოდის დაჯილდოებაზე ჩანგმა 2011, 2012 და 2013 წლებში გაიმარჯვა, როგორც ბრიტანეთის სტილმა, მან ეს ნომინაცია მიიღო ხალხისგან.

ჩანგი ცხოვრობდა მოდის ფოტოგრაფ დევიდ ტიტლოუსთან, წყვილი 2006 წელს დაშორდა ერთმანეთს, ალექსას ჰქონდა მცირეხნიანი ურთიერთობა ბრიტანელ მუსიკოსთან ჯეიმზ რაიტონთან, რომელიც ამჟამაც ცნობილი ბრიტანელი მსახიობის კირა ნაიტლის მეუღლეა.

ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ჩანგს ჰქონდა ბრიტანელ მუსიკოსთან Arctic Monkeys-ის სოლისტთან ალექს ტერნერთან, ისინი ერთმანეთს 2007 წლის აპრილში შეხვდნენ კოაჩელას ფესტივალზე, 2007 წლის ივლისში კი ურთიერთობა დაიწყეს, რომელმაც 2011 წლის ივლისამდე გასტანა. ისინი ერთად ლონდონსა და ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. დაშორების მიზეზად კი გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს. ისინი ალექსას თქმით დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან.

ტერნერთან დაშორების შემდეგ ალექსა ჩანგმა იყიდა ბინა ნიუ-იორკში, ისტ-ვილიჯში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]