ალექსანდრ პიპერსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრ პიპერსკი
რუს. Александр Чедович Пиперски
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი, 1989(1989-10-09) (34 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  რუსეთი
საქმიანობა მეცნიერების პოპულარიზატორი, რედაქტორი, ენათმეცნიერი, research fellow და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Faculty of Humanities, Institute of Linguistics, Russian State University for the Humanities და Russian Presidential Academy of National Economy and Public Administration
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და academic aspirant
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ხელოვნების მაგისტრი
ნათესავ(ებ)ი Arkady Galinsky და Irina Galinskaya
ჯილდოები Enlightener Prize

ალექსანდრ პიპერსკი (რუს. Алекса́ндр Че́дович Пипе́рски; დ. 9 ოქტომბერი, 1989, მოსკოვი) — რუსი ენათმეცნიერი ლინგვისტიკის პოპულარიზატორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ-თანამაშრომელი და უფროსი მასწავლებელი.

პრემია „პროსვეტიტელ“-ის 2017 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ჰუმანიტარული მეცნიერებები“.

ალექსანდრ პიპერსკი არის პრემია „პროსვეტიტელ“-ის („განმანათლებელი“) ლაურეატი ნომინაციაში „ჰუმანიტარული მეცნიერებები“ (2017).

სამეცნიერო-პოპულარიზატორული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ავტორი ენათმეცნიერებისა და ხელოვნური ენების სხვადასხვა თემებზე.
  • 2017 წელს გამოვიდა „ენების კონსტრუირება, ესპერანტოდან დოთრაკის ენამდე“.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Александр Пиперски. Конструирование языков. От эсперанто до дотракийского. (ენების კონსტრუირება. ესპერანტოდან დოთრაკიმდე) — М.: Альпина нон-фикшн, 2017. — გვერდი 223. — ISBN 9785916716351.
  • Максим Кронгауз, Александр Пиперски, Антон Сомин. Сто языков. Вселенная слов и смыслов. (ასი ენა. სიტყვებისა და აზრების კოსმოსი) — М.: АСТ, 2018. — გვერდი 224. — ISBN 9785171046965.

საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრ პიპერსკის საჯარო გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.
  1. „გერმანიკული ენებისა და გერმანიკული წარმოშობის ხალხთა კლასიფიკაცია“
  2. „გერმანიკული ენები“
  3. „სუსტი და ძლიერი ზმნები გერმანიკულ ენებში“
  4. „გრიმის კანონი გერმანიკულ ენებში“
  5. „ძველი ზემოგერმანული ენა“
  6. „გოთური ენა“
  7. „ძველინგლისური ენა“
  8. „რუსენორსკი“
  9. „რედუპლიკაცია რუსულ ენაში“
  10. „სრულ- და უსრულასპექტიანი ზმნები“
  11. „ესპერანტო“
  12. „რიცხვითი სახელი ხელოვნურ ენებში“
  13. „მანქანური თარგმანი, ეროტიკულ თარგმანთა კორპუსი და ფემინიტივები“
  14. „რატომ იგონებენ ადამიანები ენებს?“
  15. „როგორ ჩნდება ხალხთა სახელდებები?“
  16. „რა ხდება რუსულ ენაში ამწუთას?“
  17. „შეთანხმებები ენაში - Bed and breakfast, rock’n’roll, Stars and Stripes...“
  18. „რას ნიშნავს სწორი მეტყველება და როგორ ჩნდება ენობრივი ნორმები“
  19. „ლექსიკური შეთანხმება“
  20. „ფრეკვენტულობა ენაში“
  21. „ბგერათა შორის აზრობრივი განსხვავების, ფონემებისა და მინიმალური წყვილების მეთოდის შესახებ“
  22. „ხელოვნური ენები: დაწყებული ესპერანტოთი ვიდრე ელფურ ენამდე“
  23. „საზოგადოების სტრუქტურა და ენის სირთულე“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლა“ დაარქივებული 2019-01-17 საიტზე Wayback Machine. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური გვერდი