ალექსანდრ ლოკშინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრ ლოკშინი
Tatyana Apraksina - Portrait of the Composer Alexander Lokshin - 1987.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი 1920(1920-09-19)[1]
დაბ. ადგილი Biysk[2]
გარდ. თარიღი 11 ივნისი 1987(1987-06-11)[3] [1] (66 წლის) ან 12 ივნისი 1987(1987-06-12)[4] (66 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
ჯილდოები რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
საიტი lokshin.org
ალექსანდრ ლოკშინი ვიკისაწყობში

ალექსანდრ ლაზარეს ძე ლოკშინი (რუს. Алекса́ндр Ла́заревич Локши́н; დ. 19 სექტემბერი, 1920, ბიისკი, ალთაის მხარე, დასავლეთ ციმბირი — გ. 11 ივნისი, 1987) — რუსი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი.

მაჰლერისა და ალბან ბერგის თაყვანისმცემელმა, შექმნა საკუთარი მუსიკალური ენა; მან დაწერა თერთმეტი სიმფონია და სიმფონიური ნამუშევრები, მათ შორის: Les Fleurs du Mal (1939, ბოდლერის ლექსებზე), სამი სცენა გოეთეს ფაუსტიდან (1973, 1980 წწ.), კანტატა Mater Dolorosa (1977, ახმატოვას ლექსებზე რექვიემი). მხოლოდ მისი ნომერ 4 სიმფონიაა წმინდა ინსტრუმენტული; მისი ყველა სხვა სიმფონია მოიცავს ვოკალურ ნაწილებს. ლოშკინის ნომერ 3 სიმფონია დაიწერა კიპლინგის ლექსებზე, ხოლო ბალეტი Fedra დაიდგა ნომერ 4 სიმოფიის მუსიკიდან. ლოქსინმა ასევე დაწერა საფორტეპიანო ვარიაცის ციკლი მარია გრინბერგისთვის (1953) და კიდევ ერთი - ელენა კუშნეროვასთვის (1982).

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიტორის მამა, ლაზარ ლოქშინი, იყო ბუღალტერი, ხოლო დედამისი, მარია კოროტკინა - ბებიაქალი.

ლოკშინის და, მარია, 1914 წელს დაიბადა. ოჯახი კომუნისტური რეპრესიების შედეგად დაზარალდა, ლოქსინის მამა მცირე მეურნეობის ბიზნესის გამო კაპიტალისტად კლასიფიცირდა. მათი მიწა და მესაქონლეობა ჩამორთმეული იყო და მარია სამედიცინო სკოლიდან გააძევეს იმის გამო, რომ ხუმრობდა.

მას შემდეგ, რაც ოჯახი ნოვოსიბირსკში გადავიდა, ახალგაზრდა ლოქშინის სკოლაში ასწავლიდნენ შესანიშნავი მასწავლებლები, რომლებიც მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ციმბირში გადაასახლეს. ცნობილმა პიანისტმა ალექსეი შტეინმა, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის ყოფილმა პროფესორმა, ლოქშინს ფორტეპიანოს დაკვრის სწავლებას საფუძველი ჩაუყარა. 1936 წელს, შტინის სარეკომენდაციო წერილით ლოკშინი მოსკოვში ჩავიდა და შემოწმდა მოსკოვის კონსერვატორიის დირექტორის, გენრიხ ნეიგუას მიერ. იგი მოსკოვის მუსიკის ცენტრალურ სკოლაში ჩაირიცხა; ექვსი თვის შემდეგ სტუდენტად მიიღეს კონსერვატორიაში, სადაც კომპოზიტორ ნიკოლაი მიასკოვსკისთან ერთად სწავლობდა კომპოზიციას.

1941 წელს ლოქშინმა წარმოადგინა თავისი სიმფონიური ნაშრომი Les Fleurs du Mal (ჩაწერა BIS-მა, 2010[5]), (როგორც მისი სადიპლომო ნამუშევარი მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრებისთვის). თუმცა, რადგან ჩარლზ ბოდელერის ლექსები ცენზორებმა კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ მიიჩნიეს, ლოქშინს უარი ეთქვა მოსკოვის კონსერვატორიის დიპლომზე და არ მისცეს სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების უფლება. მიუხედავად ამისა, ის უკვე კომპოზიტორთა კავშირის წევრი იყო.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ლოქშინი მოსკოვში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნოვოსიბირსკში დაბრუნდა. 1941 წლის ივლისში იგი ჩაირიცხა ხალხის მოხალისეთა კორპუსში, მაგრამ კუჭის წყლულების ძლიერი შეტევების შემდეგ იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადდა. ზაფხულის განმავლობაში და 1941 წლის შემოდგომის დასაწყისში მსახურობდა როგორც მეხანძრე, რომელიც საჰაერო დაბომბვის დროს მოსკოვის კონსერვატორიის სახურავზე ცეცხლგამჩენ ბომბებს აქრობდა; შემდეგ ის ნოვოსიბირსკში იქნა ევაკუირებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 IMSLP — 2006.
  2. 2.0 2.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #122595343 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  5. Lokshin – Les fleurs du mal on BIS“.