ალექსანდრ არეშჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრ არეშჩენკო

ალექსანდრ არეშჩენკო, 2021
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 15 ივნისი, 1986 (1986-06-15) (37 წლის)
დაბადების ადგილი ლუჰანსკი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2002)
ფიდე რეიტინგი 2667 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2720 (დეკემბერი 2012)

ალექსანდრ არეშჩენკო ((უკრ. Олександр Арещенко), (ინგლ. Alexander Areshchenko) დ. 15 ივნისი, 1986, ლუჰანსკი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2002), უკრაინის ჩემპიონი 2005 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე 1986 წლის 15 ივნისს ლუჰანსკში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და ასაკობრივ შეჯიბრებებზე გამოდიოდა. 2000 წელს ოროპესა-დელ-მარიში 16 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2000, 2001 წლებში უკრაინის 18 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონი გახდა. იგი ორივეჯერ მეოთხე დაფაზე იჯდა და 2001-ში ინდივიდუალური ოქროც აიღო.

2002 წელს ალუშტაში უკრაინის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. არეშენკომ 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ორ სხვა მოჭადრაკის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი არგუნეს. 2005 წლის მარტში ქოვენთრიში საერთაშორისო ტურნირი მოიგო, 9-დან 7,5 ქულით. აგვისტო-სექტემბერში რივნეში უკრაინის ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, ფინალამდე ოთხი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობას და დასკვნით მატჩში ზაჰარ ეფიმენკო დაამარცხა 3,5:2,5[1]. ნოემბერ-დეკემბერში ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე იასპარეზა. 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 35-ე იყო და მესამე ეტაპიდან შეჯიბრის მომავალ გამარჯვებულ ლევონ არონიანთან გამოვარდა 0,5:1,5[2].

2007 წელს გიბრალტარში GibTelecom Chess Festival-ზე მეორე-მეოთხე ადგილებზე გავიდა ჰიკარუ ნაკამურასთან და ემილ სუტოვსკისთან ერთად. კვლავ მესამე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა ხანტი-მანსიისკში 2009 წლის ფიდეს მსოფლიოს თასზე, სადაც რეიტინგით 41-ე იყო. იგი დმიტრი იაკოვენკოსთან დამარცხდა. მუმბაიში Mayor Cup-ზე თავიდან პირველ-მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა[3]. ციურიხის საიუბილეო ტურნირზე ბორის ავრუხთან ერთად პირველზე გავიდა და შემდეგ აქაც ტაი-ბრეიკში აჯობა.

2011 წელს Parsvnath Open tournament-ზე პირველ-მეხუთე ადგილი აიღო. იმავე წელს სანკტ-პეტერბურგში ორი ტურნირი, ჩიგორინის და ბოტვინიკის მემორიალი მოიგო. მომდევნო წელს უკრაინის ჩემპიონატზე მეორე ვერცხლის მედალი აიღო. 2013-ში ტრომსეში ფიდეს მსოფლიოს თასზე ისევ მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა, ამჯერად რეიტინგით 30-ე იყო და ვლადიმირ კრამნიკმა გამოაგდო 1:3. 2014 წელს ერევანში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 11-დან 7,5 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა და ფიდეს მსოფლიოს თასის საგზურიც მიიღო, რომელსაც მომდევნო წელს ბაქომ უმასპინძლა და ალექსანდრე კვლავ მესამე ეტაპამდე მივიდა. მსოფლიოს თასზე ალეშჩენკო რეიტინგით 56-ე იყო და ვეი ისთან დამარცხდა 0,5:1,5.

2015 წელს აბუ დაბის ტურნირზე თავიდან პირველ-მეხუთე ადგილები გაიყო, ნილს გრანდელიუსთან, მარტინ კვავცივთან, ბაადურ ჯობავასთან და რიჩარდ რაპორტთან ერთად, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხეზე გადავიდა. [4][5]. 2016 წელს ბად-ვისში ბავარიის საერთაშორისო ჩემპიონატი მოიგო. 2017 წელს მინსკში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ნახევარი ქულა დააკლდა და საბოლოოდ მე-4-14 ადგილებს დასჯერდა. იმავე წელს ჭადრაკიდან წასვლა გადაწყვიტა და ტურნირებზე აღარ გამოსულა. მომდევნო ორ წელს მხოლოდ 20 პარტია ითამაშა, გერმანიის და უნგრეთის ჩემპიონატებზე.

არეშჩენკო 2021 წლის ივლის-აგვისტოში სოჭში ფიდეს მსოფლიოს თასზე გამოჩნდა და ისევ მესამე ეტაპიდან გამოვარდა. რეიტინგით 34-ე იყო და სემ შეკლანდთან დაასრულა ასპარეზობა 1,5:2,5. 2022 წელს ბრეჟიცეში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 37-ე ადგილს დასჯერდა.

ალექსანდრ არეშჩენკო. ფიდეს მსოფლიოს თასზე. 2013 წელი

უკრაინის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2007-2017 წლებში 6 დიდ ტურნირზე გამოვიდა, 3 ევროპის და 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე. მსოფლიოზე ორჯერ გუნდური ბრინჯაო მოიგო[6], ხოლო ევროპაზე ერთი ინდივიდუალური ვერცხლი[7]. სულ ნაკრების შემადგენლობაში 40 პარტია ჩაატარა და და 19,5 ქულა შესძინა, აქედან 8 მოიგო, 9 წააგო, 23 ყაიმით დაასრულა. შედეგიანობა 48,8%.

წელი ტურნირი ჩატარების ადგილი ქვეყანა დაფა რეიტინგი + = შედეგი % ტურნირის რეიტინგი გუნდური შედეგი პირადი შედეგი
2007 ევროპის ჩემპიონატი ჰერაკლიონი უკრაინა სარეზერვო 2638 3 5 0 4,5 з 8 68,8 2671 5 ვერცხლი
2011 მსოფლიოს ჩემპიონატი ნინბო უკრაინა სარეზერვო 2682 1 1 2 1,5 з4 37,50 2494 ბრინჯაო 6
2013 მსოფლიოს ჩემპიონატი ანტალია უკრაინა სარზერვო 2720 0 5 1 2,5 з 6 41,7 2571 ბრინჯაო 6
2013 ევროპის ჩემპიონატი ვარშავა უკრაინა 1 2720 2 3 3 3½ з 8 43,7 2643 9 21
2015 ევროპის ჩემპიონატი რეიკიავიკი უკრაინა სარეზერვო 2682 2 3 2 3½ з 7 50 2569 5 17
2017 მსოფლიოს ჩემპიონატი ხანტი-მანსიისკი უკრაინა 3 2720 0 6 1 3 з 7 42,9 2579 6 6

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ლუგანსკის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Boytsun, Olena. (2005-09-05) Areshchenko wins the Ukraine Championship. ChessBase. ციტირების თარიღი: 10 May 2010.
  2. 2005 World Cup. ციტირების თარიღი: 6 травня 2013.
  3. Zaveri, Praful. (2009-05-15) Areshchenko triumphs in Mayor's Cup – Jai Ho Mumbai!!. ChessBase. ციტირების თარიღი: 10 May 2010.
  4. Nils Grandelius wins Abu Dhabi Masters Chess Championship (Video). ციტირების თარიღი: 2017-06-16
  5. Shah, Sagar. (2015-09-03) Grandelius wins Abu Dhabi Masters 2015. ChessBase. ციტირების თარიღი: 2017-06-16
  6. A. Areshchenko at the World Team Chess Championships, www.olimpbase.org
  7. A. Areshchenko at the European Team Chess Championships, www.olimpbase.org