ალექსანდროვკის ალექსი ღვთისკაცის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდროვკის ალექსი ღვთისკაცის ეკლესია
ალექსანდროვკის ალექსი ღვთისკაცის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ალექსანდროვკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1807-1811

ალექსანდროვკის ალექსი ღვთისკაცის ეკლესია (რუს. Церковь Алексия, человека Божия) — მართლმადიდებლური ეკლესია მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ ალექსანდროვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 1807-1811 წლებში.

ეკლესიის მისამართი: 344048, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი ალექსანდროვკა, მოსკოვის ქუჩა № 47-ა[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის ფოტო


სოფელი ალექსანდროვკა დააარსა დონის კაზაკთა ატამანმა ალექსი ილოვაისკიმ. 1807 წელს უკვე ატამანის გარდაცვალების შემდეგ, მისი მფარველი ანგელოზის, ალექსი ღვთისკაცის პატივისცემის ნიშნად, მისმა ცოლმა დაიწყო ერთსაკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობა წმინდანის სახელზე. ეკლესიის მშენებლობა აკურთხეს 1811 წელს.

ეკლესია იყო ქვისგან აგებული, მას ჰქონდა დიდი აფსიდი და მცირე გუმბათი. ეკლესიაზე მიდგმულ სამრეკლოს ჰქონდა სამი იარუსი. ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციასა და რუსეთის სამოქალაქო ომს. ალექსანდროვკის ალექსი ღვთისკაცის ეკლესია 1930-იან წლებშ დაიხურა და მას გამოიყენებდნენ, როგორც ხორბლის საწყობს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიაში განთავსებული იყო ბანაკი საბჭოთა სამხედრო ტყვეებისათვის. ეკლესიის კედლების ქვეშ დასაფლავებულია გერმანელი ჯარისკაცი, შემორჩენილია საფლავის ქვა გერმანული წარწერით.

საბჭოტა კავშირის დაშლასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესიის აღდგენის შესახებ. 1994 წელს ეკლესიის წინამძღვარად დანიშნეს მღვდელი ანდრეი ერმოლაევი. 2007 წელს შესრულდა კედლის შელესვა-შეღებვის სამუშაოები, გადაიხურა ეკლესია, შერემონტდა იატაკი და ფანჯრები. 2008 წელს დადგეს სამრეკლო ექვსი ზარით. ეკლესია გაზიფიცირებულია, 2009 წელს დააყენეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, გამოცვალეს კარები. გაიხსნა საკვირაო სკოლა.

ამჟამად ეკლესიის წინამძღვარია ანდრეი (ერმოლაევი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]