სანდრო მრევლიშვილი (რეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი)
ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი

სანდრო მრევლიშვილი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1941
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 24 ივნისი, 2019 (78 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია რეჟისორი, დრამატურგი,
შვილ(ებ)ი მიხეილ მრევლიშვილი
მშობლები მამა: მიხეილ მრევლიშვილი
დედა: ფაინა კილაძე
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი (დ. 10 თებერვალი, 1941, თბილისი — გ. 24 ივნისი, 2019) — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, პროფესორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მრევლიშვილის მამა იყო ქართველი მწერალი მიხეილ მრევლიშვილი, დედა – ფაინა კილაძე. მისი ძმა არის ფიზიკოსი, პროფესორი გია მრევლიშვილი. შვილი მიხეილ მრევლიშვილი — რეჟისორი, სცენარისტი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში (რომელიც 1963 წლიდან გახდა თეატრის, მუსიკის და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, ამჟამად – პეტერბურგის თეატრალური აკადემია). 1963 წელს დაასრულა აღნიშნული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ტოვსტონოგოვის სახელოსნო.

1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“[2], რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე.

2014 წელს დააარსა თეატრი „რუსთაველის 19„[3], რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გარდაცვალებამდე იყო. 2021 წელს თეატრ „გლობუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა სანდრო მრევლიშვილის სახელი.[4]

განხორციელებული დადგმები (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1963: „სასწაულმოქმედი“
  • 2008: „კვერცხი“

სოხუმის თეატრი (1963-1966)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წყალდიდობა“
  • „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“
  • „შვეიკი“*
  • „დაბურული ტყის ზღაპარი“
  • „ოთარაანთ ქვრივი“

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი (1966-1974)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წამება დედოფლისა“
  • „შვეიკი“
  • „ნუ გეშინია დედა“

მეტეხის თეატრი (1974-2004)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მოდი ვნახოთ ვენახი“, „ჰამლეტი“, „42-72“, „ბაღლინჯო“, „უბედურება“, „მოსაწყენი დღეების ქრონიკა“, „განკითხვის დღე“ კოლაელ ყმათა წამება“, „კეცხოველი“, „დაელოდე ვარსკვლავთცვენას“ მწუხარე სახის რაინდი“, „მაკბეტი“, „ჯამი განწმენდისა“, „განდეგილი“, „პარტახი“, „საბა ხუროთმოძღვარი“, „სიკვდილმისჯილთა თეატრი“, „შვეიკი“, „დიკტატორი აბაზანაში“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „დიდრო“, „ჭინჭრაქა“, „შეშლილთა ხომალდი“, „გზა“, „უფანდუროდ სამღერი“, „იესო ნაზარეველი“

თეატრი „ძველი სახლი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კვერცხი“
  • „მარტორქები ორკესტრში“
  • „მაგალითად ჟორჟ“
  • „როსტომ მანველიძე“
  • „მორფიუმი“
  • „იდიოტი“
  • „მატყუარები“
  • „ბედი მგოსნისა“
  • „მამა უბუ“

თეატრი „გლობუსი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „თეატრის მოტაცება“
  • „დეკამერონი“
  • „მატყუარები“
  • „სადამსჯელო კოლონიაში“
  • „მეფე კვდება“
  • „სკამი“
  • „პარტახი“

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჭექა-ქუხილი“
  • „მოდი ვნახოთ ვენახი“
  • „ბერნარდა ალბას სახლი“
  • „მარი-ოქტომბერი“
  • „სამი და“
  • „მარტორქები ორკესტრში“
  • „სეილემის პროცესი“
  • „ბურატინო“

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მე, ბაბუა, დიდრო და ძაღლი“

ზაარბრიუკენის შტადს თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ცხენის ისტორია“
  • „იდიოტი“

კრაკოვის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სტუმარ-მასპინძელი“

თეატრი „ნა ტორგუვკუ“ (ვარშავა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჭინჭრაქა“
  • „სიკვდილმისჯილთა თეატრი“

ლესია უკრაინკას თეატრი (კიევი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

ტრნვის თეატრი (სლოვაკეთი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჭინჭრაქა“

სტამბოლის მუნიციპალური თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „არგონავტები“

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მოდი, ვნახოთ ვენახი“, „განკითხვის დღე“, „ლადო კეცხოველი“, „კოლაელ ყრმათა წამება“, „ჟამი განწმენდისა“, „საბა ხუროთმოძღვარი“, „42–74“, „შეშლილთა ხომალდი“, „ქართული პარადოქსი“, „მარტორქები ორკესტრში“, „მაგალითად, ჟორჟი“, „თეატრის მოტაცება“, „უსაზღვრობა დროთა“, „სკამი“ და სხვ.

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლიდან ასწავლის თეატრალურ ხელოვნებას. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1996–2006 წლებში ხელმძღვანელობდა თეატრალურ სახელოსნოს (კათედრას) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის და ხელოვნების უნივერსიტეტში.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მსახიობის ოსტატობა“ — სახელმძღვანელო
  • „ტოვსტონოგოვის სარეჟისორო გაკვეთილები“ — დამხმარე სახელძღვანელო, პიესების კრებული

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1988. №7. გვ. 16
  2. http://reportiori.ge/old/qartveli.ge?menuid=48&id=68504&lang=1
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-04. ციტირების თარიღი: 2017-09-02.
  4. „თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. 10 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)