ალექსანდრე (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| ალექსანდრე | |
| Alexander | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.45 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 94.80 კმ[2] |
| მოცულობა | 8770.09 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.84 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ალექსანდრე მაკედონელი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 40.25° ჩ. გ. 13.69° ა. გ. / 40.25° ჩ. გ. 13.69° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| ალექსანდრე | |
კრატერი ალექსანდრე (ლათ. Alexander) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა მაკედონიის მეფისა და გეოგრაფის ალექსანდრე დიდის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — ალექსანდრე მაკედონელის (ინგლ. Alexander the Great) მიხედვით. შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „ალექსანდრე“, ისევე, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Александр).[3]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერი მდებარეობს კავკასიონის მთებში, მოწმენდილობის ზღვის ჩრდილოეთით. კრატერის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ლამეკის კრატერი, ჩრდილოეთით - ევდოქსის კრატერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - კალიპუსის კრატერი. კრატერის აღმოსავლეთით მდებარეობს სიზმრების ტბა.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 40°15′N 13°41′E / 40.25° ჩ. გ. 13.69° ა. გ., დიამეტრი — 94.80 კმ,[2] სიღრმე — 2.84 კმ.[1]
თავისი არსებობის განმავლობაში კრატერი იმდენად განადგურდა, რომ ახლა ის უფრო მეტად მთებით გარშემორტყმულ დაბლობს წააგავს. კრატერის ზვინულის ნაშთები მდებარეობს მის ჩრდილო-დასავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, კრატერის აღმოსავლეთი ნაწილი ღიაა მიმდებარე ტერიტორიისთვის. ზვინულის შემორჩენილ მონაკვეთებს მართკუთხა ფორმა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი მწვერვალები ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. რგოლის ნაშთების უდიდესი სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ 1.45 კმ-ია.[1] კრატერის თასის დასავლეთ ნაწილში ფსკერი შედარებით ბრტყელია და უფრო დაბალი ალბედო აქვს, თასის აღმოსავლეთ ნაწილში კი მრავალი პატარა კრატერია და უფრო მაღალი ალბედო აქვს, რომელიც აღმოსავლეთისკენ თანდათან იზრდება. კრატერის თასში ბევრი პატარა ბორცვია. კრატერის მოცულობა 8770.09 კმ³-ია.[1]
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ალექსანდრე | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
|---|---|---|
| A | 40°47′N 14°56′E / 40.78° ჩ. გ. 14.94° ა. გ. | 4.0 |
| B | 40°17′N 15°08′E / 40.28° ჩ. გ. 15.14° ა. გ. | 3.9 |
| C | 38°31′N 14°57′E / 38.52° ჩ. გ. 14.95° ა. გ. | 4.2 |
| K | 40°31′N 19°21′E / 40.52° ჩ. გ. 19.35° ა. გ. | 4.0 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- 1 2 3 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Alexander
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Александр на карте LAC-26.. ციტირების თარიღი: 2020-07-05
